forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (5) « პირველი ... 3 4 [5]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტელეპორტაცია
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4010
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 21:57  #56053653      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Komponent
QUOTE
ჩემი აზრით სპინი ეს არის ტრიალი და თუ ნაწილაკს ელექტრული მუხტი აქვს უნდა გვქონდეს მაგნეტიზაციის ვექტორიც.

ეს უკვე შენი ნებაა, მაგრამ სპინი ტრიალი კი არაა, არამედ იმპულსის მომენტი... და შენთვის უნდა იფიქრო რა არის და როგორ იქცევა იმპულსის მომენტი ქვანტურ დონეზე...
QUOTE
და ნული სპინის დროს მეგონა მაგნეტიზაციის ვექტორს ვერ პოულობდენ და ამიტტომ იძახდენ ნულ სპინს.

ნულოვანი სპინის ფუნდამენტური ნაწილაკი არ არსებობს( არ არსებობდა...).
მხოლოდ ახლა იქნა პირველი ფუნდამენტური ნაწილაკი ჰიგსის ბოზონი, რომელიც სკალარია....
QUOTE
და საინტერესოა, სპინს რა ურთიერთქმედებით აღიქვავენ გამზომი ხელსაწყოები? მე ვფიქრობ მაგნიტური ურთიერთქმედებით.

ცხადია ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებით, მაგრამ ის გავლენას სხვა ურთიერთQმედებაზეც ახდენს...და იწვევს ასიმეტრიას..
თუმცა თეორეტიკოსები XშIრად წერენ არა ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედების ლაგრაჟიანს არამედ უწოდებენ სპინ-სპინ ურთიერთქმედებას ან პსევდო სპინ-სპინ ურთიერთქმედებას...
QUOTE
QUOTE
მაგალითად პროექციის სიდიდე არ იცვლება კუთხი მიხედვით... ჰორიზონტალური მდგენელები წარმოქმნიან ვერტიკალურს.... თუ გავზომეთ ერთი მდგენელი, მაშინ მეორე მდგენელის გაზომვისას განუსაძზრელი ხდება წინა მდენელი..

ახსნას არ ვითხოვ თუმცა უნდა აღვნიშნო რომ ესენი გაუგებარია ჩემთვის

ესაა ის თვისებები, რომლის კლასიკური ანალოგი არ არსებობს... და ამდეენად ძნელი გასაგებია...

This post has been edited by graviton on 26 Mar 2020, 21:58
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12291
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 22:22  #56053801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
graviton
QUOTE
ირაკლი მე მქონდა ადრე უზერ სახელი ვასოვასია.... მერე პასვორდი დამეკარგა და ვეღარ აღვადგინე და შევქმენი ახალი გრავიტონი....
შენ როგორც მოდერატორს შეგიძლია იმ ძველი და ამ ახლის გაერთიანება ერთ გრავიტონის ქვეშ...?

არა, მხოლოდ თუ აღადგენ მარტო იმ ძველ ნიკს... მაგ შემთხვევაშიც მაგ ორიდან რომელიმეს ამორჩევა მოგიწევს, რადგან მრავალნიკიანობა აკრძალულია წესებით და ერთ-ერთს მუდმივ ბანს დაადებენ. გირჩევ ისევ ამით გააგრძელო პოსტვა, ნიკების გაერთიანების შესაძლებლობა მე არ მაქვს და არა მგონია ადმინისტრატორსაც შეეძლოს მაგის გაკეთება.


* * *
Komponent
არ არის სპინი ტრიალი კლასიკური გაგებით, ელექტრონის რადიუსი იმდენად მცირეა რო სპინი ტრიალის გამო რომ იყოს გამოწვეული, ზედაპირის წერტილები სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად იბრუნებდა. ელ. ნაწილაკების სპინი სუფთა კვანტური მოვლენაა და სავარაუდოდ ვაკუუმის პოლარიზაციით და ვირტულური წყვილების წარმოქმნა-ანიჰილაციის გამო გვაქვს. ამასთან, ასეთ შემთხვევაში სპინი დაკვანტულიც არ იქნებოდა, აქ კიდევ დისკრეტული მნიშვნელობები გვაქვს მარტო.

