#60671128 · 1 Sep 2023, 14:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო, დიდი ხანია მსურს ძიუდოს შესწავლა, ჩემთვის, არაპროფესიონალურად, სამოყვარულო დონეზე, ასე ვთქვათ. უბრალოდ მომწონს და მაინტერესებს ეს საბრძოლო ხელოვნება და მინდა დავეუფლო. ვარ 26 წლის და მაინტერესებს, არის თუ არა თბილისში ლოკაციები, სადაც მხოლოდ ბავშვებს არ წვრთნიან და ზრდასრულებსაც შეუძლიათ ძიუდოს დაუფლება. ვცადე ამ ინფორმაციის მოძიება ჯერ დაგუგლვით და შემდგომ ფორუმზე ზედაპირული ძებნით, მაგრამ ვერაფერი ვნახე. თუ ამ საკითხზე უკვე არის თემა გახსნილი, გთხოვთ, მიმითითოთ (ფორუმზე ახალი ვარ, ასე რომ ჯერ ვერკვევი რაღაცებში :დ). თუ არ არის გახსნილი, გთხოვთ, რომ (თუ იცით) ლოკაციის დაწერისას ფასიც მიუთითოთ. ვფიქრობ, ჩემს გარდა კიდევ ბევრს აინტერესებს, აქტუალური თემაა, ძიუდო დიდი ინტერესით სარგებლობს და მეგობრებსაც გამოადგებათ ეს ინფორმაცია ახლა და მომავალში.
წინასწარ დიდი მადლობა !
This post has been edited by Heraclius on 1 Sep 2023, 14:30
|