#60066637 · 2 Feb 2023, 16:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
webdesigner93
QUOTE | აი თუნდაც საბჭოთა დროინდელი კორპუსები ავიღოთ , არ გამოირჩევა ზოგადად ვიზუალით ხომ ? მაგრამ ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა, რომლებიც დღეს EU წევრები არიან , მოახერხეს და მისცეს იმ ძველ კორპუსებსაც ასე თუ ისე ნორმალური ვიზუალი საფასადე სამუშაოების ხარჯზე , ხოდა აი ჩვენ რა უნდა ვქნათ იმდენი მიშენება / მოშენება გვაქვს ნაკეთები , როგორ გინდა ეგ ერთიან ლამაზ ფასადში მოაქციო იგივე შეცდომა გვაქვს ქალაქგარეთ არსებულ დასახლებებზე. ძალიან მინდა რომ რაღაც გამოსავალი მოვიფიქროთ ... |
ალბათ, გამოსავალი ის იქნება, მაგ ხალხს გადაუხადონ კომპენსაცია, ან, ვისაც უკანონოდ აქვს (ქალაქში თუ ქალაქგარეთ) მშენებლობები, სახელმწიფომ ჩამოართვას (თუმცა კომპენსაციის გადახდა უფრო ცივილური მიდგომა მგონია) და დაანგრიოს ეგ სიმახინჯეები. მაგრამ მაგას სახელმწიფოსგან ნებაც სჭირდება და - გამბედაობა-სიმამაცეც. ბაქოში ყოფნისას შემშურდა იქაურობის - იქაც შენდება ახალი რამეები (კორპუსებიც, სავაჭრო ცენტრებიც), მათ შორის - ქალაქის ძველ, ისტორიულ უბანში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ზონაა, მაგრამ ეს ყველაფერი ისეა შერწყმული ერთმანეთთან, ახალი და ძველი იმდენად კარგ ჰარმონიას ქმნიან, არც ის ძველი იჩაგრება და არც ეს ახალი გხვდება თვალში დირესავით. -Ivar-
QUOTE | ხომ არ იცით სად შემიძლია ვიყიდო სამყურას თესლი? |
მე არასოდეს მიძებნია, მაგრამ დიდ მარკეტებს - დომინო, გორგია, ბრიკორამა - ექნებათ. ასევე დიდუბეშიც იქნება აგრომაღაზიებში: კარტლისი, ბორნქიმია, აგროსფერო, გელას მაღაზია... lordilidan
QUOTE | ალუბლებს შორის დაშორება რამდენი მეტრა შეიძლება იყოს მინიმუმ? |
ალუბალი დიდი არ იზრდება და, მგონი, 4-5 მეტრი ეყოფა. 5-ც ბევრი მგონია. adshub
QUOTE | ტერიტორია ვიყიდე მცირე, იდეაში რაღაცეების მოსაყვანად https://geodezia.ge/ დამეხმარა, ძალიან სასიამოვნოა მიწასთან მუშაობა, დამღლელიც, თუმცა რაღაც სხვა განცდა გაქ. |
მშვიდობაში. განცდა კი მერე ნახე, რამეს რო დათესავ/დარგავ, მოსავალს რო დაელოდები და მერე რო მოიწევ.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|