ქართველებს 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ." - სერგეი შამბა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 26 მაისს გაკეთებულ მიმართვას ეხმაურებიან, სადაც პრემიერმა ხელისუფლების "ქართულ ოცნებაზე“ - 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრებაზე ისაუბრა, "აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად“.
აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები.
"მათ 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ, გასაგებია, ვის უკვირს ეს? ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ჩვენთვის ახალი არაფერია. აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, მისი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება“, - განაცხადა შამბამ.
განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. დეპარტამენტი "აბსოლუტურად შეუფერებლად მიიჩნევს ნებისმიერ საუბარს ე.წ. საქართველოსთან შეერთებაზე“.
"აბსოლუტურად უადგილოდ მიგვაჩნია ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" არის სახელმწიფო, რომელმაც მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან ხანგრძლივ, სისხლიან ბრძოლაში და გადაიხადა უზარმაზარი ფასი თავისუფლებისთვის“...
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა მრავალწლიანი სისხლიანი ბრძოლის შედეგად ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ, გადაიხადა უზარმაზარი ფასი თავისუფლებისთვის. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხმა გააკეთა არჩევანი თავისი სუვერენული სახელმწიფოებრიობის აშენებისა და მეგობრული ურთიერთობებისა და ინტეგრაციული კავშირების განმტკიცების სასარგებლოდ რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთ რეალურ გარანტთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
* * *
ჩეხეთი ;დ