#61014744 · 10 Feb 2024, 20:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკვე რამოდენიმე თვეა მტკივა ხელები
ჯერ ერთი ამტკივდა მერე მეორე
ხან ერთი უფრო მტკივა ხან მეორე
ბეჭებიდან მოყოლებული მტევნებამდე
ხან მარტო ბეჭები
ვერ ვიგებ თან ხელის კუნთები მტკივა თუ ძვლები
შიგნიდან მღრღნის
ხელებს თავის დონეზე ან თავზე ზემოთ ვერ ვწევ. მძიმეს აწევაზე ზემდეტია საუბარი.
ძალიერი ტკივილი მაქვს უბრალოდ თავს ზემოთ რომ ამაქვს ხელი
ღამე პერიოდულად მეღვიძება ხელის ძლიერი დაბუჟებით
რა ჯანდაბა შეიძლება იყოს?
7 წლის წინ ოსტეოქონდროზის დიაგნოზი დამისვეს როგორც მახსოვს
მალებს შორის თიაქარი მაქვს 4-5 მალას შორის მგონი. თუ ზუსტად მახსოვს ზეპირად.
ეგ წლებია მაქვს და მარჯვენა ფეხი სულ მიბუჟდება ბოლო 15 წელია. დგომა მიჭირს, დიდხანს სიარულზეც წელი მტკივა და კიდე უფრო მტკივა წელი ჯდომისგან. ამიტომ ძირითადად სულ წამოწოლილი ვარ და ხელებს ვეყრდნობი მორიგეობით
ვის უნდა მივმართო ისიც არ ვიცი. რომელ ექიმს?
ძვლების ექიმს თუ კუნთების თუ ვის?
იქნებ გეცნოთ სიმპტომები და იცოდეთ რამე
This post has been edited by 098 on 10 Feb 2024, 21:03
--------------------
გინდა ომი ემზადე მშვიდობისთვის
|