#61248318 · 12 May 2024, 14:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
anibani18
QUOTE | მეორე მხრივ, ასეთი მიდგომით რას ასწავლი? რომ შენი, როგორც მშობლის, სიყვარული დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად კარგად მოიქცევი? ეს მესიჯი სწორია? |
მშობელს და შვილს შორის ურთიერთობა უნდა იყოს ურთიერთნდობაზე დამყარებული, შვილს უნდა ჰქონდეს მშობლის იმედი, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, დედა და მამა არ არის მისი კლასელი და მისი ტოლი. სადღაც ყოველთვის არსებობს კედელი, რომელიც არ უნდა გადალახო მშობელთან ურთიერთობის დროს(თუნდაც ჩვენ ზრდასრულებმა). მშობელს ჭირდება პატივისცემა შვილისგან. რთული ისაა, სწორად როგორ გადაანაწილო ეს ყველაფერი. ბავშვს ხან ჭირდება გაბრაზებაც, დასჯაც, ჭკუის სწავლებაც. სასჯელი რა უნდ აიყოს, ესაა მნიშვნელოვანი, თორემ, არ დასაჯოო არავინ გეუბნება. ზღვარი როგორ არ უნდა გადაილახოს, ესაა ცოტა რთული დასადგენი, სიტყვებით ყველა მაგრები ვართ, რეალობაშია რთული : )
This post has been edited by mashusha on 12 May 2024, 14:43
--------------------
ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა. შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოის ტაბლისა შენისა...
იმედითა შენითა...
გავაბითურეთ სამშობლო მართლაც სამოთხის სადარი, სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არის...
|