თავიდან იყო მინსკი.
3 წლის წინ ქალაქგარეთ სახლს ვიშენებდი და იქვე ახლოს ოთახი ვიქირავე კერძო სახლის პირველ სართულზე. ზაფხულში კარს ღიას ვტოვებდი ხოლმე და ადგილობრივი კატები ხშირად მსტუმრობდნენ რომლებსაც ან ხმაურით ან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის სროლით ვიგერიებდი. ერთ საღამოსაც მორიგი დაუპატიჟებელი სტუმარი მეწვია და ოთახში დაალგებულ პარკებში იქექებოდა, გემრიელად ვიყავი დივანზე მიგორებული, წამოდგომა დამეზარა და ნაცადი მეთოდით დავაფრთხე. ის კი გავაგდე მაგრამ მეორეც იყო შემოსასვლელში მოკალათებული და ჩვენს ჩოჩქოლზე რეაქცია საერთოდ არ ჰქონდა. გამიკვირდა რომ არ გაიქცა და გადავწყვიტე ბრუტალური მეთოდებისთვის მიმემართა, დივნიდან ძირს დაგდებულ ფეხსაცმელს გადავწვდი და იატაკზე ბრაგუნი დავიწყე მაგრამ სრულიად უშედეგოდ, კატას ყურიც კი არ შეუბერტყავს, ისევ ისე მშვენივრად იყო მოკალათებული და თვალდახუჭული კატურ მოსვენებას იყო მიცემული. ვიფიქრე ალბათ ყრუა მეთქი და შემეცოდა, წამოვდექი რომ კარგად დამეთვალიერებინა, რომ მივუახლოვდი წამოდგა და აუჩქარებლად გავიდა ოთახიდან, ორიოდ მეტრის მოშორებით გაჩერდა, ცოტა ხანი გაკვირვებული მიყურებდა და მერე ჩუმად შემომკნავლა. ძალიან მომინდა რომ საწყალ ყრუ კატას რამით დავხმარებოდი, ბედად ვახშმიდან მორჩენილი ძეხვი მქონდა და ცოტა ვუწილადე, დავუგდე და მოშორებით დავჯექი. ცოტა ხნის მერე მივიდა, დასუნა, პირი მოკრძალებულად მოავლო და ეზოს სიმწვანეში გაქრა.
მეორე საღამოს, დაახლოებით იგივე დროს ისევ მოვიდა იდუმალი სტუმარი, ისევ გავუმასპინძლდი გემრიელობებით, სანამ ჭამდა თითებს ვატკაცუნებდი და ვეძახდი სმენის შესამოწმებლად. არანაირ რეაქციას არ ამჟღავნებდა ხმაურზე და უკვე დავრწმუნდი რომ არ ესმოდა.
გამხდარი იყო, სუსტი, ტალახით მოთხვრილი ეტყობოდა რომ ვერ უვლიდა ქუჩაში თავს.
საღამოობით მაკითხავდა და ნელ-ნელა მოვიჩვიე, მომაფერებინა, რაღაც დროის მერე დავმეგობრდით, დაუმეგობრდნენ ჩემი მეგობრებიც, მოფერებისას ძალიან ხმამაღლა კრუტუნებდა და ძმაკაცმა მინსკი შეარქვა, საბჭოური მაცივრის საპატივცემულოდ.
ზამთარში რომ აცივდა სახლის მეორე სართულზე გადავბარგდი უკეთესი საცხოვრებელი პირობების გამო, კატა მინსკის ძალიან გაუხარდა ახალი თბილი ბინა, დღე კომფორტული დივან-სავარძლებზე გორაობდა ღამე ჩემთან ეძინა საბნის ქვეშ, სადაც არ უნდა დავმჯდარიყავი ამოძვრებოდა და კისერზე მეხვეოდა შარფივით, ამასობაში გაქუცული კატა გემრიელ კრუასანად იქცა.
გაიარა ზამთარმა, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ჩვენმა მინსკიმ გასუქება დაიწყო. ნამდვილი ქალბატონი გახდა. ყველა აღნიშნავდა "რა მსუქანი კატაა ტო" და მოკრძალებულად ეფერებოდა ეს სულელიც იფერებდა და ხმამაღალი კრუტუნით გუნება-განწყობას გვიმაღლებდა.
ნათესავი ქალბატონი მესტუმრა, რაღაც პრობლემების გამო ჩვენთან საკმაო დროით მოუწევდა დარჩენა. მე ისევ პირველ სართულზე ჩავბარგდი, მეორე სართული ნათესავს დავუთმე. კატაც იქ დავტოვე სადაც მქონდა მოწყობილი მისთვის ყველაფერი. მივხვდი რომ ძალიან არ მოეწონა ცხოველთან თანაცხოვრება მაგრამ სხვა გზა არ იყო. მე მთელი დღე გარეთ უნდა ვყოფილიყავი და ქვემოთ ვერ დავტოვებდი.