რაც შეეხება გაზომვას, თავისთავად რადგან სპინი მაგნიტურ მომენტთანაა დაკავშირებული, ყველაზე მარტივად ამ მომენტის გაზომვით შესაძლებელია მისი დადგენა

This post has been edited by Irakli on 26 Mar 2020, 22:25


--------------------
________________________
___|____|_FORUM.Ge |___|___
_|____| ფორევა... |____|____|
___|____|___|____|____|__

Since 2001...
Jiàofù
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 202
წევრი No.: 255395
რეგისტრ.: 23-February 20

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 23:14  #56054107      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Confucius
QUOTE
თქვენი აზრით შესაძლებელია თუ არა რომ მომავალში გამოიგონონ აპარატი რის მეშვეობითაც შევძლებთ სამყაროს ერთი წერტილიდან მეორეში გდასვლას სინათლის სისწრაფეზე სწრაფად, პრინციპი ასეთი რომ იყოს, აპარატმა გახსნას პორტალი, შევიდეს პორტალში და შორეულ გალაქტიკებში აღმოჩდეს ერთ წამში, ანუ გვჭირდება სინათლეზე სწრაფი აპარატი, შესაძლებელია ეს თუ არ ღირს ამაზე ფიქრი?

ზღაპრებს თუ გადავხედავთ და დღევამდელ რაელობებს, ნამდვილად ასე იქნება.
ტექნიკურად არ ვიცი, ალბათ სივრცის გამრუდებას გამოიყენებენ, თუ ეს თეორია მართალიაsmile.gif
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3056
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 23:24  #56054165      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სალაპარაკო ბევრია, მაგრამ დროა ცოტა : )
Irakli
QUOTE
არ არის სპინი ტრიალი კლასიკური გაგებით, ელექტრონის რადიუსი იმდენად მცირეა რო სპინი ტრიალის გამო რომ იყოს გამოწვეული, ზედაპირის წერტილები სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად იბრუნებდა. ელ. ნაწილაკების სპინი სუფთა კვანტური მოვლენაა და სავარაუდოდ ვაკუუმის პოლარიზაციით და ვირტულური წყვილების წარმოქმნა-ანიჰილაციის გამო გვაქვს. ამასთან, ასეთ შემთხვევაში სპინი დაკვანტულიც არ იქნებოდა, აქ კიდევ დისკრეტული მნიშვნელობები გვაქვს მარტო.

ეს გასაგებია და ალბათ ასეცაა, კვანტურია...
მაგრამ ხომ შეილება ელექტრონის მიერ გამოწვეული მაგნიტური ველი შედგებოდეს, ელექტრონის საკუთარ ღერძის გარშემო ბრუნვას დამატებული ელექტრონის ბრუნვა რაიმე გარე ღერძის გარშემო. მგონი ასეთ ვარიანტში აღარ მოითხოვება სინათლეზე მეტი სიჩქარე.
QUOTE
აქ კიდევ დისკრეტული მნიშვნელობები გვაქვს მარტო.

ეს დიკრეტული მნიშვნელობები ალბათ ისევ მაგნიტური ველის სიდიდით იზომება. ანუ თუ დიდი მაგნიტური ველია ამბობენ სპინი 1-იაო. და განახევრებული მაგნიტური ველის დროს 1/2-სპინს და ა.შ.graviton
QUOTE

QUOTE
და ნული სპინის დროს მეგონა მაგნეტიზაციის ვექტორს ვერ პოულობდენ და ამიტტომ იძახდენ ნულ სპინს.

ნულოვანი სპინის ფუნდამენტური ნაწილაკი არ არსებობს( არ არსებობდა...).
მხოლოდ ახლა იქნა პირველი ფუნდამენტური ნაწილაკი ჰიგსის ბოზონი, რომელიც სკალარია....

