სმარტფონი წარმოდგენილია 5.3 დიუმიანი IPS LCD QHD რეზოლუციის ეკრანით (წინა თაობის ფლაგმანური სმარტფონი გახლდათ 5.5 დიუმიანი), მიუხედავად ეკრანის დაპატარავებისა არ შემცირებულა კორპუსის ზომები! სმარტფონი სიგრძეში 149.4 მილიმეტრია, სიგანეში 73.9 მილიმეტრი და სისქეში 7.7 მილიმეტრი (წინა თაობის ფლაგმანური სმარტფონის ზომებია 148.9 x 76.1 x 6.3 – 9.8 მილიმეტრი). ეკრანს კორპუსის წინა პანელზე დაკავებული აქვს 70.15 პროცენტი (წინა თაობის ფლაგმანის ეს მაჩვენებელი 72.5 პროცენტი გახლდათ), როგორც ცედავთ LG-ის დიზაინი კომპაქტური აღარ გახლავთ. ჩემი აზრით ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.
სმარტფონის ჩიფსეტად წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon 820, რომელიც წარმოდგენილია 4 ცენტრალური ბირთვით 2.2 გიგაჰერც სიხშირით და Adreno 530-ის გრაფიკული პროცესორით.
Qualcomm Snapdragon 820-ის ჩიფსეტი წარმოებულია 14 ნანომეტრიანი FinFET ტექნოლოგიით, რომლის ცენტრალური პროცესორიც წარმოდგენილია 4 Qualcomm-ის შექმნილი Kryo 64 ბიტიანი არქიტექტურის ბირთვით (2 მაღალი წარმადობის ბირთვი მუშაობს 2.2 გიგაჰერც სიხშირეზე და 2 დაბალი წარმადობის ბირთვი 1.7 გიგაჰერც სიხშირეზე), რომელიც ოპტიმიზირებულია ბატარიის ეკონომიაზე და ტემპერატურაზე.
Snapdragon 820-ის ცენტრალური Kryo ბირთვები მოიხმარს ორჯერ ნაკლებ ენერგიას და ორჯერ უფრო ძლიერია ვიდრე Snapdragon 810-ის ცენტრალური ბირთვები.
ოპერატიულ მეხსიერებად წარმოდგენილია ორ არხიანი LPDDR4 ტექნოლოგია 1866 მეგაჰერც სიხშირით.
შესანახ მეხსიერებად წარმოდგენილია UFS2.0, eMMC5.1 და SD3.0.
Snapdragon 820-ის შემადგენლობაში შედის გრაფიკული პროცესორი “Adreno 530”, რომელიც 40 პროცენტით ძლიერია და 40 პროცენტით ზოგავს ენერგო მოხმარება “Adreno 430”-თან შედარებით.
ს იახლე კამერასაც შეეხო და წარმოდგენილია ორმაგი 25/28 მეგაპიქსელიანი სიგნალის მიმღები 14 ბიტიანი პროცესორი “Spectra”, რომელსაც აქვს ჰიბრიდული ავტოფოკუსის და მულტი სენსორის მხარდაჭერა.
ციფრული სიგნალის მიმღებ პროცესორად წარმოდგენილია “Hexagon 680”, რომელიც გამოიყენება ბატარიის დაზოგვისთვის, ამოცანების სწრაფად შესრულებაში და კამერას ეხმარება დაბალი განათების პირობებში გამოსახულება იყოს ნათელი და ხარისხიანი.
LTE (LTE-U)-ს კატეგორიები 12 და 13, Cat 12 საშუალებას მოგცემთ გადმოწეროთ ფაილი 600 მეგაბიტი წამში სისწრაფით და Cat 13 საშუალებას მოგცემთ ატვირთოთ ფაილი 150 მეგაბიტი წამში სისწრაფით.
წარმოდგენილია WiFi 802.11ac 2×2 MU-MIMO ტექნოლოგია, 4×4 MIMO და WiFi 802.11ad, რომელიც საშუალებას მოგცემთ 4K ვიდეოებს უყუროთ ონლაინში შეუფერხებლად.
Quick Charge 3.0 ტექნოლოგია, რომელიც 4-ჯერ სწრაფად დატენის მოწყობილობებს და მხარდაჭერილია USB C კონექტორზეც.
ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 4 გიგაბაიტს LPDDR4 ტექნოლოგიით, შესანახი მეხსიერება წარმოდგენილია 32 გიგაბაიტით და მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 2000 გიგაბაიტით.
მთავარ კამერებად წარმოდგენილია Sony-ს წარმოებული 16 და 8 მეგაპისელიანი სენსორებით, რომელსაც გააჩნია ლაზერული ავტოფოკუსი და სხვა ის ტექნიკური მახასიათებლები, რაც წარმოდგენილი იყო G4-ში.
16 მეგაპიქსელიანი კამერა წარმოდგენილია F1.8 დიაფრაგმით და 75 გრადუსიანი ხედვის კუთხით, 8 მეგაპისელიანი კამერა წარმოდგენილია F2.4 დიაფრაგმით და 135 გრადუსიანი ხედვის კუთხით.
წინა კამერად წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი სენსორით, იდენტური მახასიათებლებით რაც აქვს LG G4-ს.
რაც შეეხება ბატარეას, ის წინა ფლაგმანისგან განსხვავებით 3000 მილიამპერიდან შემცირდა 2800 მილიამპერამდე..
აღნიშნულ სმარტფონი წარმოდგენილია USB Type C პორტით, მოხსნადი ბატარიით, მაღალი წარმადობის აუდიო სისტემით და მრავალფეროვანი აქსესუარებით.
ქვემოდ მოცემულ ფოტოზე წარმოდგენილია კამერა, რომელიც იღებს 360 გრადუსიან ვიდეოებს.
ქვემოდ ფოტოზე წარმოდგენილია ვირტუალური სამყაროს მოწყობილობა აღნიშნული სმარტფონისთვის.
წყარო:
http://21c.ge/lg-g5-%E1%83%98%E1%83%A1-%E1...3%A1-%E1%83%9B/ This post has been edited by BeCooL on 22 Feb 2016, 02:22
მიმაგრებული სურათი
წამიშალა გიორგიმ რაც დავუწერე პასუხები, თემა დახურა, ახალი თემა გავხსენი,წაშალა და ბანი დამადო.ასე რომ მოვრჩი, ნახვამდის, ყველაფერი ნათქვამია :) არ მოეწონა პასუხები ბიჭს :)