დომინოს თამაშის წესები თამაში დომინო მიმდინარეობს 28 ქვისგან. თითოულს ქვაზე გამოსახულია 2 ღირებულების ციფრი (0დან 6მდე), რომელიც თამაშის მსვლელობის მთავარ პრინციპს განაპირობებს.
ყოველი ხელის დაწყების დროს მოთამაშეებს ურიგდებათ 7 – 7 ქვა, დანარჩენი 14 ქვა რჩება ე.წ. ბაზარში. თამაშს იწყებს მოთამაშე, რომელსაც ყავს ორი მაღალი ერთნაირი ციფრის მქონე ქვა. დომინოს მთავარი წესია, რომ ქვის მიდება ხდება მხოლოდ ერთი და იმავე მნიშვნელობის ციფრის მქონე ქვის.
თამაშში გამარჯვების მთავარი პრინციპია ქულების მოგროვება, რომელიც ითვლება ქვების ბოლო ციფრების დაჯამებით. ქულა ითვლება, როდესაც ჯამდება 5ზე დამრგვალებული ნებისმიერი ქულა.
თამაშის მსვლელობისას, თუ მოთამაშეს არ ყავს თამაშის გასაგრძელებლად საჭირო მნიშვნელობის მქონე ქვა, იგი მიდის ე.წ. ბაზარში და შემთხვევითობის პრინციპით იღებს ერთ-ერთ დაფარულ ქვას.
ხელი დასრულებულად ითვლება, როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე გამოიყენებს უკანასკნელ ქვას, ამ შემთხვევაშიც მოწინააღმდეგის ხელში დარჩენილი ქვების რიცხობრივი მნიშვნელობა დაითვლება 5 ქულიანი დამრგვალებით და დაერიცხება ხელის გამარჯვებულს. თუ მოწინააღმდეგეს ხელში დარჩა მხოლოდ 0-0 (იგივე "პუსტა-პუსტა") ქულის მნიშვნელობის ქვა ამ შემთხვევაში გამარჯვებული იწერს 10 ქულას. შემდეგ ხელს იწყებს წინა ხელის გამარჯვებული.
ქულების დაგროვე ხდება წინასწარ დათქმულ რაოდენობამდე ( მაგ: 75, 175, 255, 355 ) და საბოლოოდ იმარჯვებს ის მოთამაშე, რომელიც პირველი მოაგროვებს წინასწარ დათქმულ რაოდენობას.
თამაშის მოკლე ისტორია დომინო საფრანგეთში გამოიგონეს, თავდაპირველად ეს თამაში განკუთვნილი იყო გონებასუსტი ბავშვებისთვის.
* * *
კიდევ იმას დავამატებ რომ დომინოს თამაში 4 კაცშიც შეიძლება პარაში