უმეტესწილად ბიტკოინის და ალტკოინების ქება დიდების და ხოტბის შესხმის მეტი არაფერი მიდის ფორუმებზე, მაქსიმუმ აქაიქ 1-2 კაცი თუ დაწერსხოლმე რომ "ბუშტია" ან "პირამიდაა"-ს და მორჩა მე კი გადავწყვიტე ჩემი შეხედულებები ბევრად უფრო დეტალურად ჩამოვწერო რადგან უამრავ ახალ დამწყებს ქება დიდების მეტი არაფერი ესმით დიდწილად და ვფიქრობ რომ ერთი ესეთი თემა აშკარად საჭიროიყო განსაკუთრებით ბიზნესის განყოფილებაში რადგან ხალხი უამრავ ფულს დებს ბიტკოინში ალტკოინებში და მაინინგში ასე რომ ვფიქრობ რომ უფრო დეტალურად იმსახურებენ იმის ცოდნას თუ რაში ყოფენ თავს ხოდა აი თემაც
პუნქტებად ჩამოვწერ თუ რა პრობლემებს ვხედავ ბიტკოინში და დატკბით ^^
1)
ბიტკოინის გამოყენება დღევანდელ დღეს არ ხდება იმ დანიშნულებით რა დანიშნულებაც აქვს ანუ "ფულად" არავინ იყენებს, ძირითადად და 99%-ით ბიტკოინს იყენებენ მხოლოდ ორი რამისთვის, პირველი იმისთვის რომ იყიდონ იაფად და რაღაც დროის მერე გაყიდონ ძვირად ხოლო მეორე იმისთვის რომ იყიდონ ბიტკოინით ალტკოინები და იქაც იგივე ვარიანტში გაყიდონ ის იაფად ნაყიდი ალტკოინებიც ძვირად... ზუსტად ამიტომ ყავს ამდენი ხოტბის შემსხმელი და ამდენი დამცველი კრიფტო სამყაროს
გააზრებულად თუ გაუაზრებლად, რაცუფრო მეტს აქებენ და რაც უფრო მეტ ხალხს შეითრევენ კრიფტო სამყაროში ისინი ვისაც უკვე აქვთ კოინები, მითუფრო გაიბერება ბიტკოინი და მითუფრო მაღლა აიწევს მათი ვალუტების საფასურიც და შესაბამისადაც მითუფრო მეტ ფულს იშოვიან ბიტკოინის მადიდებლები
2)
საშინლად არასტაბილური კურსი.... რომელი ვალუტა ვარგა ვალუტად ამხელა რყევების ფონზე ? არცერთი რაღათქმაუნდა მათ შორის არც ბიტკოინი ისევე როგორც არცერთი ალტკოინი დღევანდელ დღეს და დღევანდელი სახით... "მომავლის" ფული ზიმბაბვეს დოლარივით მერყევია ხოლო რომ არ იყოს ესეთი მერყევი ძალიან ბეეეევრად უფრო მეტი ფული უნდა იდოს მასში, ხოლო ძალიან ბევრად მეტი ფული რომ იდოს საფრთხეს შეუქმნის ქვეყნებს ხოლო თუ ვინმეს იმის ჯერა რომ ამერიკა, ევროპა ან ჩინეთი გვერძე გაიწევიან და ვიღაც სატოში ნაკამოტოს მიერ წარდგენილ ბიტკოინს მისცემენ უფრო დიდ წონას და ძალაუფლებას ვიდრე დოლარს ან ევროს დაე ჯეროდეს
3)
Tether-ი, კრიფტო ბომბი Tether-ი, რომელიც ვითომდა 1-1 ზე გამყარებულია ამერიკული დოლარით, ძალიან დიდი ეჭვი არსებობს რომ საერთოდ არ არის გამყარებული დოლარით რადგან არაერთხელ მოუთხოვიათ რეალური დოლარების რეზერვების ჩვენება მაგრამ სანაცვლოდ არანაირი ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა... 1 Tether-ი ყოველთვის უდრის +- 5% 1 დოლარს ხოლო თუ Tether-ი არ არის გამყარებული არანაირი დოლარებით გამოდის რომ აბსოლიტურად უფასოდ და ხელოვნურად აქვს აგდებული ბიტკოინს და სხვა კრიფტოებს თავიანთი ფასი.
4)
კრიფტოების ფასები და Tether-ი, ზოგს ალბათ გონია რომ ამა თუ იმ კოინს რამდენიც უწერია Market Cap-ი იმდენი დოლარია ჩადებული კოინში, რეალურად კი კრიფტოების Market Cap-ი უდრის მიმოქცევაში მყოფი კოინის ჯამური რაოდენობის(Circulating Supply) გამრავლებას მის
მოქმედ ფასზე (price) მაგალითად ამ წერილის წერის დროს მე 10 ადგილზე მყოფი NEM-ის კოინების რაოდენობა არის 9 მილიარდი, 9 მილიარდი რომ გავამრავლოთ მის ფასზე 0.723 ზე მივიღებთ 6.5 მილიარდს.... ხოლო როგორ მივიღეთ ეს 6.5 მილიარდიანი Market Cap-ი და 0.723 თითო კოინის ფასი იცით ?