გასაგებია, ეს არ ვიცოდი.
გამოდის, ტერმინ ნულ სპინს, არასწორად ვხმარობდი. მის ადგილას სუპერპოზიცია უნდა მეთქვა, როგოც მახსოვს. ანუ სპინი არსებობს მაგრამ ორთავე მდგომარეობაში. ამ ვარიანტზე ვაბობდი, მაგნეტიზაციის ვექტორი არ არის ფიქსირებულიო.
ამ ეტაპზე, ვფიქრობ სპინისა და მაგნეტიზაციის კავშირს დამაკმაყოფილებლად ვიყენებ. შემდეგ ეტაპზე იქნებ იმ სამ საკითხშიც გავერკვე, ზემოთ რომ დამიწერე.


--------------------
პირველად იყო სიტყვა
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4010
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 28 Mar 2020, 14:17  #56061237      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Komponent
QUOTE
ეს გასაგებია და ალბათ ასეცაა, კვანტურია...
მაგრამ ხომ შეილება ელექტრონის მიერ გამოწვეული მაგნიტური ველი შედგებოდეს, ელექტრონის საკუთარ ღერძის გარშემო ბრუნვას დამატებული ელექტრონის ბრუნვა რაიმე გარე ღერძის გარშემო. მგონი ასეთ ვარიანტში აღარ მოითხოვება სინათლეზე მეტი სიჩქარე.

ამის აზრი ვერ გავიგე, მაგრამ თუ მუხტის განაწილების ასიმეტრიას გულიახმობ ელექტრონში, მაშინ
ელექტრონს ექნებოდა ელექტრული დიპოლურიმომენტი....რასაც დღეს ვერავინ ხედავს ...
10^-33 ელ*სმ ქვევით არავინ ელოდება...
QUOTE
ეს დიკრეტული მნიშვნელობები ალბათ ისევ მაგნიტური ველის სიდიდით იზომება. ანუ თუ დიდი მაგნიტური ველია ამბობენ სპინი 1-იაო. და განახევრებული მაგნიტური ველის დროს 1/2-სპინს და ა.შ.graviton

არა, რას ამბობ... ელექტრონი აღიწერებაა სპინორით, რაც კვადრატული ფესვია ვექტორიდან..
720 გრადუსით სპინორის სივრცის მობრუნება, თავის თავს ემთხვევა...
ანუ ამას სჭირდება ორი ბრუნი , ფაზა რომ დაემთხვეს, ორი ბრუნი ერთი ქმედების კვანტია, შესაბამისად სპინი ქმედების ნახევარი...
ერთ სპინიანი ვექტორით აღიწერება, ანუ ერთი ბრუნი ფაზის ... და შესაბამისად ერთი ქმედება პლანკის...

QUOTE
გასაგებია, ეს არ ვიცოდი.
გამოდის, ტერმინ ნულ სპინს, არასწორად ვხმარობდი. მის ადგილას სუპერპოზიცია უნდა მეთქვა, როგოც მახსოვს. ანუ სპინი არსებობს მაგრამ ორთავე მდგომარეობაში. ამ ვარიანტზე ვაბობდი, მაგნეტიზაციის ვექტორი არ არის ფიქსირებულიო.
ამ ეტაპზე, ვფიქრობ სპინისა და მაგნეტიზაციის კავშირს დამაკმაყოფილებლად ვიყენებ. შემდეგ ეტაპზე იქნებ იმ სამ საკითხშიც გავერკვე, ზემოთ რომ დამიწერე.

