forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (41) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვვარჯიშობთ ყველა - Vol. 5, შემართება დამანახეთ, მიზანსწრაფულობა
Nikalas
Performance


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4900
წევრი No.: 105955
რეგისტრ.: 26-November 09

  გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 13:11  #54783082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ ლეგენდარული თემის მეხუთე ნაწილში bis.gif

ეს არის თემა სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ ფიტნესის სფეროში. გამხნევებაც მოსულა. გოგოებიც გვყავს და ბიჭებიც. ზოგს წონაში დაკლება უნდა, ზოგს კუნთების მომატება, ზოგს მუცლის შეწევა, ზოგს ფეხების დაწვრილება, ზოგს ტაკოს გაზრდა და ზოგსაც უბრალოდ უსწორდება ვარჯიში.


ბევრ თქვენგანს არ ეცოდინება, მაგრამ ადამიანი რომელმაც ამ თემას სათავე დაუდო აი ასე გამოიყურებოდა. მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა და ახლა არავინ იცის რა ბედია ეწის მას. თუმცა ჩვენ დღემდე მადლიერები ვართ და არასდროს დავივიწყებთ მის ღვაწლს.
იმ დროს არავის ეგონა, რომ ეს ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული თემა უკვდავებას მოიპოვებდა ფორუმის ისტორიაში. გაისმა შეძახილები "რა დროს ვარჯიშია", "ღადაოოობთ", "ნეტა არ გცხელოდეთ", "ჩემი ვარჯიში პივაა", "გოგოებს კუნთებით ვერ დაკერავთ"... ფორუმელებს ეგონათ რომ ვარჯიში დროის კარგვა იყო, დაკუნთვის და გოგოების დაკერვის მცდელობა. ძლიერ ცდებოდნენ ისინი. დამიჯერეთ, ვარჯიში გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ესთეტიკა.

ხშირად მეკითხებიან, ნიკალას, რატომ უნდა დავიწყოთ ვარჯიში? ვარჯიშის გარეშეც მშვენივრად ვგრძნობთ თავს. მე კი მათ ვპასუხობ: ეს ახლა, სანამ ახალგაზრდები ხართ. ისინი კიდევ მეკითხებიან: კი მაგრამ, არ ვეწევით, ხშირად არ ვსვამთ, ნორმალურად ვიკვებებით, რა საჭიროა ვარჯიში? მე კი მათ ვპასუხობ: ის სარგებელი რასაც სწორი ცხოვრების წესით იმკით, შეგიძლიათ გააათმაგოთ. რამეთუ ჰომო საპიენსები ხართ, პრიმატების ერთერთი სახეობა, მოძრაობა თქვენი ყოველი უჯრედისთვის უმნიშვნელოვანესია.


ვვარჯიშობთ ყველა - ნაწილი 1
ვვარჯიშობთ ყველა - ნაწილი 2
ვვარჯიშობთ ყველა - ნაწილი 3
ვვარჯიშობთ ყველა - ნაწილი 4

წინა თემის ტოპ მპოსტავები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



უამრავი კვლევით არის დადასტურებული ვარჯიშის დადებით ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე. ტვინიდან დაწყებული ფეხის თითებით დამთავრებული ყველაფრის მკურნალია ვარჯიში. აქ არავინ არავის აძალებს ვარჯიშის დაწყებას. მაგრამ თუ გსურთ, რომ ცხოვრება გაიუმჯობესოთ როგორც მოკლე ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში მაშინ იმ სარგებელს გადახედეთ რაც აუცილებლად მოაქვს ვარჯიშს

1. ტვინის ფუნქციონირება აგიმაღლდებათ, უფრო ადვილად გადაჭრით ინტელექტუალურ პრობლემებს
2. მეხსიერება გაგიძლიერდებათ
3. იმუნიტეტიც გაგიძლიერდეთ და იშვიათად გახდებით ხოლმე ცუდად
4. ენერგიის მარაგი გაგეზრდებათ და დღის განმავლობაში უფრო პროდუქტიული გახდებით
5. უკეთესი კანი გაგიხდებათ
6. უფრო თავდაჯერებული გახდებით
7. ძილი გამოგისწორდებათ
8. დიაბეტის, ალცჰაიმერის და კიდევ ბევრი სხვა დაავადების თავიდან აცილების შანსები გაიზრდება
9. გულსისხლძარღვთა სისტემა გაგიძლიერდებათ და ინფა(რ?)ქტის რისკი შემცირდება
10. ბევრად უფრო დიდხანს იცოცხლებთ ვიდრე ვარჯიშის გარეშე
11. სტრესისადმი უფრო ამტანი გახდებით
12. დეპრესიის სიმპტომები შეგიმსუბუქდებათ