ცოტა ხასიათი შეეცვალა ცხოველს, უფრო ფრთხილი გახდა და მეც კი გამირბოდა. შინ ცოტა დროს ატარებდა, საჭმელად მოვიდოდა, ცოტას მომაფერებინებდა და ისევ გარეთ გარბოდა.
საშინელი ამინდები დაიწყო. სიცივე, ქარი და წვიმა გადაება თითქოს ზამთარი დაბრუნდა. მინსკი კატა 4-5 დღე სახლში არ მოსულა. მანამდეც წასულა ერთი დღით ან ორით, ამდენი ხნით კი არასდროს დაკარგულა. ძალიან ვნერვიულობდი მაგრამ რა უნდა მექნა არ ვიცოდი. საღამო იყო, ნათესავთან ვიყავი ზემოთ, რაღაცაზე ვლაპარაკობდით და ქარის ხმაურში თითქოს კნავილი გავიგე. კარი გავაღე და შემოვარდა ოთახში ჩემი პატარა მაწანწალა.
სავარძელზე ახტა, პირში რაღაც ეჭირა, დადო და ლოკვა დაუწყო. მივედი და მკვდარი კნუტი იყო. ცივი, გაყინული, ახალდაბადებული კნუტი.
კატა ლოკავდა, გაჩერდებოდა შემოგვხედავდა საწყლად დაიკნავლებდა და ისევ აგრძელებდა ლოკვას. გვეუბნებოდა მიშველეთ, შვილი გადამირჩინეთო. ძალიან ცუდად გავხდი, ჩემი ნათესავი ჩემზე უარესად. რა უნდა გბექნა არ ვიცოდით, ვეფერებოდით გამოგვყავდა მაგრამ ისევ უკან მირბოდა გიჟივით, თავს არ ანებებდა. ეს უბედურება დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. ბოლოს კნუტი მოვპარეთ და დავუმალეთ. საჭმელი დავუყარეთ, ვეფერეთ და როგორღაც დავაწყნარეთ. ცოტა ხანი ეძინა და გარეთ გაშვება გვთხოვა. გავუშვით და უკვე ერთმანეთის დამშვიდება დავიწყეთ, ცოტა ხნის მერე ისევ გაისმა კნავილი კართან, გავაღე და უკვე მეორე მკვდარი კნუტით პირში შემოვარდა.
ახლა უკვე ვიცოდით რაც უნდა გვექნა. მოვპარეთ და დავუმალეთ. ცოტა დავამშვიდეთ და ისევ წავიდა. კიდევ ორი მკვდარი კნუტი მოიყვანა იმ დღეს მინსკიმ.
ამ ამბებიდან მალევე დაგვტოვა ნათესავმა. მე რა თქმა უნდა არაფერი მიგრძნობინებია მაგრამ მგონია ის ადამიანი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, მინსკი სახლში გააჩენდა კნუტებს და გადარჩებოდნენ.
გავაგრძელეთ ჩვეულებრივ ცხოვრება მე და ჩემმა შარფი კატამ. საბოლოოდ გახდა ოჯახის წევრი და შევპირდი რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება კატური ბედნიერება და გემრიელი სასუსნავები არ მოაკლდებოდა.
ამასობაში ჩვენი სახლიც იმ დონეზე აშენდა რომ უკვე შეიძლებოდა საცხოვრებლად გადასვლა.
გადავედით.
ახალი და ძველი სახლი ერთ უბანშია, დაახლოებით ერთი კილომეტრითაა ერთმანეთისგან დაშორებული.
თავიდან ვერ მიხვდა სად ვცხოვრობდით, საგულაოდ რომ წავიდოდა ძველი სახლის ეზოში მიდიოდა იქ მელოდებოდა, მერე მანქანით მიმყავდა უკან. არ გავასტერილე, მინდოდა ასეთი კარგი ხასიათის და საყვარელი კატა კიდევ მყოლოდა.
ბედნიერი კატური დღეები გადიოდა, ახალ სახლს შევეჩვიეთ, თაგვებიც არ გვაკლია, ყოველ საღამოს მოჰქონდა ნანადირევი.
გავიდა ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და ჩვენი კრუასანი ისევ დამრგვალდა. კომფორტული ყუთი მოვუწყე ჩემი საწოლის გვერდით შიგ პამპერსები ჩავუფინე. ერთ საღამოსაც მოუსვენრად დაიწყო სიარული და კნავილი. მოვიდოდა, მეტყოდა რაღაცას და სახლში უცნაურად დაბოდიალობდა. მივხვდი უკვე დრო იყო, ჩავსვი ყუთში და მივახვედრე რომ იქ უნდა ემშობიარა. მალე კნუტების წრიპინიც გაისმა. 4 კნუტი გვაჩუქა გმირმა დედამ.
