გოგოებო ბოსტნეულის გასაგრმრიელებლად საინტერესო რეცეპტს შემოგთავაზებთ:
ბატატი, ყაბაყი და ისპანახის ფოთოლი მოხარშეთ, დააბლენდერეთ, დაუმატეთ კვერცხის გული და ნახევარი ქილა პლასმონის ყველი, გიჟდება ჩემი ბიჭი)) ❤️
იგივეს ვუკეთებ ხოლმე უფროს შვილსაც, მოხარშულ მაკარონზე/პასტაზე მოვუსხამ ხოლმე და ძაან უყვარს. ცოტა ხანში ნოასაც მასე მივცემ, ეხლა ეს უბრალოდ საკმაოდ კალორიულია და მაკარონთან ერთად ზედმეტია ამ ასაკში.
* * *
ცოტ-ცოტა ბლვ-საც მივეპარეთ, მოხარშული ბროკოლი მივეცი ხელში და ისე კარგად დაღრღნა მარა ჯერ კვებად ვერ ჩავუთვლი მაინც :დ
ასევე ჩემი გაკეთებული ბანანის ორცხობილაც ხელში მივეცი და თითქმის მთლიანად ჭამა გუშინ დილას 1 ცალი, რძეს მიაყოლა.
ორცხობილის რეცეპტი:ერთი პატარა მწიფე ბანანი დავჭყლიტე, დავუმატე კვერცხი, ცოტა გამდნარი კარაქი და წმინდად დაფქული შვრია ( ჩოპერში დავფქვი)
გამოვაცხე ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთი.
ბავშვები რომ ჭამენ, ყველაფრის ცხობა და კეთება მიხარია❤️
იქით კვირიდან კვირაში 1-2ჯერ ვაფლს და კრეპებს გავუკეთებ ხოლმე. ვაფლის გასაკეთებელიც მაქვს და კრეპების ელექტრო ტაფაც. ათასი ვარიაცია შეიძლება, ბოსტნეულის, ოსპის კრეპი და ა.შ
ისე ოსპი მგონი 8 თვიდანაა, უნდა დავსერჩო სოლიდ სტარტზე.
This post has been edited by narkozeli on 25 May 2024, 14:51