მოდი ვისაუბროთ ამ ბრწყინვალე რეჟისორზე და მის ფილმებზე.
გასულ შაბათსაღამოს რაი-უნოს რიგით კიდევ ერთ უზარმაზარ შოუში მონაწილეობას იღებდა 92 წლის მარიო მონიჩელი.
ბაბუა მონიჩელი ისე ქულად იყო ჩაზმანული, კრემისფერი კოსტუმი და რამე. მაგარი საკაიფო გამჭვირვალე ღია ყავისფერი სათვალეები. ტროსტი. რო შეხედავდი L'Uomo Vogue-ის რეკლამა გეგონებოდა.
რა თქმა უნდა მონიჩელი ყოველთვის მეტია ვიდრე მეშჩანური "ვოუგები" თუ ეგეთი რამეები. და ეს ყველაფერი მისი შინაგანი სიძლიერის მხოლოდ გარეგანი ასპექტია. 92 წლის ასაკში ესე შეინარჩუნო ახალგაზრდული სული, ალბათ არ იქნება ადვილი.
მონიჩელიზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება. ის იტალიური სახალხო კომედიების
Commedia all'italiana სულისჩამდგმელია. (ჩვენ ფორუმზე ასევე გვაქვს თემა ამ ჟანრის სხვა უბრწყინვალეს რეჟისორზე - პიეტრო ჯერმი.)
როგორც ყოვლისმცოდნე ვიკიპედია იუწყება ეს ჟანრი დაიწყო სწორედ მონიჩელის ფილმმა-
სათაური ორგინალში -
I Soliti ignoti (1958)საბჭოთა გაქირავებაში ფილმი გადიოდა სათაურით - ბოროტმზრახველები, როგორც ყოველთვის დარჩნენ უცნობი.
ფილმი სარგებლობდა არაჩვეულებრივი პოპულარობით. ასევე 1959 წელს წარდგენილი იყო ოსკარზე, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი.
მონიჩელის სრული ფილმოგრაფია IMDB-ზე -
http://www.imdb.com/name/nm0598102/პირველი ფილმი, I Ragazzi della via Paal გადაღებული აქვს 1935 წელს, ყველაზე ახალი 2006 წელს- Le Rose del deserto.
მონიჩელი მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ იღებდა ძირითადათ კომედიებს ნეო-რეალისტურ სტილში ალბათ ყველაზე ცნობილი იტალიელი კომიკოსის ტოტოს მონაწილეობით.
მონიჩელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია - დიდი ომი (1959)
La Grande guerraფილმი 1960 ასევე წარდგენილი იყო ოსკარზე, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი.
ოსკარებზე წარდგენილია ასევე მისი კიდევ ორი ფილმი-
საბჭოთა გაქირავებაში - მეგობრები
და
60-იანი წლების უპოპულარესი კომედია
მონიჩელის ფილმებში იტალიელების გარდა თამაშობენ ჰოლივუდელები, ფრანგები, სკანდინავიელები.
თემის ავტორის მონიჩელის ფავორიტი ფილმია
La ragazza con la pistola (1968)სსრკ-ში გადიოდა სათაურით -
არ ააცდინო ასუნტაიმის მერე რაც სიცილიელ ახალგაზრდა ქალს ასუნტას (არაჩვეულებრივი მონიკა ვიტი) პატივს აყრის მისი უღირსი შეყვარებული. ის, ასუნტა გადაწყვიტავს დაუნდობლად შური იძიოს მასზე. მიდის ლონდონში რათა იქ მიაბრიდოს თავისი ძველი სიცილიური პისტოლეტით. მაგრამ ასუნტას ლონდონში ფოტომოდელის ბრწყინვალე კარიერა ელის. თუმცა ეს სრულიადაც არ შველის მის გაბზარულ ქალის გულს.
ფოტომოდელის ბრწყინვალე კარიერა, თუ საკუთარი ღირსების დაცვა -აი რა არჩევანის წინაშე დგება ასუნტა. როცა ის თავის ყოფილ ნაშას თავისი ფეხების უზარმაზარი რეკლამის ქვემოთ მდგარს დაინახავს.
მონიჩელის ფილმები დევს როგორც ტორენტებზე ასევე ე-მულეზე.
ვენეციის ფესტივალის ჟიურის თავჯდომარე