ბოლო საათებში ყიდვა/გაყიდვის საშუალო ფასის შედეგად ^^ ანუ 9 მილიარდი NEM-ი კი არ იყიდე/გაყიდეს 6.5 მილიარდ დოლარად არამედ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ძალიან პატარა ნაწილი იყიდეს გაყიდეს ბოლო საათებში, და მაგ პატარა ნაწილის საშუალო ყიდვა/გაყიდვის ჯამი გამოვიდა 0.723 ცენტი და მაგის ხარჯზე ითვლება ჯამურად ყველაფერი მაშინ როცა ძალიან ბევრს 5 - 10 და ბევრად უფრო ნაკლებადაც აქვს ნაყიდი თავის დროზე ^^ მხოლოდ 41.1 მილიონი იყო ბოლო 24 საათში NEM-ის ბრუნვა რის მერეც მემგონი ყველა კარგად ხვდება რომ რეალური ჩადებული დოლარების რაოდენობა ბეეეევრად უფრო ნაკლებია NEM-ში და სხვა ყველა კრიფტო ვალუტაში ვიდრე Market Cap-ია, NEM-ი უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე და ეს ყველაფერი რაც დავწერე ყველა კრიფტოს ეხება გარდა ერთისა, Tether-ისა რადგან Tether-ი თავიდანვე სტაბილურად უდრიდა 1$-ს დაარსებიდანვე და NEM-ის მაგალითი მას არ მიესადაგება.... ეხლა კი კარგად დაფიქრდით თუ რამხელა შედეგების და რამხელა წყლის ამღვრევის საშუალება აქვს ამის მერე Tether-ს თავისი 2.2 მილიარდიანი ბრუნვით, მაშინ როცა 1-1 ზე დოლართან ყოფნა იმას ნიშნავს რომ ვითომდა 2.2 მილიარდი დევს Tether-ში რეალურად.... ზუსტად ვერავინ იტყვის მაგრამ მაგალითისთვის ისევ NEM-ი რომ ვახსენო, შეიძლება რეალურად 150 მილიონიც არ იდოს ჯამურად და მე 10 ადგილზეა ხოლო Tether-ის "ძალა" წარმოიდგინეთ თავისი 2.2 მილიარდით და იმით რომ ჭრიან და ჭრიან თან ისე რომ ქაღალდის ხარჯიც კი არაქვთ
5)
Futures Market-ი, რომელიც ერთგვარი ტოტალიზატორივით არის... პირველად მიიღო ბიტკოინზე "სტავკები" 18 დეკემბერს სადაც თამაშობენ დიიიდი ვეშაპები... ძალიან დიდი ეჭვი არსებობს იმისა რომ მათ იყიდეს ბიტკოინები დიდი რაოდენობით დეკემბერში, შემდეგ კი "დადეს" ბიტკოინის ჩამოქცევაზე სტავკა თავიანთ მარკეტზე რის მერეც უბრალოდ ადგნენ და გაყიდეს თავისმიერვე ნაყიდი ბიტკოინები და სასწაული მოგება ნახეს.... მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად დადეს 5 მილიარდი ბიტკოინის სიტყვაზე 10K მდე ჩამოქცევაზე, მერე გაყიდეს თავიანთი ადრეულ პერიოდში ნაყიდი ბიტკოინები და ორმაგ მოგებაში გავიდნენ თვითონ ბიტკოინის მხრივაც და თავიანთი მარკეტის მხრივაც ^^ შეიძლება თუ არა რომ იგივე გაიმეორონ ? კი როგორ არა, შეიძლება რამოდენიმე წრეზეც წავიდნენ სავსებით არ გამოვრიცხავ და კიდევ არაერთხელ ააგდონ ესე ხელოვნურად ფასი და დააგდონ მაგრამ რეალურად წავლენ თუ არა კიდევ ერთ ან რამოდენიმე წრეზე ეგ თვითონ მაგ ვეშაპებმა იციან.