3 ჭრელი გოგო გამოდგა და ერთი ჩალისფერი ბიჭი.
გადავწყვიტე რომ ერთი ჭრელი გოგო დამეტოვებინა და ბიჭი აუცილებლად.
მალე გახდნენ თვის და გაჩუქებაზე დავიწყე ზრუნვა.
პირველი პეპი გაჩუქდა, ნაცრისფერი ჭრელი რომელსაც ერთი თათი ოქროსფერი გამოჰყვა დედისგან. ძალიან სანდომიან ქალბატონს მივუყვანე მოსკოვის გამზირზე, შემპირდა რომ შვილივით მოუვლიდა.
მეორე ჭრელი კნუტიც გაჩუქდა, მეგობრის დას მივუყვანე. რიო დაარქვეს და დედოფალივით ცხოვრობს.
დაგვრჩა 2. ჭრელი გოგო და ბიჭი რომელსაც ჩემმა გოგომ ლეო დაარქვა ნამდვილი ლომური კატობის გამო.
ლეო გახდა ოჯახის ფავორიტი. დედაჩემსაც კი შეაყვარა თავი რომელიც არ იყო მაინცდამაინც მოხიბლული სახლში კატების დინასტიით. სულ უკან დაჰყვებოდა და სახლის საქმეებში ეხმარებოდა. ერთი უცნაურობა ჰქონდა, ბოლოში მოკაკვული მოტეხილი კუდი.
ერთხელ მეგობარი ესტუმრა და ერთად უნდა წასულიყვნენ სადღაც. სახლიდან რომ გავიდნენ ლეო და ჩვენი ძაღლი ჩიკო გაყვნენ ავტობუსის გაჩერებამდე. მერე მიყვებოდა დედაჩემი, უკან მოგვდევდა, ხან გაჩერდებოდა მიყურებდა და კნაოდა, მელაპარაკებოდაო.
გაჩერება საკმაოდ შორსაა, მანამდე არ იყო კატა მაგ სიშორეზე სახლს გაცილებული. ჩიკო დაბრუნდა სახლში, ლეო არა. ვეძებე იმ ადგილებში, მანქანით მოვიარე რამდენჯერმე მაგრამ ვერ ვიპოვე. იმედი გვქონდა რომ გულაობას გადაყვა და დაბრუნდებოდა. გადიოდა კვირები მაგრამ არ ჩანდა.
ამასობაში მინსკი გაზაფხულს აღარ დალოდებია და მოულოდნელი სიხარული გვაჩუქა. ისევ გააჩინა 5 ლამაზი კნუტი.
ორივე გაჩენაზე კნუტები ჩემთან ამოყავდა საწოლზე, უკან ვუსვამდით მაგრამ ისევ ამოალაგებდა და ასე თავიდან მერე მოვიფიქრე და საწოლზე შემოვიდე ყუთი. აღარ ამოუყვანია მეტი.
დედაჩემს სტუმარი ჰყავდა და ჩაუხედია ყუთში სანახავად. კატამ შვილები სარდაფში გადამალა და იქ გაზარდა. 2 პირველ დღეებში მოკვდა. 3 გადარჩა და წამოიზარდნენ. მერე ერთი წითელი დაიკარგა კიდევ. ვერ გავიგეთ სად წავიდა. 1 თვის იქნებოდა ალბათ.
ახალი თაობიდან დაგვრჩა ორი კნუტი. ერთი ჭრელი გოგო ნაცრისფერი ყავისფერში (გუსი fallout tv showდან) და ჩალისფერი ბიჭი რომელსაც ჩემმა გოგომ სიმბა დაარქვა ნამდვილი მეფე ლომობის გამო.
წინა თაობიდა ჭრელი გოგო დაგვრჩა რომელსაც სახელი ვერ მოვუფიქრეთ და უბრალოდ ჭრელას ვეძახით. მინსკის სახელი გადაერქვა და ახლა დედა კატადაა ცნობილი. ასევე მთავარი კატა და კანონიერი კატა.
ესეც დღევანდელი ფოტო.
P.s
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლეო ვიპოვე დაკარგვიდან რამდენიმე თვის მერე. იმ ავტობუსის გაჩერებაზე სადაც დაიკარგა, ძმაკაცებმა შემომირბინეს მანქანასთან ვლაპარაკობდით და მოვიდა. ბევრი ვეფერე ძალიან, ორი საყელური ეკეთა მოვლილი იყო, გასუქებული და დაკატებული. ძლივს ვიცანი, საბოლოოდ მოტეხილი კუდით მივხვდი რომ ნამდვილად ეგ იყო. სახლში წავიყვანე მაგრამ ჩხუბი დაუწყო დედამისს და-ძმებს და უკან წავიყვანე ისევ იქ დავტოვე სადაც ვნახე.
* * *
P.p.s 4ვე გავასტერილე და მეტი გამრავლებას აღარ ვაპირებ.
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...