picxela777დავით მოკლედ კონდიციონერის კონსტრუქციის და მონტაჟის ადგილიდან გამომდინარე
მაინც მიწევს ფიქრი მილებისა და კაბელის ფარულ მონტაჟზე.
როგორც მოვიძიე ინფორმაცია კონდიციონერების აბსოლიტურ უმრავლესობას (თუ ყველას არა)
მილების გამოსვლა აქვს შიდა ბლოკის მარცხენა დაბალ კუთხეში

ჩემს შემთხვევაში კონდიციონერის შიდა ბლოკის სამონტაჟო ადგილს
გამსვლელი მხარე აქვს აივანზე მარჯვნივ


ასეთ შემთხვევაში როგორც გავიგე
არხში სადაც ჩანს დაერთება
ხელოსნებს მოუწევდათ ამ "რადნოი" მილების მოღუნვა და
მობრუნება შიდა ბლოკის უკნიდან
რაც ალბათ ვიზუალს რო თავი დავანრბოთ არასასურველია.

აი სურათზე მიახლოებით იმ ადგილზეა განთავსებული
შიდა ბლოკი როგორც მოუწევს ჩემს შემთხვევაში
და ჩანს ის გადაწყვეტაც რომელიც როგორც ამოვიკითხე
შეიძლება ჩაითვალოს უკეთეს ალტერნატივად ამ სიტუაციაში.
ფრეონის მილები, შიდა და გარე ბლოკების დამაკავშირებელი
კვების კაბელი ამოღებულ არხში ჩალაგებულია ერთად.
რაც შეეხევა სადრენაჟე მილს ქვემოთ

აქ როგორც მითხრეს
სადრენაჟე მილის დაერთება
მწარმოებლებს გათვალისწინებული აქვთ შიდა ბლოკის
ორივე მხარეს.
სურათზე წითელი მართკუთხედით არის კონტური
კონდიციონერის სამონტაჟო ადგილისათვის,
ასე რომ აქ ჩემს შემთხვევაში სადრენაჟე მილს
მოუწევს კედელში ჩადება ძალიან მცირე მონაკვეთზე, ცალკე არხში
სანამ გავა აივნიდან.
გავიგე ისიც რომ თავიდან შეიძლება ავირიდოთ შტეფსელზე
შიდა ბლოკის დაერთების აუცილებლობა
ელექტროობის გაყვანისას ორივე წერტილში
კონდიციონერებისათვის ცალკე კვება მივაყვანინე
ავტომატიდან (განცალკევებული ხაზხებით)
ამ ვიდეოში 4:02 წთ დან საუბარია პირდაპირ დაერთებაზე
რომლის შემთხვევაშიც როგორც მივხვდი შიდა ბლოკი ერთდება განცალკევებულ ხაზზე
და შემდგომ ბლოკთაშორისი კაბელით აწვდის კვებას გარე ბლოკს
https://youtu.be/KTBOOu84wW4?t=243