6)
მაინინგი და მაინერები : მაინინგი თავიანთი მაინინგით A) ქსელს უფრო დიდს და დაცულს ხდიან და B) ბიტკოინის გადარიცხვა გადმორიცხვას ადასტურებენ და ამ ყველაფრის სანაცვლოდ იღებენ ჯერ არ დამაინინგებული კოინებიდან წილს მაგრამ ეხლა მთავარი კითხვა, საიდან მოაქვთ მაინერებს ფული და რატომ არის ესეთი ბუმი და ესეთი მომგებიანი დღეს მაინინგი ? იმიტომ რომ ხალხი დებს ფულს კრიფტოში იმის იმედად რომ ნაყიდ კოინებზე ფასი გაეზრდებათ და გამდიდრდებიან ხოლო მაინერებს გამოაქვთ ზუსტად მაგ ხალხის მიერ შეტანილი ფულები
ანუ რას ნიშნავს ეხლა ეს ?
იმას რომ მაშინ როცა მაინერთა და უკვე არსებულ ბიტკოინების მფლობელთა გაყიდვების რიცხვი გადააჭარბებს ბიტკოინის მყიდველთა რიცხვს(თანხობრივად), იმწამსვე წამოვა კურსი დაბლა როგორც ტიპიურ ძეშოვი პირამიდაში. ისევ მაინერებს და მათ ფულს რომ მივუბრუნდე და მეორენაირად რომ ვთქვა, პასიური რეალური ფულის მგლეჯავები არიან მაინერები ბიტკოინიდან/კოინებიდან.
7)
მაინინგი და ელექტროენერგია Bitcoin-ის Mining-ი ხდება ეგრედ წოდებული ASIc Miner-ებით, რომლებიც ჯამში უუუუამრავ დენს მოიხმარენ და რაც უფრო გადის დრო მით უფრო იზრდება დენის მოხმარება ბიტკოინის ქსელის მიერ, 3 კომპანია ფლობს ჯამური ბიტკოინის მაინინგის ქსელის 50%ზე უფრო მეტს ასე რომ იმის შანსი რომ ოდესმე ბიტკოინი Asic Miner-ებზე აღარ იყოს დამოკიდებული და გადაიყვანონ POS ან სხვა ბევრად უფრო ეკონომიურ სისტემაზე დიდი ალბათობით ნულის ნიშნულთან გახლავთ ახლოს. გარდა ამისა ზოგადად ძალიან ცუდია ამხელა ელექტროენერგიის ხარჯვა ისეთ სისულელეში როგორიც ბიტკოინია რადგან ძალიან ბევრად უფრო ნაკლები ელექტრო დანახარჯით შეიძლება რომ იქნეს იგივე შედეგი მიღებული და სულ არარის საჭირო ამდენი მაინერები რაც დღეს არსებობს, მეასედზე უფრო ნაკლებიც სავსებით საკმარისი იქნებოდა იმისა რაც დღეს არის.
8)
Bitcoin-ი ჯობია დოლარს, დოლარიც არაფრით არ არის გამყარებული, მომავალი კრიფტოსია (და კრიფტოში ბიტკოინიახოლმე ძირითადად მოხსენიებული) ალბათ ბევრს გაგიგიათ ამდაგვარი ფრაზები ინტერნეტში ^^ ჩემი პასუხი ამაზე... დიახ დოლარს ბეჭდავენ დაუსრულებლად, დიახ დოლარის ინფლაცია მიდის და მიდის
მაგრამ დოლარს ზურგს უმაგრებს 200+ წლიანი ისტორია, დოლარი არის ყველაზე მძლავრი ქვეყნის ვალუტა და ზურგს უმაგრებს და ატვეჩაიში უდგას U S A! ვინ უდგას ზურგს უკან ბიტკოინს და ვინ დგას "ატვეჩაიში" ბიტკოინის რომელიც აი ამ ტექსტის წერის დროსაც კი რაც არუნდა სასაცილო არ უნდა იყოს 400$ -ით გაუფასურდა ?! არავინ და არაფერი.
9)
ნელი, მოუქნელი გამჭვირვალე რასაც აბრალებენ ბიტკოინს, ანუ იმას რომ სწრაფია მოქნილია და დაფარულიაო ზუსტად იმის საპირისპიროა რადგან უკვე ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია იცის რომ ნელია, ისიც იცის და დამტკიცებულიც არის რომ თავიდან ბოლომდე გამჭვირვალეა, რომელ მისამართზე რამდენი ბიტკოინი დევს დო კაპეიკი წერია ქსელში, წარმოიდგინეთ ვის რამდენი ფული აქვს ყველაზე ყველაფერი რომ იცოდეთ :X ფინანსური თავისუფლებისთვის არის ბიტკოინი და კრიფტოო რომ გაჰკივიან ჩემი აზრით აბსოლიტურად საპირისპიროა და ეს ყველაფერი მარტო ბიტკოინს არ ეხება.
