ბევრს გახსოვთ ალბათ ის დრო როდესაც (ყოველ შემთხვევაში ქართველებს ასე გვეგონა) ქართული ფეხბურთი გაცილებით მაღალ დონეზე იდგა ვიდრე თურქული... უფროსი თაობისგან ისაც მომისმენია საერთოდ ეგენი "შოტში" არ იყვნენო
და მოყვებოდა ამას გრძელი სია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების.
ამის შემდეგ რუსთავი 2 მა გვაღირსა ჩემპიონთა ლიგა და ვნახეთ თურქული ფეხბურთი და მისი გრანდები... გალათასარაი, ფენერბაჰჩე, ბეშიქთაში... თორემ არჩილ ფასი შოთა გოლ, შაითან, შაითან ვიცოდით...
გავიგეთ სახელები: რუშთუ, ემრე, ბაშთურქი, დავალა, შაში, შუკური...
მერე იყო მსოფლიო ჩემპიონატი... 2002 წელი და მესამე ადგილი, მეორე ადგილით გასვლა ჯგუფიდან ბრაზილიასთან ერთად, მერე გამოგდება მასპინძელი იაპონიის, მოქმედი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის, საფრანგეთის მძლეველი სენეგალის.
ნახევარფინალში დრამატული ბრძოლა მომავალ ჩემპიონთან ბრაზილიასთან 0–1 (ფუფ რივალდო, რატომ იკადრე?!) და მესამე ადგილი ასევე მასპინძელ და მსაჯების დახმარებით, მაგრამ მაინც ესპანეთის და იტალიის გამომგდებ კორეასთან...
ფიფას 208 წევრიდან, დარწმუნებული ვარ 200 ისთვის მაინც სანატრელი, სანუკვარი და საოცნებო ბრინჯაო.
ჩვენც გვაქვს ნათამაშები სანაკრებო დონეზე მათთან. ადრე ხან ვაგებდით, ხან ფრეს ვთამაშობდით, მაგრამ ეს ბრალდებოდა ცუდ მწვრთვნელს, ფორმაში არ მყოფ გუნდს ანდა სულაც "ასათიანი რომ გვყოლოდა..."
აი იმ უხსოვარი დროიდან, როდესაც "შოტში" არ იყო თურქული ფეხბურთი და ჩვენ კი უდიდესი იმედით ვატარებდით წინა საუკუნის ბოლო ათწლეულს, ბევრი რამე შეიცვალა, ჩვენ ვნახეთ როგორ მოკვდა ჩვენ თვალწინ ქართული ფეხბურთი და საპირისპიროდ
როგორ განვითარდა თურქული ფეხბურთი, ჩვენ რომ დიდი ნაბიჯებით ვიღუპებოდით... ე, მაშვინ იყო თურქული ფეხბურთი რომ შენდებოდა...
მიუხედავად იმისა რომ ბოლო პერიოდში მათ კრიზისული პერიოდი ქონდათ, სამაგიეროდ არ შეწყვეტილა შენება, ინფრასტრუქტურის შენება, სტადიონების, ბაზების, ახალგაზრდული სკოლების... არც ფული დააკლეს და არც მონდომება.
წელს ტრიუმფატორმა ბარსელონამ არდა თურანი დაიმატა... გაითვალისწინეთ ტრიუმფატორმა და არა დავუშვათ იმ შარშანწინდელმა ბარსამ... იმ ბარსამ რომელიც ასეთი შეუჩერებელი ჩანდა და მაინც დასჭირდა გაძლიერება, დასჭირდა სწორედ თურქით...
ხოდა ეს ზაფხული ჩემთვის საერთოდ მოულოდნელი აღმოჩნდა... სატრანსფერო ფანჯარა და თურქეთში წავიდნენ: ნანი, რობინ ვან პერსი, სამუელ ეტო, რიკარტო კვარეჟმა, სიმონ კაიერი, ლუკას პოდოლსკი... ფანჯრის ბოლომდე კი თვეზე მეტია დარჩენილი
ბევრი მეტყვის და მე თვითონ ვიტყვი წინასწარ, მართალია ჩამოთვლილი ფეხბურთელები უკვე გადაცდნენ თავის კარიერულ შუა დღეს და ნელ–ნელა მზე უბნელდებათ, მაგრამ... არის რამოდენიმე მაგრამ
1) სადაც ბებერი ხარის რქები ხნავენ, იქაც ეს "მოხუცებიც" გაისვრიან ერთს
2) თურქეთის სუპერლიგა გახდება გაცილებით სანახაობრივი
3) თურქულ ფეხბურთს ძალიან გამოადგება განვითარებისთვის ეს ტიტულოვანი გვარები.
4) სტიმული ახალგაზრდობისთვის... სად 16 წლის ბიჭი თუშბეი დურბეის გვერდით რომ ვარჯიშობ და სად რობინ ვან პერსისთან, ნანისთან, ეტოსთან...
5) რეკლამა, რომელიც მოიტანს მეტ ფულს და გაცილებით მეტ ნიჭიერ და კარგ ფეხბურთელს მიიზიდავს თურქეთში
ამ დროს კი საქართველოდან წარმოდგენილი 4 გუნდი პირველ ეტაპსაც ვერ გაცდა ევროპული თასების საკვალიფიკაციო ეტაპზე...
ალბათ 2000 წელსაც კი, კიკნაძე რომ ბასკეთში ბოლო წუთებზე ბურთს აცილებდა, მაშინ ვინმესთვის რომ გვეთქვა 15 წელიწადში დინამოს გაბალა ჩატოვებსო, გაეცინებოდა და იფიქრებდა გაბალა რაღაც "ტახმაგიდოს" ან "გაზის კანტორის ბიჭების"
ვარიანტში ახალი ხუმრობაა და "მეღადავებაო"...
ხოდა მოკლედ ასე... მოვედით აქამდე... იქ სადაც ოდესღაც ვიღაც "პიკნიკის" პიჩენიას ამზადებდა ახლა მწვანე ბალახი დაუთესავთ და რობინ ვან პერსი სამუელ ეტოს უნდა ებურთავოს...
ჩვენ კი არჩევნები მოგვდგომია კარს... ჯანდაბა, მგონია რომ ამ ქვეყანაში მარტო არჩევნები ტარდება... ვფიქრობ და მინდა კიდეც რომ ლევან კობიაშვილი მოვიდეს საფეხბურთო პოლიტიკის სათავეში, რა უნდა ისწავლოს თურქებისგან?
რაში უნდა მიბაძოს იმათ ვისაც "შოტში" არ ვთვლიდით 20 წლის წინ? რაშია პრობლემა?
უფულობაში? ხორვატიის ნაკრები 1998 წელს? ჩვენზე გაჭირვებული ურუგვაი? რომელიც ახლა იმ დონის აღარაა, მაგრამ მაინც არგენტინის და ბრაზილიის შემდეგ ყველაზე დიდი იმპორტიორია ევროპაში წყალს გაღმა ფეხბურთელების.
მაყურებლის არ ყოფნა ტრიბუნებზე? სადმე გინახავთ სტადიონი მაშინ გაავსოს ხალხმა როცა იქ ფეხბურთს არ თამაშობენ? (კონცერტებს და გრეჩიხას არ ვთვლი) ასევე არ თამაშობენ ფეხბურთს საქართველოში და...
არ ვიცი... არ ვიცი...
და მაინც ვფიქრობ თურქული ფეხბურთი იმსახურებს თემას!
This post has been edited by kamech on 24 Jul 2015, 14:40
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare