BeWater
შთამაგონება
ჯგუფი: Members
წერილები: 2208
წევრი No.: 92945
რეგისტრ.: 5-June 09
|
#32731101 · 27 Aug 2012, 20:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ ვაძლევ ხმას ივანიშვილის კოალიციას 2 ფაქტორია: ბიძინა ივანიშვილის გამო. მეორე, იმის გამო, რომ, ნაცოძრაობამ ვეღარ მოიგოს არჩევნები. დიდი ხანია უკვე, რაც მათ ამოწურეს საუკათარი თავი და აზარტულ წურბელებად იქცნენ, მმართველობაში ყოფნა, მხოლოდ საკუთარი ინტერესების გასატარებლად უნდათ. ბრმა არ ვარ, დავინახე მათი კაგეთებული კარგიც. ეფექტურად ებრძოლნენ ნარკომანიას და ქურდულ მენტალიტეტს. მოსპეს კორუფცია ხალხში. დააგეს გზები. ჯარი ჯარს დაამსგავსეს... თუმცა, ეს ყველაფერი, პირველ რიგში სათავისოდ გააკეთეს. ქურდების სახით, მოიშორეს კონკურენტები შემოსავალში და ავტორიტეტებში; დარჩათ ბიზნესის რეკეტის მონოპოლია. კორუფციაც გაანადგურეს ქვედა დონეზე, რომ ზევით, დანაკარგების გარეშე ააღწიოს "სარგებელმა"; ბიუჯეტი და კონტიტუცია კი მათი შეხედულებისამებრ იცვლება და გამოიყენება. კორუფცია რომ მთავრობის წევრებში ყვავის, ამის დასტურია უმსხვილესი ბიზნესის მფლობელები, ფავორიტებად ქცეული მათი ფირმები სახელმწიფო ტენდერებში და პოლიტიკაში კალოშით მისული ნამინისტრალი მილიონერი ბიზნესმენები. გზები რომ უხარისხოდ იგება, სულ "შტოპკავენ", და მთავრობის მიერ არაეფექტურად გამოცხადებული რეზერვის პროექტი მაინც რომ გაგრძელდა, ეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუარა მაყუთის ღუნვას -- კორუფციას. ნაცარს გვაყრიან თვალში : აცხადებენ, რომ კორუფცია დამარცხებულია, როცა ანტიმონოპოლიური სამსახური არ მუშაობს, კონტროლის პალატას კი 1 ოპოზიციური კოალიციის წურბელის როლი აქვს. შაქარი, ბენზინი, მედიკამენტები... გაუმართლებლად ძვირად იყიდება. იძახიან, რომ საქართველო დემოკრატიულია, როდესაც სასამართლო უზურპირებულია, პოლიცია პოლიტიზებული, მედია შაბაშებზე მომუშავე. ძალიან ბევრი შემიძლია გავაგრძელო, მაგრამ უსაშველო პოსტი გამომივა, ამიტომ უბრალოდ ვახსენებ სავალალო სიტუაციას ციხეებში, სოციალურ სფეროში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, ეკონომიკაში, სპორტში... ოლიმპიური მედლებით აპელირებას ნუ შეეცდებით. მგონი ყველა მედალი გორში წავიდა და ჭიდაობაში აიღეს(ძიუდოც მათ შორის). ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში სპორტი ყვავის, ეს ნიშნავს, რომ, შიდა ქართლს კარგი ფალავნები და მწვრთნელები ყავს. მანიპულირებენ რუსეთის მტერობით. არადა, იმის მიუხედავად, რომ, ეკონომიკური კავშირები გაწყვეტილია, ლუდს და ლიმონათს აგზავნიან, ნეტა ვისი მფარველობის ქვეშ მყოფი კომპანიები... ნათია მიქიაშვილმა გუშინდელ გადაცემაში მგონი გადაამლაშა რაღაცეები და ფანტაზია ნებას მიუშვა. მაგრამ, ფაქტია, რომ ავადსახსენებელი ედიკას მმართველობის პერიოდში, იმდენი რუსული კომპანია არ იყო საქართველოში და იმდენი ქართული კომპანია არ გარუსულებულა, როგორც დღეს. მე ვქირობ, რომ, ასეთი რუსიფიკაცია, შედეგია სააკაშვილის შეთანხმებისა რუსეთის მთავრობასთან. ეს არის კონტრიბუცია, ხარკი იმისა, რომ, ომში წქაგებულ საქართველოში, იგივე მთავრობა დარჩენილიყო. აქაც ნაცარი შეგვაყარეს თვალებში. ომი წავაგეთ, ხალხი დაიღუპა, მეტი ტერიტორია გახდა ქართველების მიერ უკონტროლო და ამათ გამოგვიცხადეს მოვიგეთო. ეგ მოგება, ალბათ მათთვის მმართველობაში დარჩენას ნიშნავდა. ყველაფერ ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ვასკვნი, რომ სააკაშვილი, მისიმთავრობა და პარტია, არიან ანგარებიანი ხროვა, რომელთაც მხოლოდ 2 ფასეულობა გააჩნიათ, ფული და ძალაუფლება. შესაბამისად, მათი ზეობის პირობებში, საქართველო განვითარდება ისე, და არა სხვანაირად, როგორც ამ ხროვას აწობს, მეტი სარგებლის მისაღებად.
