#61335487 · 14 Jun 2024, 14:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | გამარჯობა. იქნებ გამარკვიოთ შ.პ.ს. ფიზიკური პირისგან გააკეთებს შესყიდვას თუ ინდ მეწარმისგან რაშია გადასახადების მხრივ განსხვავება? |
რამოდენიმე პირობა უნდა ჩავამატოთ კითხვას- თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვაზეა საუბარი და თუ ინდ. მეწარმე დღგ-ს გადამხდელია - ამ დროს მყიდველი ითვლის დღგ-ს (რეალიზაციით წარმოშობილ დღგს-ამცირებს შესყიდული საქონლის/ მომსახურების დღგ-თი) ამ დროს შესყიდვა ცალსახად დღგ-ს გადამხდელი ინდმეწარმისგან ჯობია (კიდევ არის რამოდენიმე პირობა და თუ დეტალები გაინტერესებთ პირადში მომწერეთ)
ხოლო თუ ხდება მხოლოდ საქონლის შეძენა და ინდ მეწარმე არაა დღგ-ს გადამხდელი, ამ დროს საქონელი შეგიძლია ორივესგან იყიდო
კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ნიუანსებს აქვს დიდი მნიშვნელობა. მაგალითად თუ ფიზიკური პირისგან არაერთჯერადად ყიდულობთ საქონელს და ის ვერ გიწერთ შესაბამის სასაქონლო ზედნადებს - უნდა შეიძინოთ შესყიდვის აქტით (მყიდველის და გამყიდველის მარტივი შეთანხმება, წერილობითი ფორმის, სადაც წერია ორივე მხარის რეკვიზიტები, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, აქტის გაფორმების თარიღი და სხვა) ამ დროს გამყიდველს აქვს რისკი იმისა, რომ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას რეგისტრაციის გარეშე
|