მოკლედ სპინი, რეალურად საკმაოდ რთული თვისებაა... არავინ იცის რა არის ის სინამდვილეში,
თუ ვინმე აგიხსნის, უბრალოდ იმ პარამეტრებს ჩამოგითვლის რაც მე დაგიწერე...
არადა ელექტრონის შინაგანი სტრუქტურა ძალინ საინტერესო და გასარკვევია..
თუ ელექტრონი ფუნდამენტურია და არ შედგება , რაიმე სხვისგან, მაგალითად პრეონებისგან, მაშინ გასარკვევია რა იჭერს ელექტრულ მუხტს ერთად... აქვს თუ არა მის შიგნით რაიმე მსგავსი, სივრცული მოზრაობა, რომელიც დააკავებს მუხტს.... როგორც წარმოიქმნება შიშველი მაგნიტური მომენტი.....
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3056
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 28 Mar 2020, 20:10  #56063037      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
QUOTE
Komponent
QUOTE
ეს გასაგებია და ალბათ ასეცაა, კვანტურია...
მაგრამ ხომ შეილება ელექტრონის მიერ გამოწვეული მაგნიტური ველი შედგებოდეს, ელექტრონის საკუთარ ღერძის გარშემო ბრუნვას დამატებული ელექტრონის ბრუნვა რაიმე გარე ღერძის გარშემო. მგონი ასეთ ვარიანტში აღარ მოითხოვება სინათლეზე მეტი სიჩქარე.

QUOTE
ამის აზრი ვერ გავიგე, მაგრამ თუ მუხტის განაწილების ასიმეტრიას გულიახმობ ელექტრონში, მაშინ
ელექტრონს ექნებოდა ელექტრული დიპოლურიმომენტი....რასაც დღეს ვერავინ ხედავს ...
10^-33 ელ*სმ ქვევით არავინ ელოდება...

არა, ასიმეტრიას არა. დედამიწის მსგავსად რომ წარმოვიდგინოთ, დედამიწა ბრუნავს თავის ღერძის გარშემო და ასევე ბრუნავს მზის გარშემო. ელექტრონის გარე ღერძი, მზის როლში წარმოვადგინე.
QUOTE
ეს დიკრეტული მნიშვნელობები ალბათ ისევ მაგნიტური ველის სიდიდით იზომება. ანუ თუ დიდი მაგნიტური ველია ამბობენ სპინი 1-იაო. და განახევრებული მაგნიტური ველის დროს 1/2-სპინს და ა.შ.graviton

QUOTE
არა, რას ამბობ... ელექტრონი აღიწერებაა სპინორით, რაც კვადრატული ფესვია ვექტორიდან..
720 გრადუსით სპინორის სივრცის მობრუნება, თავის თავს ემთხვევა...
ანუ ამას სჭირდება ორი ბრუნი , ფაზა რომ დაემთხვეს, ორი ბრუნი ერთი ქმედების კვანტია, შესაბამისად სპინი ქმედების ნახევარი...
ერთ სპინიანი ვექტორით აღიწერება, ანუ ერთი ბრუნი ფაზის ... და შესაბამისად ერთი ქმედება პლანკის...

მთლად კარგად ვერ ვერკვევი და ვერც მივხვდი კარგად მაგრამ გიპასუხებ მაინც. ეგ რაც დაწერე, მათემატიკურად იქნება მასე და რეალურადაც ალბათ. მაგრამ მგონი ბოლომდე არ ეწინააღმდეგება ჩემ ნათქვამს; მე სპინისა და მაგნიტური ველის მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე ვთქვი, ანუ ნაწილაკის მიერ შექმნილი მაგნიტური ველი (ან ნაკადი(არ ვიცი კარგად)) პროპორციულია, ნაწილაკის ელ.მუხტისა და სპინისა. არ არის ასე?
QUOTE
მოკლედ სპინი, რეალურად საკმაოდ რთული თვისებაა... არავინ იცის რა არის ის სინამდვილეში,
თუ ვინმე აგიხსნის, უბრალოდ იმ პარამეტრებს ჩამოგითვლის რაც მე დაგიწერე...
არადა ელექტრონის შინაგანი სტრუქტურა ძალინ საინტერესო და გასარკვევია..
თუ ელექტრონი ფუნდამენტურია და არ შედგება , რაიმე სხვისგან, მაგალითად პრეონებისგან, მაშინ გასარკვევია რა იჭერს ელექტრულ მუხტს ერთად... აქვს თუ არა მის შიგნით რაიმე მსგავსი, სივრცული მოზრაობა, რომელიც დააკავებს მუხტს.... როგორც წარმოიქმნება შიშველი მაგნიტური მომენტი.....

