დავიდ ვილიააი, შენ რომ მიკერძოვებულად მოდერობ, ეგ აღვნიშნე მე და მეტი არაფერი, რაც შენ თვითონვე დაადასტურე, თან არაერთხელ.
"ნაცების ბაბლი" ვუწოდე თემას. რა თქმა უნდა, შეიძლება ცოტა მკვახედ გამომივიდა და განმარტება უნდა გამეკეთებინა თუ რატომ მივიჩნევ, ეგრე, მაგრამ როდის მერე გახდა- ეგ ტერმინი ეგეთი შეურაცხყმყოფელი ?
რაც შეეხება იმას, რომ " ნაცების ბაბლი" ვუწოდე-ეგ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი რომ არ არის, შენც კარგად მოგეხსენება.
აი, მარტივი მაგალითი მაგ თემიდან: თუ არ ვცდები იუზერმა გრუზმა დაწერა, რომ ვაშაძე რუსთუმეს ისევ სალომე მირჩევნიაო.
ჰოდა, ამაზე ეგრევე მიუვარდა იუზერი ალაბა და მასეთ სისულელეს როგორ წერ ან საიდან მოიტანე, რომ ვაშაძე რუსთუმეაო.
შემდეგ იუზერმა გრუზმა დაწერა კაკებეშნიკი მგონია ვაშაძეო. ამ კონკრეტულ წინადადებაში შეეძლო ასე დაწერა "ეჭვი მაქვს, რომ კაკებეშნიკია ვაშაძე". მაგრამ ადამიანს გამოკიდენ, როგორ გჯერა მაგისო, ეგო ქოცების მოგონილი ტყუილაო.
განვიხილოთ ახლა ეგ თემა: ვიდეო დევს, სადაც ვაშაძე რუსეთზე საუბრობს თუ როგორ ვართ ჩვენ სანახევროდ რუსული კულტურის ნაწილი და ა.შ. მაგრამ ეგ ვიდეო ვერ გამოდგება არგუმენტად, რადგანაც შეიძლება კონტექსტიდან ამოვარდილი იყოს და იქ ტყუილს არ იძახის არაფერს და ვერც ის გამოდგება არგუმენტად, რომ რუსეთში მიიღო განათლება. მაგრამ მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში. ჰოდა, ასეთ კაცზე ადამიანს რომ ეჭვი გაუჩნდეს მის კაკებეშნიკობაზე და თქვას რუსთუმე მგონიაო, რატომ არის სისულელე ან დასაძრახი ? თან ამას დავუმატოთ მისი ცოლის თემა. უბრალო ბიზნესმენი ან კრიმინალი ხომ არ ყოფილა ეგ ჩვენი ვაშაძე რუსეთში ? ჰოდა, ასეთ კაცს რომ არ უნდა უშვებდე პრეზიდენტად ისეთი პარტია, რომელსაც პროდასავლურობაზე აქვს პრეტნეზია დიდი მიხვედრა არ სჭირდება და ადამიანს რომ შეეპაროს ეჭვი მასში მართლა კაკებეშნიკი ხომ არ არის, არც მაგის გამო უნდა გააკრიტიკო ეგრე ძალიან.
ამას დავუმატოთ ის ფაქტი, რომ მაგ თემაში ზოგიერთი იუზერი ქომაგობდა საქართველოს ჩასვრას ლამის ყველა ფრონტზე და მიშას ბიძის ქებაც ხშირი იყო და ქართველი ერის დაცინვა და იმის შეხსენება თუ როგორ ვერ დააფასეს მიშა.
შორიდან რას ყვირიხარო რომ დამიწერე- შორიდან კი არ გაძაგებთ ან რამე მსგავსი, აღვნიშნე ის რაც მგონია და რომ აღარ მომწონს ეგ თემა იმიტომაც აღარ ვპოსტავ მანდ, თორემ 2014 წელს რომ გახსენი ეგ თემა ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც მანდ დაპოსტა.
ზოგიერთებივით კი არ ვარ ვიღაცებს ავუკრძალო კონკრეტულ თემებზე საუბარი ან მოვითოხოვ რაღაც თემების დახურვა, რომელიც არ მომწონს.
რაც გისწორდებათ ის წერეთ თქვენ კაი ადამიანებო. მაგრამ მეც მაქვს უფლება და არა მხოლოდ მე რაც არ მომწონს იმაზე ვწერო.
აქვე მინდა დავამატო - დღეს რომ პოლიტიკაზე არ ისაუბრო და პოლიტიკა დაიკიდო, ჩემი აზრით, დანაშაულიც კი არის და სრუილად გასაგებია მაგ თემაში რომ ყველაზე აქტუალური თემა ეგ არის და წოვისთვის არავის სცალია
მაგრამ ეგ თემა დიდი ხანია იქცა ძირითადად პოლიტიკის მინი განყად და მეც ეგ დავწერე და რომ არ მომწონს არც ვპოსტავ, მეტი არაფერი პრეტენზიები არ მაქვს.
ჰოდა, ჩემ მაგ პოსტს რომ იმედის პროპაგანდას შეადარებს ადამიანი, სასაცილოც აღარ არის უკვე.
ახლა რაც შეეხება შენ ქმედებას- მე დამადე ბანი, როდესაც არც კი მიგინებია ხალხისთვის და ამ დროს, არც კი დასაჯე დოიჩა, რომელსაც ზრდილობიანი პოსტი რომ არ ჰქონდა, შენც კარგად მოგეხსენება და მინიმუმ 3 დღიან ბანს მაინც იმსახურებდა. ეგ კი არა, მე დამსაჯე 3 დღიანი ბანით და უფრო ნაკლებით შენი ძმაკაცი, რომელმაც ირიბი გინება დაიწყო და ამ ყველაფრის შემდეგ კიდე აქეთ გაქვს პრეტენზიები ?
მეტი კი არაფერი დამიწერია, მიკერძოვებული მოდერი რომ ხარ, სწორედ ეგ აღვნიშნე.
წინაზე რომ ვორნი დამადე და პირადშიც მოგწერე გრამატიკული შეცდომა იყო-მეთქი და დამპირდი მოგხსნიო და მერე ყურიც არ შეგიბერტყავს, ეგეც ხომ ფაქტია. არადა შენი ძმაკაცი რომ ვყოფილიყავი იმ დღესვე მომხსნიდი და ეგ ორივემ ვიცით
მეტი ამ თემის გაოფებას არ ვაპირებ თუ რამე
პმ გავაგრძელოთ.
შენი გადადგომა კიდე არასოდეს მომითხოვია.
ეგეც რომ ცილი დამწამეს თან ვითომ ღადაობის პონტში.
ხო, ისე მგონია, რომ ამ განყს შენზე უკეთ ვერავინ გაუძღვება და თუ ტიმის გემოვნებას გავითვალისწინებთ შენ სანატრელი გაგვიხდები
და მე რომ ტიმი არც მომისმენს ეგეც ვიცი, აი რამე კომპანიის წარმომადგენელი რომ ვიყო, ბაზარი არაა,
ჩვენ ამერიკელ რეინჯერსაც მოუსმინეთ ეგება მართლა ტყუილად სწამებენ ცილს.