ივანიშვილი ივანიშვილი არის მილიარდერი, რომელსაც, მეტი ფულის საშოვნელად პოლიტიკაში მოღვაწეობა არ სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში. პოლიტიკაში მოღვაწეობის პერიოდში, ის, ალბათ უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე შეიძენს. ამ კაცმა, რომელსაც "პუტინის აგენტს" უწოდებენ, რუსეთში იშოვა ფული და საქართველოში ხარჯავდა. როცა პრეზიდენტი და მისი გარემოცვა საქართველოს ხარჯზე დამდიდრდნენ, მსხვილი კომპანიები კი რუსებს მიყიდეს. ათეულობით ობიექტის აშენება უკავშირდება ივანიშვილის სახელს, რომლთაგან ბევრზე, სააკაშვილმა ლენტი გაჭრა. ასეულობით მოღვაწეს ეხმარებოდა საქართველოში. როგორც ყველამ გავიგეთ, მთავრობის ხელვფასებსაც და პროექტებსაც აფინანსებდა. ბიძინა არ დახამდება ფულს და არ დაიწყებს ქვეყნის ძარცვას. შესაბამისად, არც თავისი გარემოცვის დარევა მოუწევს ამაში. ანუ, არ იქნება ზევიდან ნაკარნახევი და დაშვებული, რომ მთავრობის და პარტიის წევრებმა მაყუთი ღუნონ. შესაბამისად, ამას სხვაც ვერავინ გაბედავს. ეს რასაც ნიშნავს, ხვდებით ალბათ. გამართულ ეკონომიკას და ასფალტით დაწყებული განათლებით დამთავრებული მაღალ ხარისხს და საიმედოობას. მიშასთან და ნაციონალებთან შედარებით, ბიძინა სიმპათიას იმახურებს ჩემგან, იმის გამო, რომ არ დაუშVია ის უამრავი შეცდომები და არ ჩაუდენია ის დანაშაულები, რომელიც მათ ქნეს. ბიძIნას ნამოღვაწარს რაც შეება, ამ პიროვნების პატივისცემას იმსახურებს ჩემში. სულაც არ ბიძინას ისეთი ფანი, როგორც სააკაშვილის და ნაცების მოძულე. არც იმ აზრისგან ვარ შორს, რომ, თუ ოცნებამ და ბიძინამ გაიმარჯვეს და გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს, მათ მიმართ ოპოზიციურად რომ განვეწყო. ეს არის ერთი ჩვეულებრივი იუზერის და მოქალაქის პოსტი, რომელსაც მობეზრდა ჩალის ფასად სამსახურის დაკარგვის შიშით მძევლად აყვანილი ხალხის საცოდაობა, დამალული შიმშილი, ჯანმრთელობასა და საკვებს შორის გაკეთებული არჩევანი, კოლექტიური უპერსპექტივობის და გაუმხელელი უსამართლობის გრძნობა; ხალხის თავისუფლებით ხმებზე ვაჭრობა... დამღალა ცინიზზმაც და ორაზროვნებამაც ამ ფორუმზე. 1 თვე დარჩა არჩევნებამდე. ჩემთვის ეს არის შანსი, რომ მე, რაღაც ქმედებით, ჩემს გარშემო შევცვალო ყველაფერი უკეთესისკენ. ბავშვურად კი ჟღერს, სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ, როგორც არის დღეს, ყველაფრის ასე დატოვება არ შეიძლება. იმათ ჯინაზე მინდა ჩემი ხმა ოპოზიციას მივცე, ვინც განსხვავებული აზრის გამო ხალხს უმოწყალოს სცემა, დააშინა, ზოგი მოკლა და ზოგი ქვეყნიდან გააქცია. მეშინია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ბაღში ბავშვს ასწავლიან, დედ-მამა თუ იჩხუბებს, 112-ზე დარეკეო... დროა შეცვალოთ! შემი დიდი თხოვნა შენ, თუ შეძელი და წაიკითხე ეს თემა, ანარადა აზრს თუ ეთანხმები, ამ დარჩენილი 1 თვის მანძილზე, დაელაპარაკე ყველას, ვისაც შეძლებ. თანამშრომლებს, მეგობრებს, უბნელებს, მეზობლებს, ყველას აუხსენი რა ჭირი გვჭირს! ყველას გააგებინე, რომ ცვლილებების დროა დიდი ხანია!!! ნაცმო მესამე ვადით დაგვღუპავს!!!
--------------------
ქვეყანა აღორძინდეს და ჩვენი დედაც #####ან!
|