David Gilmour (დევიდ გილმორი)
დევიდ ჯონ გილმორი (ინგლ. David Gilmour; დ. 6 მარტი, 1946) — ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი, ინგლისელი მომღერალი და გიტარისტი. უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის გიტარისტი (1968-დღემდე). სწორედ მან ჩამოაყალიბა ჯგუფის ორიგინალური მელოდიკა, გიტარაზე დაკვრის გამორჩეული ტექნიკით შესძინა მას ყველა დანარჩენი ჯგუფისგან გამორჩეული ჟღერადობა. აღსანიშნავია აგრეთვე დევიდის ვოკალიც, რომელიც წლების განმავლობაში პინკ ფლოიდში მის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად რჩებოდა. მას ასევე აქვს გამოშვებული სამი სოლო-ალბომი და აქვს მიღებული მონაწილეობა მრავალი სხვა მუსიკოსის პროექტშიც.
ცხოვრება პინკ ფლოიდამდე
გილმორი დაიბადა და გაიზარდა გრანჩესტერის მინდვრებთან, კემბრიჯში. მამამისი, დუგლას გილმორი იყო ზოოლოგიის ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტში, დედამისი კი - მასწავლებელი. გილმორი დადიოდა პერსის კოლეჯში, ჩერი ჰინტონზე, კემბრიჯში. სწორედ იქ გაიცნო მან სიდ ბარეტი. დევიდმა მას ასევე ასწავლა გიტარაზე დაკვრის რამდენიმე ხერხი. თუმცა, ისინი თავიდანვე ერთად არ უკრავდნენ არც ერთ ჯგუფში, გილმორმა კი დაიწყო ჯოუკერს უაილდში გამოსვლა. მან დატოვა ეს ჯგუფი 1966 წელს და დადიოდა ესპანეთსა და საფრანგეთში მდინარეში საბანაოდ (დაუშვებელ ადგილებში).მისივე თქმით, ის დაბრუნდა მეგობრებთან ერთად მანქანით, რომელშიც ესხა მოპარული საწვავი.
პინკ ფლოიდში
დევიდი შეუერთდა პინკ ფლოიდს 1967 წლის ბოლოს.ამრიგად, ჯგუფი ხუთკაციანი გახდა.თავდაპირველად იგი გამოდიოდა სცენაზე და უკრავდა სიდ ბარეტის პარტიებს.სიდის წასვლის შემდეგ, გილმორი გახდა ჯგუფის მთავარი გიტარისტი და როჯერ უოტერსთან/რიჩარდ რაიტთან ერთად ასრულებდა სიდის ვოკალურ პარტიებს.მისი გიტარაზე დაკვრის მანერა და ტექნიკა დაიხვეწა 70-იან წლებში და იქცა ჯგუფის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად. ალბომების Dark Side of the Moon და Wish You Were Here წარმატების შემდეგ, უოტერსი სულ უფრო მეტად აკონტროლებდა ალბომის დაწერისა და ჩაწერის პროცესს.მას სურდა, უფრო მეტი ყურადღება გაემახვილებინა ტექსტებზე, რაც გილმორს არ მოსწონდა, მას უფრო მეტად მუსიკალური მხარე ადარდებდა.წარმოიშვა კონფლიქტები, რომლებმაც როჯერს დაატოვებინეს ჯგუფი ალბომის The Final Cut გამოცემის შემდეგ. 1985 წელს უოტერსმა განაცხადა, რომ ჯგუფი ისტორია დასრულებულია, თუმცა 1986 წელს გილმორმა და ნიკ მეისონმა გამოსცეს პრეს-რელიზი, რომელშიც ეწერა, რომ ისინი კვლავაც იმუშავებენ, ოღონდ როჯერის გარეშე.გილმორმა ითავა ჯგუფის ლიდერობა, დააბრუნა მასში უოტერსის მიერ გაგდებული რიჩარდ რაიტი (კლავიშები) და სამეულთან (სესიურ მუსიკოსებთან ერთად) ჩაწერა ჯგუფის ორი სტუდიური ალბომი და მოაწყო ორი დიდი მსოფლიო ტური. 2005 წლის 2 ივლისს როჯერ უოტერსი შეუერთდა ჯგუფს ჰაიდ პარკში, კონცერტზე Live 8.მან და გილმორმა დაივიწყეს ძველი კონფლიქტები და შერიგდნენ.ამჟამად გილმორის მომავალი ჯგუფთან მიმართებაში უცნობია.