ალბათ თქვენც ხვდებით, რომ ეს ყველაფერი არაა. რაც ამ სიაში არ წერია ჩვენს გენებშია ჩადუღებული.
ათეულობით მილიონი სპერმატოზოიდიდან მაინცდამაინც თქვენმა სპერმატოზოიდმა მიაღწია კვერცხუჯრედამდე, თქვენ ჩაისახეთ დედის სხეულში, შიგ გაიზარდეთ, მერე დაიბადეთ, აქამდე ჯანმრთელებმა მოაღწიეთ და ახლა ამას კითხულობთ. ძალიან გაგვიმართლა. ვსუნთქავთ, ვჭამთ, ვსაუბრობთ, გვიყვარს - ამ ყველაფრის გამოცდის შესაძლებლობა გვებოძა სრული შემთხვევითობის წყალობით. წყალს არ გაატანოთ ეს შესაძლებლობა, იმოძრავეთ, მადლიერები და ბედნიერები იყავით. ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანებით ტკბობის უნარს გისურვებთ love.gif


ზაფხულის თემაა და არ გვაწყენს საღამოს პლიაჟი დასამშვიდებლად
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


თემის მეხუთე ნაწილს გახსნილად ვაცხადებ bis.gif











--------------------
ცხოვრებას ფერი არ ჰქონია მხოლოდ ნარინჯის

AVN
nutt up or shut up


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6891
წევრი No.: 147739
რეგისტრ.: 28-April 12

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 13:20  #54783127      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Fix
მუსკულები და პრესების თემას up.gif
პიანისტი
Unforgiven


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18207
წევრი No.: 136283
რეგისტრ.: 25-September 11

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 13:22  #54783138      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგი თემაა ,გილოცავთ bis.gif



........


--------------------
Great Karma
Forza juve!
For Gloriciouses
https://www.youtube.com/watch?v=rVXy1OhaERY

https://youtu.be/9aRlxHtB0pg
LooLaa
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21703
წევრი No.: 147400
რეგისტრ.: 23-April 12

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 13:39  #54783205      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახლავე გადავჯდები 1 დივანიდან მეორეზე


--------------------



Every saint has a past and every sinner has a future
LTC100
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6753
წევრი No.: 234509
რეგისტრ.: 10-August 17

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 13:42  #54783215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისე დატვირთული ვარ სავარჯიშოდ არ მცალია mad.gif


--------------------
--------
holden kolpildi
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22496
წევრი No.: 136294
რეგისტრ.: 25-September 11

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 13:42  #54783219      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LooLaa
ძაან დაიკუნთები გოგო რათ გინდ აკუბიკები
LTC100
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6753
წევრი No.: 234509
რეგისტრ.: 10-August 17

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 13:46  #54783234      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
კუბიკები

LooLaa
არ დაიკუბიკო , მართალს გეუბნება givi.gif
LooLaa
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21703
წევრი No.: 147400
რეგისტრ.: 23-April 12

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 13:53  #54783268      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
holden kolpildi
LTC100

არა არა.

კურდღელივით რბილი ვიქნები მთელი ცხოვრება

sad.gif(((

somnambuli
Buta


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11268
წევრი No.: 73009
რეგისტრ.: 31-October 08

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 14:04  #54783324      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მევიდა ჩვენი დრო... ეს ბოლო თვე კარგად დავცხე მაგრამ გავცივდი.. 2 კვირაა ვირუსი მაქვს. დასკვნა : ვარჯიში კლიავს


გამოვიჩინე კუბკები

ნიკალას დადე ფოტო რა ჯანზე ხარ

გრილ წყალში ვიბან მარა ვირუსი გადამედო სახლში, რაღაც მახინჯი...




