#4146312 · 12 Nov 2006, 18:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნიკო ლომოური(* 7 თებერვალი, 19 თებერვალი, 1852, სოფ. არბო, ახლანდელი გორის რაიონი ― † 17 აპრილი, 30 აპრილი, 1915, გორი), ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი.
ლომოურის პირველი ლექსები 1871 წლის ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა. 1885 წელს მისი ლექსები და მოთხრობები ცალკე წიგნაკად გამოიცა. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრობა "ალი" (1878, გამოქვეყნდა ჟურნალ "ივერიაში", 1879).
მისი მოთხრობების მთავარი თემაა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგდროინდელი ქართული სოფლის ყოფა სავაჭრო ბურჟუაზიის აღმავლობისა და სამრეწველო კაპიტალიზმის განვითარების დროს. ხალხოსანთა მსგავსად, ლომოური გლეხობის მძიმე ხვედრის მემატიანე იყო, თუმცა, მათგან განსხვავებით, იდეალად არ ჰქონდა დასახული თემური წყობილება (მოთხრობა "ბერუა ქრისტესიაშვილი", 1904). ხალხის ცხოვრების გარდაქმნის მთავარ ფაქტორად მწერალს სწავლა-განათლება მიაჩნდა, რადგან გლეხთა გაუნათლებლობა, ცრუმორწმუნეობა და მავნე ჩვეულებები ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა ყველა ჯურის ექსპლუატატორს (მოთხრობები "ალი", "ქაჯანა", 1881; "პაწია მეგობრები", 1906 და სხვა).
1941 წელს ნიკო ლომოურის მოთხრობის "ქაჯანა" მიხედვით იქნა გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე კომერციულად წარმატებული საბჭოთა საბავშვო ფილმი იმ დროისთვის. რამაც ლეილა აბაშიძე აქცია ყველაზე პუპულარულ ვარსკვლავად ყოფილ სსრკ-ს სივრცეში 50-60 წლებში. დებიუტი ფილმი სერგეი ეიზენშტეინის კურსის პირველი გამოშვების, კონსტანტინე პიპინაშვილი. ფილმში მონაწილეობენ საბჭოთა კინოს უბერებელი ვარსკვლავები: ნატო ვაჩნაძე სპარტაკ ბაღაშვილი ვერიკო ანჯაფარიძე
This post has been edited by highway on 12 Nov 2006, 18:32
|