asphurcelaმე მომაკუთვნეთ ეს ტირადა?
იურისტებს კი გამოვესარჩლები და, ...
ისე, რომ იცოდეთ, პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იურისტები არ წერენ კანონებს! კანონებს თხზავენ, თქვენს მიერ არჩეული შარახვეტია პოლიტიკოსები
თქვენს საკითხზეც, სრულ პასუხს მოგახსენებთ:
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისთვის, ხოლო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა შესაძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილებით!
ამას გვაუწყებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის № 487 ბრძანება და იურისტები მართლაც არ სარგებლობენ ასე ჩაგდებული „მითხეს-მოვიდათი“ ...
რას იზამ?! პრიმიტიულად სალობიეში მჭადის შეკვეთას არ ჰგავს – ვიხლართებით!
რავ შეეხება იპოთეკის უფლების რეგისტრაციას, მთელი მუხლები აქვთ დათმობილი კანონშიც და მის აღსასრულებლად დაწერილ ქვემდებარე ნორმატიულ აქტშიც.
სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია ხდება ამ ხელშეკრულების წარდგენით!
აქაც ვერაფერს გახდები – ხინკლის დაკვეთას არ ჰგავს – გარკვეული პროცესია და უნდა გავიხლართოთ!
აი, თქვენც რომ გახლართულიყავით ამჟამად, კარგი იქნებოდა - მოგეძებნათ იპოთეკის სარეგისტაციო წარმოების ნომერი – „8****“ რომ არის, გენახათ ის განცხადება და დაინახავდით, რომ მიწოდებულია ეს დოკუმენტი – იპოთეკის ხელშეკრულება, მისი ნომერიც და თარიღიც.
შემდგომ კონკრეტულად ამ ხელშეკრულების ასლის გაცემა მოგეთხოვათ, როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე, ელექტრონული სახით.
ესე, „საქმის დედანი“ მე ვერ მივხვდი და შესაძლებელია, საჯარო რეესტრით ვერ მიახვედრეთ, რას გულისხმობდით – არ ვიცი – გაურკვევლად, დაუკონკრეტებლად ახსენეთ მიმოწერაში ...
მიიღებდით ამ დოკუმენტის დამოწმებულ ასლს, ან მიიღებდით სწორ, გამართულ პასუხს, რა მიზეზით არ გაძლევენ – ამის გადაწყვეტილებასაც მოაყოლებდნენ!
მე არ მითქვამს, რა საოცარი ხალხი ხართ, ეს მოქალაქეები-თქვა, გაუმართავი და არასრული შეკითხვებით რომ ცდილობთ პრობლემის გამორკვევას-მეთქი ... შემეძლო – მაგრამ, არ გაკადრეთ ...
რას იზამ ... ვიხლართებით ...
გულითადად გისურვებთ წარმატებებს!
This post has been edited by Правовед on 4 Nov 2024, 10:49