სოლო-კარიერა
პინკ ფლოიდში ალბომების ჩაწერის გარდა, დევიდს აქვს პროდიუსერად, ხმის ინჟინრად და სოლო-კარიერის გამოცდილება.1978 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი David Gilmour, ხოლო 1984-ში - About Face (პირველი ალბომის მხარდასაჭერი ტური არ გამართულა, ხოლო მეორე ალბომს მოჰყვა საკმაოდ შთამბეჭდავი საკონცერტო ტური).
2001 და 2002 წელს მან გამართა რამდენიმე ნახევრად აკუსტიკური სოლო-კონცერტი ლონდონსა და პარიზში, რომელიც ასევე გამოიცა ვიდეოფილმის სახით.მისი მესამე სოლო-ალბომი, On An Island გამოვიდა 2006 წლის 6 მარტს, მუსიკოსის 60-ე დაბადების დღეზე.ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად და მოჰყვა გრანდიოზული კონცერტების სერია - თავდაპირველად ევროპაში, შემდეგ - შტატებში, შემდეგ კი კვლავ ევროპაში.კონცერტებზე მასთან ერთად ასევე უკრავდა თითქმის ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პინკ ფლოიდის წინა ტურებში, რიჩარდ რაიტთან ერთად.
სხვა მუსიკოსებთან
სოლო და პინკ ფლოიდთან მოღვაწეობასთან ერთად, დევიდ გილმორი არის წარმატებული პროდიუსერიც.იგი უკრავდა და პროდიუსერობას უწევდა სხვადასხვა ცნობილ შემსრულებელს, როგორებიც არიან კეიტ ბუში, გრეის ჯონსი, ტომ ჯონსი, ელტონ ჯონი, ბი ბი კინგი, პოლ მაკ-კარტნი, ჯონ ლენონი, სემ ბრაუნი, ჯულს ჰოლანდი, ბობ დილანი, პიტ ტაუნზენდი, The Who, სუპეტრემპი, ლევონ ჰელმი, ალან პარსონსი, Duran Duran და სხვები.
მუსიკალური სტილი
გილმორს აქვს ძალიან სპეციფიური შესრულების ტექნიკა და სტილი, რომელიც უფრო მეტად ეყრდნობა ბლიუზს.მისი სოლოები ითვლება კომპოზიციურად სრულყოფილ და ემოციურ ნამუშევრებად.ინტერვიუებში იგი ამბობს, რომ თავად მიაღწია ამ დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელ წლებში სურდა უფრო მეტად ჰარისონობა ან კლეპტონობა.იგი აგრეთვე იყენებს უამრავ საინტერესო სპეც-ეფექტს.
სხვადასხვა სოლოს შესრულებისას იგი ხშირად იცვლის გიტარებს.მისი საყვარელი გიტარაა ფენდერი, თუმცა, მის ხელში ამ ინსტრუმენტს საკმაოდ ორიგინალური ჟღერადობა აქვს და ეს უფრო მეტად თავად მუსიკოსის დამსახურებაა.
იგი აგრეთვე უკრავს სხვა ინსტრუმენტებზეც - კლავიშებზე, დასარტყამებზე და საქსოფონზე.პინკ ფლოიდის სხვადასხვა სიმღერაში მან დაუკრა ბას გიტარაზეც.
1996 წელს დევიდ გილმორი, როგორც პინკ ფლოიდის წევრი, შეყვანილი იქნა როკ'ენ'როლის დიდების დარბაზში.
2006 წლის აგვისტოში მისი სოლო სიმღერიდან Comfortably Numb ჟურნალის Planet Rock მკითხველებმა დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო სოლოდ.
ოჯახი
პირველი ქორწინებისგან გილმორს ჰყავს ოთხი შვილი: ელისი (დ. 1976), კლერი (დ. 1980), სარა (დ. 1982) და მეტიუ (დ. 1985).ისინი დადიოდნენ ვალდორფის სკოლაში, მაგრამ, მუსიკოსის თქმით, განათლების პროცესი საშინელი იყო.მეორე ქორწინებისაგან, ჟურნალისტ პოლი სემსონთან ერთად, მას ჰყავს ოთხი შვილი.ერთ-ერთი მათგანი, ჩარლი, პოლის წინა ქორწინებისაგან ჰყავდა.მისი ხმა ჟღერს პინკ ფლოიდის სიმღერის High Hopes ფინალში.
