#61301864 · 31 May 2024, 01:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ამბობენ სეროტონიის და დოპამინის ამბებიაო სულ |
სეროტონინი გუნება-განწყობაზე მოქმედებს, დოფამინი სიამოვნების დროს გამომუშავდება. სიყვარულის ნამდვილი ჰორმონი კი ოქსიტოცინია, რაც უზრუნველყოფს სოციალურ და ემოციურ კავშირებს ადამიანთა შორის, მიჯაჭვულობისა და მონატრების გრძნობას. მონაწილეობს ადამიანის დაბადების პროცესში და შემდეგ მის განვითარებაში. ცნობილია, რომ ოქსიტოცინის დეფიციტი აქვთ აუტისტებს. ოქსიტოცინის დონე იზრდება ბავშვში, როდესაც ის მშობლებთან ურთიერთობს, შეყვარებულობის დროს, ჩახუტებისას, სექსის დროს... მაგრამ ონ ნაით სთენდის შემთხვევაში ოქსიტოცინი ვერ ასწრებს გამომუშავებას. მხოლოდ დოფამინი ადის პიკურ ნიშნულამდე და შემდეგ დრამატულად ეცემა. ამიტომ არის, რომ შემთხვევითი კავშირის შემდეგ ორივე პარტნიორი ფრუსტრაციას განიცდის.
|