10)
ალტკოინები ბიტკოინი თუ/რომ ჩამოიქცევა დანარჩენების შესახებ იმას ვიტყვი რომ თეორიულად არსებობს იმის შანსი რომ რამოდენიმე და რაღაც ნაწილი გადარჩეს მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ .com-ის ბუშტის/პირამიდის ჩამოქცევის დროს გადარჩენილ Amazon.com ის ფასი 107$ დან 6$ მდე დაეცა და მთელი 9 წელიწადი დასჭირდა საიმისოდ რომ ძველ ნიშნულს დაბრუნებოდა ასე რომ რომც გადარჩეს Ethereum-ი (ეს მაგალითისთვის) თუ ბიტკოინი ჩამოიქცა, იქიდან გამომდინარე რომ Bitcoin-ი მთავარი გამტარი ვალუტაა უსერიოზულესად დაარტყავს და გააცამტვერებს ყველა კრიფტო ვალუტის ფასს მათ შორის დაჟე მეორე ადგილზე მყოფი Ethereum-ისასაც თუმცა ის რომ 2-3-4 ადგილოსნები თეორიულად უფრო "მაგრად" იდგებიან შედარებით მაგის ალბათობა დიდია კი მარა სერიოზულად დაიფლითებიან ეგენიც ^^
11)
რამოხდება ბოლოს როცა/თუ ის ბოლო დადგება ?სისხლიანი ცრემლით იტირებს ხალხი, რადგან ჩემი შეხედულებით დღევანდელ დღეს ბიტკოინი არის პირამიდა 2.0, ახალ ინოვაციურ ტექნოლოგიაზე კარგა მაგრად მორგებული მამალი პირამიდა რომელსაც არანაირი რეალური გამოყენება არაქვს, საკუთარ მოედანზეც კი(კრიფტოსამყაროში) რომ ჩაგრავენ ტექნოლოგიურად ისეთი პროდუქტი ასე რომ არვიცი 1 თვეში იქნება 2 თვეში 1 წელიწადში თუ 3 წელიწადში მაგრამ 99% დარწმუნებული ვარ იმაში რომ ჩამოიქცევა და ძალიან ბევრ ხალხს მაგრად გააუბედურებს, იმას ნამდვილად არ გამოვრიცხავ ოღონდ რომ მანამ სანამ საბოლოოდ ჩამოიქცევა რამოდენიმე წრეზე "გაპარსონ" ხალხი ამ ხელოვნური ასვლა/ჩასვლებით... საბოლოო ჯამში კი რაც უფრო მაღლა ავა ბიტკოინის კურსი რაცუფრო მეტი ფული იქნება ბიტკოინში ჩადებული მითუფრო ბევრი ხალხი გაისრისება ბოლოს როცა ის ბოლო მოვა.... ყველა ეპოქას ქონდა თავისი გრანდიოზული პირამიდა, ადრე .com ბაბლი იყო.... იმის წინ MMM-ი კიდე უფრო შორს tulip mania რომლებისაც თავ თავიანთ დროს ჯეროდა ხალხს ხოდა ჩვენს დროსაც მოხდებოდა რაღაც სავარაუდოდ და ის რაღაც ბიტკოინია ჩემი აზრით.... ყველა QNET-ის ნაირი მდარე დონის უტვინო პირამიდა ვერ იქნებოდა ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ბევრად უფრო მაშტაბურ და ნამდვილად ბევრად უფრო ჭკვიანურ ჭირთან გვაქვს საქმე Bitcoin-ის სახით.... რაც შეეხება მომავალს, სამომავლოდ ნამდვილად შეიძლება რომ იარსებოს ბლოკჩეინზე დაფუძნებულმა კრიფტოვალუტამ რომელიც პირდაპირ მიბმული იქნება რეალურ დოლარზე/ევროზე/იუანზე მაგრამ დღეს მე მაგ ვალუტას ვერ ვხედავ სამწუხაროდ არსებულ კრიფტოვალუტებში.
პ.ს მადლობთ ყურადღებისთვის და ერთს დავწერ კიდევ, კამათში ჩაბმას არ ვაპირებ არავისთან მე ჩემი შეხედულებები ჩამოვწერე და დანარჩენი თქვენი საქმისა თქვენ იცით მაგრამ იმედია აქა იქ 1-2 ადამიანს მაინც დავაფიქრებ ამ პოსტით მანამ სანამ დაუდიათ პროცენტიანი ვალები რადგან ფულის შოვნა კრიფტო სამყაროში კი ნამდვილად შესაძლებელია მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი რისკები მემგონი რბილად რომ ვთქვათ გასათვალისწინებელია და ფრთხილად იყავით, ბოლო რგოლებში არ მოყვეთ თორე სასტიკად გაიჭყლიტებით, პრაქტიკულად ხორცის მანქანაში გატარების ტოლფასი იქნება ბოლო რგოლებში ყოფნა
კარგად გათვალეთ რისკები და პლან B დაიტოვეთ
This post has been edited by LorenZ on 1 Feb 2018, 20:18