ფილანტროპი გილმორი
2003 წლის მაისში დევიდმა მიჰყიდა ლონდონის სახლი ერლ სპენსერს (ლედი დიანას ძმას) და გადარიცხა £3.6 მილიონი (დაახლოებით 5.9 მილიონი დოლარი) უსახლკარო და ფსიქიურად ავადმყოფი ხალხის დახმარების ფონდში.იგი აგრეთვე ეხმარება ფსიქიურად დაავადებულ ადამიანთა დახმარების ევროპულ ორგანიზაციას, გრინპისს, ემნესტი ინტერნეშენელს და სხვა ფონდებს.
2003 წლის ნოემბერში, ფილანტროპიისათვის და მუსიკაში წვლილის შეტანისათვის მან მიიღო ბრიტანული იმპერიის ორდენი
სხვა ჰობი
დევიდ გილმორი აგრეთვე არის გამოცდილი პილოტი.მისი კომპანიის, Intrepid Aviation ეგიდით, მან შეაგროვა ისტორიული თვითმფრინავების კოლექცია.შემდგომში მან გადაწყვიტა ამ კომპანიის გაყიდვა და დაიტოვა მხოლოდ მცირე ზომის თვითმფრინავი.
დეივი თუ დევიდი
მიუხედავად რბილი ხასიათისა, დევიდი ღიზიანდება, როდესაც მას უწოდებენ დეივს.მისივე თქმით, იგი არასოდეს იყენებდა ამ ზედმეტსახელს.მიუხედავად ამისა, პინკ ფლოიდის დანარჩენი სამი წევრი მას ხშირად უწოდებდა დეივს.ალბომებზე Meddle და David Gilmour იგი ნახსენებია, როგორც დეივი. საგულისხმოა, რომ 2001 წელს, ცნობილი მწერლის, დუგლას ადამსის გარდაცვალების შემდეგ, ამ ადამიანისადმი მიძღვნილ ინტერნეტ ფორუმზე დევიდმა გამოაქვეყნა გზავნილი, სადაც იგი ხელს აწერს: შენი მეგობარი და ფანი, დეივი.
დისკოგრაფია
პინკ ფლოიდი
A Saucerful of Secrets – 29 ივნისი 1968.
More – 27 ივლისი 1969.
Ummagumma – 25 ოქტომბერი 1969.
Atom Heart Mother – 10 ოქტომბერი 1970.
Meddle – 30 ოქტომბერი 1971.
Obscured by Clouds – 3 ივნისი 1972
The Dark Side of the Moon – 17 მარტი 1973.
Wish You Were Here – 15 სექტემბერი 1975.
Animals – 23 იანვარი 1977.
The Wall – 30 ნოემბერი 1979.
The Final Cut – 21 მარტი 1983.
A Momentary Lapse of Reason – 8 სექტემბერი 1987.
Delicate Sound of Thunder – 22 ნოემბერი 1988.
The Division Bell – 30 მარტი 1994.
P•U•L•S•E – 29 მაისი 1995.
სოლო ალბომები
David Gilmour – 25 მაისი 1978
wikipediaAbout Face – 27 მარტი 1984
wikipediaOn an Island – 6 მარტი 2006
wikipediaLive in Gdańsk – 22 სექტემბერი 2008
wikipediaსაუნდტრეკები
Fractals: The Colors of Infinity, დოკუმენტური ფილმი - 1994
სინგლები
There's No Way Out of Here, 1978
Blue Light, მარტი, 1984
Love on the Air, მაისი, 1984
On an Island, 6 მარტი 2006
Smile, 13 ივნისი 2006
Arnold Layne (ცოცხალი) 26 დეკემბერი 2006
ფილმები
David Gilmour Live 1984 (VHS) – სექტემბერი 1984
wikipediaDavid Gilmour in Concert (DVD) – ოქტომბერი 2002
wikipediaRemember That Night (DVD/BD) – სექტემბერი 2007
wikipediaLive in Gdańsk (DVD) – სექტემბერი 2008
wikipediaთანამშრომლობა სხვა მუსიკოსებთან გილმორის ფენდერი
იმედია არ დამიწყებთ, ფლოიდების თემა ხომ არისო.
ამ კაცის დაკრულზე ვაბოდებ და რა ვქნა ხალხნო.
მან შემაყვარა ზემოთ ხსენებული პინკები და საერთოდ, მუსიკა.
არ ვიცი რა დავწერო ამ ადამიანზე, უბრალოდ უსმინე...
პ.ს. ვფიქრობ არ ჩაიძირება თემა.
This post has been edited by კედელი on 29 Dec 2012, 01:23