ვერაფერს ვიტყვი, მაგნიტური მომენტი ალბათ სპინისა და მუხტის გამოა. სხვას ვერაფერს ვიტყვი.
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12291
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 28 Mar 2020, 20:52  #56063301      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
Komponent
ისევ და ისევ, სპინი კლასიკური მოძრაობით რომ იყოს გამოწვეული მხოლოდ, მაშინ არ დაიკვანტებოდა, არამედ ექნებოდა უწყვეტი სპექტრი; რაც ნიშნავს რომ სპინი ნაწილაკის მდგომარეობის მახასიათებელია და არა რაიმე ტიპის ბრუნვის. დისკრეტული სიჩქარით ბრუნვა როგორ წარმოგიდგენია?
eniqsi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1029
წევრი No.: 135324
რეგისტრ.: 31-August 11

გამოგზავნილია: 28 Mar 2020, 22:08  #56063813      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
QUOTE
არადა ელექტრონის შინაგანი სტრუქტურა ძალინ საინტერესო და გასარკვევია..
თუ ელექტრონი ფუნდამენტურია და არ შედგება , რაიმე სხვისგან, მაგალითად პრეონებისგან, მაშინ გასარკვევია რა იჭერს ელექტრულ მუხტს ერთად... აქვს თუ არა მის შიგნით რაიმე მსგავსი, სივრცული მოზრაობა, რომელიც დააკავებს მუხტს.... როგორც წარმოიქმნება შიშველი მაგნიტური მომენტი.....

ელექტრონი მონაწილეობს სუსტ ურთიერთქმედებაში, ეს ნიშნავს რომ ელექტროსუსტი ნაწილაკია. მაშინ რატომ განვიხილავთ ელექტრონს როგორც ფუნდამენტურ ელექტრომაგნიტურ სტრუქტურას?
POKERISBLUFF
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13557
წევრი No.: 184706
რეგისტრ.: 12-April 14

გამოგზავნილია: 28 Mar 2020, 22:17  #56063885      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი



--------------------
ბანანს+ვარდი=ყავას

To Avoid Criticism, Say Nothing, Do Nothing, Be Nothing

Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3056
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 29 Mar 2020, 01:53  #56065118      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Irakli
QUOTE
ისევ და ისევ, სპინი კლასიკური მოძრაობით რომ იყოს გამოწვეული მხოლოდ, მაშინ არ დაიკვანტებოდა, არამედ ექნებოდა უწყვეტი სპექტრი; რაც ნიშნავს რომ სპინი ნაწილაკის მდგომარეობის მახასიათებელია და არა რაიმე ტიპის ბრუნვის. დისკრეტული სიჩქარით ბრუნვა როგორ წარმოგიდგენია?

მთლად მასეც არ ვამბობ, რომ სპინი იდეალურ მოძრაობას უკავშირდება. ვამბობ რომ იგი ნაწილაკის ყველა მოძრაობის ჯამიდან გამომდინარეობს; ხოლო ეს მოძრაობები დისკრეტულია როგორც მახსოვს.

თუმცა კლასიკის მოშველიება მეხმარება სპინის გააზრებაში. მაგალითად, არც დედამიწის მაგნიტური ველია ერთგვაროვანი, მაგრამ მთლიანად რომ შეკრიბო, ერთი ვექტორითაც აღიწერება.

სპინი ჩემი აზრით, სივრცეში მოძრაობის აღმწერი თეორიული ვექტორია და იგი რეალობაში მაგნიტური ველის მიმართულებას ემთხვევა. მოვიშველიოთ ისევ კლასიკა, რაიმეს წრეზე მოძრაობას რომ აღწერენ ერთი ვექტორით, ეს ვექტორი, მოძრაობის მართობულია ანუ თეორიულია და მოძრაობა სხვა მიმართულებით ხდება. მაგრამ თუ ელექტრონი მოძრაობს წრეზე, მაშინ ამ ვექტორის მიმართულება ემთხვევა, ამ ელექტრონის მიერ გამოწვეულ მაგნიტური ველის მიმართულებას და ეს თეორიული ვექტორი რეალური ხდება, როცა მაგნიტური ველის აღსაწერად ვიყენებთ. თორემ ამ ვექტორს მე არ ვთლი რეალურად, როცა ელექტრონის მოძრაობას აღწერს. იმიტომ რომ ვექტორების პრინციპს ეწინააღმდეგება, ელექტრონი სხვა მიმართულებით მოძრაობს, ხოლო ეს ვექტორი სხვა მიმართულებითაა (მართობულია).
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4010
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 29 Mar 2020, 02:08  #56065163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Komponent
QUOTE
არა, ასიმეტრიას არა. დედამიწის მსგავსად რომ წარმოვიდგინოთ, დედამიწა ბრუნავს თავის ღერძის გარშემო და ასევე ბრუნავს მზის გარშემო. ელექტრონის გარე ღერძი, მზის როლში წარმოვადგინე.

