იმდენი ხანია, სახალისო არაფერი ყოფილა ჩემსკენ და ისეთი რაზეც გამეღიმებოდა რომ, დროა რაღაც თამაში მოვიგონო რაც ოდნავ გამაღიმებს ეხლა.
ვწერ რეები მინდა ამ წამს
და ავღნიშნავ რეები შემიძლია და რეები არა. რომ ვნახო რამდენად ახლოს ან შორს ვარ იმისგან რაც მინდა.
მოკლედ
სადმე შორს, რამე დაუსახლებელი კუნძული
მოჰიტო,პატარა იახტა რო მელოდებოდეს ნაპირთან სადმე,ბევრი ხილი, და რამე საინტერესო კერძები
ლეპტოპი,პროექტორი,დინამიკები და მუსიკალური აპარატურა.
ანუ მინდა 10 რამ ამ წამს. და აქედან შემიძლია 7 რამე მეტი ვერ, ფიზიკურად
თAნ არ მგონია იშვიათად მინდოდეს ხოლმე მსგავსი რამ. იმიტო რო მიყვარს მყუდრო და მშვიდი გარემო. ჩემთვის კომფორტის ელემენტებით
არც ისე ძაან შორს ვყოფილვარ ვიდრე წეღან უბრალოდ გავიფიქრე რომ, ეს მინდოდა და სისულელეა ეხლა ვერანაირად ვერ მოხერხდება თქო.
ახალი თვითთერაპია გამოიძერწა ამასობაში და კი იმუშავა, გამეღიმა ფაქტია... კიდევ ერთი დადებითი მხარე , ცუდად ყოფნის
მარა ეს ყველაფერი , 27 წლის ასაკისთვის რამდენად ნორმალურია იმათთვის ვინც გადაშლილი წიგნებით ცხოვრობს ნეტა? ალბათ არც ისე. რადგან არც ისე ცოტა წამიკითხავს მეც და დაახლოებით ვიცი რა როგორ და რანაირად შეიძლება ეწეროს.
ამასობაში კიდე 1 რამეზე დავფიქრდი, გარემო პირობები ადამიანის სურვილებზე ძლიერი ხომ ვერანაირად ვერ იქნებიან, და როგორ ჯობნის ხოლმე ისე რომ, უფრო გარემო პირობებიდან გამომდინარე ცხოვრობენ და ისე კვდებიან ,ვიდრე თავიანთი სურვილებით და ცოტა განსხვავებულად.