გამარჯობა,
ვეძებთ კადრებს სხვადასხვა პოზიციაზე თბილისსა და ქუთაისში.
ძირითადად Call Center-ის აგენტებს.
კომპანია უწევს Outsourcing მომსახურებას ისეთ დიდ კლიენტებს როგორებიც არიან Booking.com-ი, Opel-ი, Condor-ი, Microsoft-ი, Lufthansa და მრავალი სხვა.
ეს არ არის გაყიდვების სფერო, თქვენ არ ურეკავთ კლიეტებს, ისინი თავად მოგმართავენ თქვენ.
კომპანია - Majorel -
https://www.majorel.com/პოზიცია - კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი.
მოკლე აღწერა - გირეკავენ ჩვენი კლიეტების მომხმარებლები, რომლებსაც სხვადასხვა არხზე (მეილი, ჩეთი, ზარი) პასუხობთ და ეხმარებით არსებული პრობლემის მოგვარებაში. (მაგალითად Booking-ის შემთხვევაში ჯავშნის გაუქმებაში, სასტუმროსთან დაკავშირებაში, გადახდის საკითხებში და ა. შ.)
მოთხოვნა - აუცილებელი პირობაა უცხო ენის ფლობა მინიმუმ B2 დონეზე.
ამ ეტაპზე ვაკანსია გამოცხადებული გვაქ შემდეგ ენებზე -
1. გერმანული
2. გერმანულ - ინგლისური
3. რუსულ - ინგლისური
4. იტალიური
5. იტალიურ - ინგლისურიოფისები - საქართველოში გვაქვს სამი ოფისი, პირველი ჭავჭავაძეზე პიქსელის შენობაში, მეორე ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე, მესამე მაისიდან იხსნება გალერეა თბილისში.
ანაზღაურება - გამოსაცდელ პერიოდში (6 თვე) სასტარტო ხელფასია 900 ლარი GROSS + 10% ბონუსი. ხელზე გამოგივათ დაახლოებით 800 ლარი და მეტი. გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ გეცვლებათ სტატუსი და ხდებით Junior Agent, იზრდება თქვენი ხელფასი და ბონუსი 15%-მდე. ერთი წლის შემდეგ ასევე ავტომატურად გადადიხართ Senior-ის სტატუსზე, იმატებს ხელფასი და ბონუსი ადის 20%ზე.
მარტის ბოლოს იგეგმება ხელფასების ყოველწლიური მატება შესაბამისად სასტარტო 900 ლარი იზრდება.
კომპანია მუდმივად იზრდება შესაბამისად სისტემატურად გვაქვს შიდა ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციაზე.
სამუშაო დროები - ამჟამად კომპანიაში ოპერირებს 5 სხვადასხვა პროექტი, სხვადასხვა სამუშაო დროით. არცერთი პროექტი არ არის 24 საათიანი. ყველაზე გვიან სამუშაო დრო შესაძლებელია დამთავრეს 01:00-ზე. მუშაობთ სმენებში. ორი კვირით ადრე ცნობილია თქვენი ცხრილი. შეგიძლიათ იმუშავოთ 4, 5, 6, 7, ან 8 საათი. სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით, სმენების გადანაწილება ხდება სალექციო საათების შესაბამისად.
ტრენინგი - შერჩევის შემთხვევაში საწყის ეტაპზე გადიხართ 2 ან 3 (დამოკიდებული პროექტზე) კვირიან ტრენინგს რომელიც ანაზღაურებადია და გერიცხებათ თქვენი სტანდარტული ხელფასი. ტრენინგის ხანგრძლივობა დღეში 8 საათია, დამოუკიდებლად იმისა რამდენ საათს იმუშავებთ მომავალში.
დამატებითი ინფორმაცია - თუ სმენას 9 საათზე ან გვიან ამთავრებთ მოგემსახურებათ ტაქსი თბილისის და რუსთავის მასშტაბით (გვყავს ასევე თანამშრომლები მცხეთიდან და თბილისის შემოგარენიდან, რომლებიც ასევე სარგებლობენ ამ სერვისით)
კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებულის და მისი ოჯახის წევრების დაზღვევას. ამ ეტაპზე ვსარგებლობთ Imedi L-ის 5 ვარსკვლავიანი დაზღვევით. ქორწინების და ბავშვის ყოლის შემთხვევაში გთავაზობთ ერთჯერად სახელფასო დანამატს. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მიიღებთ საახალწლო დანამატს რაც შეადგენს თქვენი ხელფასის 50%-ს.
პროექტის შესაბამისად შეიძლება მოგიწიოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების დღეებში მუშაობა. ამ შემთხვევაში იმ დღეს მიიღებთ ორმაგ ხელფასს და დამატებით დასვენების დღეს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმომიგზავნოთ რეზიუმეები მეილზე customerservicerep@aol.com.
დამატებითი კითხვებისათვის მომმართეთ აქ ან მეილზე.
მადლობა ყურადღებისთვის!