ამით შენ უკვე ელექტრონის სტრუქტურა განმარტე... და ახალი ურთიერთქმედბაც შემოიღე..
და ეს უკვე სპინი არ იქნება იქნება ორბიტალური მომენტი...
QUOTE
მთლად კარგად ვერ ვერკვევი და ვერც მივხვდი კარგად მაგრამ გიპასუხებ მაინც. ეგ რაც დაწერე, მათემატიკურად იქნება მასე და რეალურადაც ალბათ. მაგრამ მგონი ბოლომდე არ ეწინააღმდეგება ჩემ ნათქვამს; მე სპინისა და მაგნიტური ველის მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე ვთქვი, ანუ ნაწილაკის მიერ შექმნილი მაგნიტური ველი (ან ნაკადი(არ ვიცი კარგად)) პროპორციულია, ნაწილაკის ელ.მუხტისა და სპინისა. არ არის ასე?

მაგნიტურ ველს თვითონ დიპოლური მომენტი ქმნის....გარკვეული ფორმულა არსებობს ამის...
სპინი მომენტის შექმნას ემსახურება... უბრალოდ გასარკვევია სპინი და მმუხტის მოძრაობა ელექტრონში როგორ ურთიერთობაშია???
ისე როგორც ორბიტალურ მომენტზე ატომში! ვერ ვილაპარაკებთ ბრუნვაზე, რადგან არაფერი განსაზღვრული ელექტრონის მოძრაობაში არ არის... უნდა ვილაპარაკოთ ალბატობაზე მის ყოფნის და შესაბამისად ურთიერთქმედებიდან ბირთვის და ელექტრონების განვსაზღროთ ენერგეტიკული და იმპულსისი მომენტის დონეები... და საბოლოოდ ნაზი და ჰიპერნაზი სტრუქტურა...
ასევეა ელექტრნის სპინზე... შეგვიძლია მხოლოდ ალბათობაზე მისი სტრუქტურის ყოფაქცწვაზე ვილაპარაკოთ,... მაგრამ ეს სტრუქტურაც არ ვიცით და დღეს მხოლოდ მის არსებობას ვუშვებთ?..და მის ყოფაქცვას აღვწერთ დირაკის სპინორებით... მაგრამ არაფერი შეგვიძლია მის სპინურ სტრუქტურაზე...
თუმცა უფრო მეტი შეგვიძლია მაგნიტუ მომენტზე, რადგან მას ქმნის დამატებით ვირტუალურ პოლარიზაციული სტრუქტურა , რომლის ფეინმანის დიაგრამების გამოთვლით ვანგარიშობთ. მაღალი სიზუსტის ნაწილებს...

* * *
eniqsi
QUOTE
ელექტრონი მონაწილეობს სუსტ ურთიერთქმედებაში, ეს ნიშნავს რომ ელექტროსუსტი ნაწილაკია. მაშინ რატომ განვიხილავთ ელექტრონს როგორც ფუნდამენტურ ელექტრომაგნიტურ სტრუქტურას?