This post has been edited by somnambuli on 9 Jun 2019, 16:47


--------------------
ვინც თვლის, რომ საკმარისი არის საკმარისი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი. :)
Nikalas
Performance


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4900
წევრი No.: 105955
რეგისტრ.: 26-November 09

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 14:41  #54783509      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ძაან დაიკუნთები გოგო რათ გინდ აკუბიკები

სად ჩამიტყა ჰოლდენამ biggrin.gif
რა ვქნა არ მომწონს ეს ძაან პრესიანი გოგოები და მამკალით.

somnambuli
ვაა ეს ვინ დაბრუნდა love.gif
ვინც არ იცით, სომნამბული არის ერთერთი ყველაზე მოქნილი მოვარჯიშე ადამიანი ამ თემაში.


QUOTE
ეს ბოლო თვე კარგად დავცხე მაგრამ გავცივდი.. 2 კვირაა ვირუსი მაქვს. დასკვნა : ვარჯიში კლიავს

ვარჯიში იმუნიტეტს აძლიერებს. მე გირჩევ ცივი წყლით ბანაობა დაიწყო თუ ხშირად ცივდები.

QUOTE
გამოვიჩინე კუბკები

ბოლოს რომ გნახე კუბიკების არაფერი გეტყობოდა biggrin.gif
დაგვენახე აბა ერთი.
იმედია ცოტა მოიმატე და ისევ ქარს არ დაყავხარ biggrin.gif


QUOTE
ნიკალას დადე ფოტო რა ჯანზე ხარ

დავდებ მერე.
85 კილო ვარ ამჟამად და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მარა მინდა კიდე ჩამოსვლა. არ არი ჩემი სიმაღლის წონა ეს. ძაან დიდი ვარ.
somnambuli
Buta


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11268
წევრი No.: 73009
რეგისტრ.: 31-October 08

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 16:50  #54784039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამოვიჩინე. ჯერ არ მაქვს კარგად. ბჯ მომატება მინდა პროტეინის სმა დავიწყე მარა მოვიკელი 2კგმდე....





ამის მერე მკერდი მოვიდიდე ცოტა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჰერცოგი_ალბა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2326
წევრი No.: 235574
რეგისტრ.: 22-September 17

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 19:03  #54784535      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

Nikalas

QUOTE
რაღაც აფერისტობას უფრო გაქვს. რავი აბა. მარტო მუცლის დაჭიმვით რო ყენდებოდეს პრესი სადაა

კარგი და პლანკაც ხომ მარტივი ვარჯიშია და მიუხედავად ამისა ის ეფექტურია? smile.gif

somnambuli
აი შენ რომ "სწორი" მუცელი გაქვს ეგეთი მინდა smile.gif

This post has been edited by ჰერცოგი_ალბა on 9 Jun 2019, 19:04


--------------------
შავი დღე ვაყარე პიდარასტ ჰოლანდიელებს მე-16 საუკუნეში
somnambuli
Buta


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11268
წევრი No.: 73009
რეგისტრ.: 31-October 08

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 19:21  #54784593      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰერცოგი_ალბა
მე კიდე ღიპი მინდა რო კუნთად ვაქციო

30ჯერბევრიღიპი

70კგ მდე ვიყავი, რაც მუცელი გავიმკვრივე ემანდ მომაკლდა 2.5კგ
AVN
nutt up or shut up


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6891
წევრი No.: 147739
რეგისტრ.: 28-April 12

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 19:32  #54784634      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
somnambuli
სიმღლეში რამდენი ხარ?
ზოლიანი s7 active up.gif
ჰერცოგი_ალბა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2326
წევრი No.: 235574
რეგისტრ.: 22-September 17

გამოგზავნილია: 9 Jun 2019, 20:17  #54784834      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (somnambuli @ 9 Jun 2019, 19:21 )
ჰერცოგი_ალბა
მე კიდე ღიპი მინდა რო კუნთად ვაქციო

მანდ რაღაც ვერ ვხედავ ღიპს chups.gif
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (2 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (41) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0228 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]