#61266266 · 17 May 2024, 17:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არის პრეცედენტები, როდესაც ეკლესიამ თვითმკვლელები წმინდანად შერაცხა. იმ თვალსაზრისით, რომ ძალადობისა და დევნის დროს საკუთარი უბიწობა, სხეულისა და სულის სიწმინდე არ წაბილწულიყო, ამ თემას სიტუაციის მიხედვით აფასებდნენ.
თუნდაც: დომნინა. საკუთარ ქალიშვილებთან ერთად მდინარეში შევიდა, რათა მთვრალ მეომრებს მისი შვილების უბიწობის ხელყოფა არ შეძლებოდათ და წყალმა წაიღო. პელაგია ანტიოქიელი, დიოკლეტიანეს დროინდელი დევნისას მისი შეპყრობა რომ სურდათ, ილოცა და საკუთარი სახლის სიმაღლიდან გადახტა. აგლაიოსი, რომელმაც 39 სებასტიელი მოწამის დასჯის ყურებისას გაიხადა და თვითონაც შევიდა წყალში, რათა მათთან ერთად დაღუპულიყო. როდოპელი ქალწულები ბულგარეთში, რომლებიც თურქების შემოსევის დროს უფსკრულში გადაეშვნენ. ლეგენდა იმპერატორ ტრაიანეს გაქრისტიანებულ ქალიშვილზე, რომელიც გახურებულ ღუმელში თვითონ შევიდა. ასევე ძველი აღთქმის მართალი მსაჯული სამსონი, რომელმაც თავისი დიდი ფიზიკური ძალის დახმარებით შენობის სვეტები ჩამოაქცია და თავის მტრებიანად დაიმარხა ნანგრევებში.
--------------------
Freely we serve, Because we freely love, as in our will To love or not; in this we stand or fall. ("Paradise Lost")
|