#61325054 · 9 Jun 2024, 23:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა მეგობრებო,
დიდი ხნის წინ ვთამაშობდი ლინიჯს და როგორც ყველას ხშირად მენატრება, დღემდე ვფიქრობ რომ საუკეთესო თამაშია რაც კი მითამაშია. მოკლედ, ასევე ხშირად ვფიქრობ თუ რა იყო თამაშის გაფეილების მიზეზი და რამ განაპირობა ეს.
ნუ, ერთი რაც ცხადია, ნცსოფტმა როგორც წაიყვანა თამაში ახალი ქრონიკებით, ლინიჯი სულ სხვა თამაშად გადაიქცა. თუმცა, ის ცვლილებები რაც ახალ ქრონიკებს მოჰყვა, ვფიქრობ, ძირეული პრობლემისგან მოდის.
ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ლინიჯში არის ეკონომიკა. თამაში დიზაინით არის 'ზადროტული', მაგრამ იმის საშუალება არ არის რომ ადამიანმა რეალურად თამაშში იცხოვროს, ანუ ფული იშოვოს.
ჩემი იდეა არის ლინიჯის ეკონომიკის გადაწყობა ბიტკოინზე, კონკრეტულად ლაითნინგ ნეთვორქზე, სადაც ადენა ჩანაცვლდება სატოშიებით. ძალიან დიდი შესაძლებლობის მიცემა შეუძლია ამას თამაშისთვის, უმთავრესი - შეგიძლია თამაშში იცხოვრო (სხვა შემოსავლის წყარო აღარ გჭირდებოდეს).
ძალიან დიდ შესაძლებლობეს იძლევა ბიტკოინი, მაგალითად, ციხესიმაგრეების მფლობელებს ქალაქის ეკონომიკის %-ის აღება, რბ ძვირფასეულობის ბიტკოინზე გაყიდვა, ასევე ყველაფრის, ნებისმიერი ნივთის.
უშუალოდ სერვერის მფლობელისთვისაც ძალიან საინტერესო ხდება ფულის კეთება, ბევრი საინტერესო და კრეატიული მეთოდების დანერგვა შეიძლება. მაინტერესებს გამოცდილი მოთამაშეები რას ფიქრობთ? არის თუ არა ეკონომიკა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა თამაშში?
მე ვმუშაობ ამ სფეროში, მაქვს უკვე ლაითნინგ ნეთვორქის ინფრასტრუქტურა აწყობილი, არის ძალიან კომპლექსური და საინტერესო. აქვს უზარმაზარი პოტენციალი. შესაძლებელია ლინიჯზე ისე მიბმა რომ თითოეული ჩარი იყოს 'საფულე'. ყველა გამოიმუშავებს რეალურ ფულს (თუ ფულს დავარქმევთ ბიტკოინს). ნებისმიერ დროს შეუძლია ადამიანს ჩარიცხოს ან გაიტანოს.
მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? საინტერესოა, ნცსოფთი რამხელა პრობლემას შექმნის თუ რებორნის სტილის სერვერს გახსნი და წარმატებული იქნება?
--------------------
Dope
|