შენ სწორი ხარ... მაგრამ ეს ძალიან გაართულებდა აქ საუბარს...
საჭიროა სუსტი ჰიპერმუხტის განსაზღვრ, ახსნა, სუსტი იზოტოპიური სპინის განსაზღვრა...
მერე მარჯვენა მარცხენა კირალობის განსაზღვრა და მასზე დამოკიდებულება...
როგორ განსხვაებულად იქცევა მარჯვენა ელექტრონი, რონ მას ნულია აქვს სუსტი იზოსპინი, და მის გამო მარჟვენა ნეიტრინო არ არსებობს და განსხვავებული ჰიპერმუხტი, ...
ესენი აქ არციან... რამხელა არევდარევა იქნებოდა ეს ყველაფერი..

This post has been edited by graviton on 29 Mar 2020, 02:26
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3056
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 29 Mar 2020, 10:49  #56065707      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
არ ვიცი რამდენად მოასწარით ჩემი წინა პოსტის ნახვა, იმიტომ რომ თითქმის ერთდროულად დავპოსტეთ.
QUOTE
ამით შენ უკვე ელექტრონის სტრუქტურა განმარტე... და ახალი ურთიერთქმედბაც შემოიღე..

რამე ახალი არ მომიგონია, უბრალოდ ავიღე, უკვე არსებული ელექტრონის ერთერთი მოდელი. ანუ სფეროსავით რომ ითვლება და მასზე თანაბრადაა მუხტი განაწილებული. ეს ჩავთვალე ელექტონის გარე დაჯამებულ პარამეტრად, შიგნით, როგორია ელექტრონი ეგ არვიცი. თუმცა რა დახასიათების ელექტრონის მოდელიც ავიღე, იგი საკმარისად ჩავთვალე სპინში გასარკვევად.
QUOTE
და ახალი ურთიერთქმედბაც შემოიღე..

ვფიქრობ ახალი ურთიერქმედება არ შემომიტანია. არ ვიცი რა იგულისხმეთ.
QUOTE
მაგნიტურ ველს თვითონ დიპოლური მომენტი ქმნის....გარკვეული ფორმულა არსებობს ამის...
სპინი მომენტის შექმნას ემსახურება... უბრალოდ გასარკვევია სპინი და მმუხტის მოძრაობა ელექტრონში როგორ ურთიერთობაშია???

კი, მეც ვთვლი, რომ სპინი საწყისია, იგი ხომ მოძრაობას აღწერს და ვთვლი რომ მთელი მოძრაობის ჯამს აღწერს.
QUOTE
ისე როგორც ორბიტალურ მომენტზე ატომში! ვერ ვილაპარაკებთ ბრუნვაზე, რადგან არაფერი განსაზღვრული ელექტრონის მოძრაობაში არ არის... უნდა ვილაპარაკოთ ალბატობაზე მის ყოფნის და შესაბამისად ურთიერთქმედებიდან ბირთვის და ელექტრონების განვსაზღროთ ენერგეტიკული და იმპულსისი მომენტის დონეები... და საბოლოოდ ნაზი და ჰიპერნაზი სტრუქტურა...
ასევეა ელექტრნის სპინზე... შეგვიძლია მხოლოდ ალბათობაზე მისი სტრუქტურის ყოფაქცწვაზე ვილაპარაკოთ,... მაგრამ ეს სტრუქტურაც არ ვიცით და დღეს მხოლოდ მის არსებობას ვუშვებთ?..და მის ყოფაქცვას აღვწერთ დირაკის სპინორებით... მაგრამ არაფერი შეგვიძლია მის სპინურ სტრუქტურაზე...
თუმცა უფრო მეტი შეგვიძლია მაგნიტუ მომენტზე, რადგან მას ქმნის დამატებით ვირტუალურ პოლარიზაციული სტრუქტურა , რომლის ფეინმანის დიაგრამების გამოთვლით ვანგარიშობთ. მაღალი სიზუსტის ნაწილებს...

აქ ბევრი რამე არ ვიცი, თუმცა ვუშვებ, რომ დიდად არ ეწინააღმდეგება სპინის ჩემეულ გაგებას. და ამ გაგების ზოგი ახსნა, წინა პოსტში მაქვს.

This post has been edited by Komponent on 29 Mar 2020, 10:50
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) « პირველი ... 3 4 [5]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0176 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]