საქართველო - ჩეხეთი EURO 2024 F ჯგუფის მე-2 შეხვედრა.
თურქებთან წაგებული შეხვედრის მერე, მომდევნო მატჩს, 22 ივნისს, ჩვენი ეროვნული ნაკრები, ჰამბურგში ჩეხების წინააღმდეგ გამართავს.
ჩეხებთან ურთიერთშეხვედრები არ გვაქვს, ჩვენი პირველი დატაკება იქნება და მით უფრო საინტერესოა.
ამჟამად ჯგუფი F ასე გამოიყურება:

როგორც თურქეთი ჩეხებიც ევროპაზე შესარჩევიდან გავიდნენ მე-2 ადგილით, ალბანეთმა ბურთების უკეთესი შეფარდებით აჯობა.

ჩეხეთმა პორტუგალიასთან უკვე ითამაშა და 1-2 წააგო პორტუგალიელების დიდი უპირატესობის მიუხედავად.
პატარა სტატისტიკა აქვე ჩანს, ერთი კუთხურიც კი არ ჩაუწოდებიათ ჩეხებს.

შემადგენლობაზე დეტალურად აღარ დავწერ, უმეტესი ფეხბურთელი პრაღის სლავიადან ყავთ, ვესტ-ჰემი და ერთიც ლევერკუზენიდან.
ამ ეტაპისთვის მე-4 ადგილზე ვართ და საუკუეთესო მე-3 ადგილოსნების ოთხეულში შესვლის შანს ვინარჩუებთ.

*ერთა ლიგიდან მოყოლებული ჩვენი პრობლემები უცვლელი რჩება , სუსტი ცენტრი რომელიც კიდევ უფრო სუსტდება კიტეიშვილის არ ყოფნით.
*თურქებთან ვნახეთ კარგი მექვაბიშვილი რომელიც შეტევით ფაზაში სუსტია. ვნახეთ მარცხენა ფლანგი და წიტაიშვილის რეგრესი, რომელიც ლეხ პოზნანში დაიწყო და დინამო ბათუმში გაგრძელდა.
*შეცვლიდან გაძლიერება ნაკლებად გამოგვდის, მაღალი პრესინგის სათამაშოდ შესაბამისი ფიზიკური მომზადება არ გვაქვს.
სავარაუდოდ სანიოლი გარკვეულ ცვლილებს შეიტანს და წიტაიშვილის ნაცვლად შეიძლება ვიხილოთ გოჩოლეიშვილი, ფიზიკურად და ბურთის ატანაში კარგი, ნორვეგიასთან შეცვლაზე შემოსული არ იყო ცუდი, მაგრამ რამდენად იქნება საკმარისი არ ვიცი.
<<< რაც თვალს აკლია ხოლმე ჩვენს ნაკრებში არის დაცვის ხზის აწევა, შეტევაში, ბურთის ასატანად მცველის ასვლა, თავს ვერ დავდებ მაგრამ მეტოქის ნახევარზე ბურთით გადასული არც კვერკველია მინახავს, არც კაშია და არც დვალი, რასაც გველესიანი თამამად აკეთებდა მონტენეგროსთან, ასევე საზონოვი ესპანეთთან, ხისტად და ზევით აწეული თამაშობდა, თან ბურთს ნორმალურად იგერიებს, კაშია კვერკველიასავით მეტოქისკენ არ ისვირს. ცხადია ჩეხეთი მონტენეგრო არაა, მაგრამ შეტევითი პოტენციალის გაზრდისთვის სასარგებლო თვისებაა, მითუმეტეს რომ ორი ცენტრალური მცველითა და მამარდას წყალობით შეგვიძლია მოსაგები ან გადასარჩანი თამაშის დროს ასეთ ,,რისკზე'' წასვლა. >>>
არის ცოტა ღრმა მომენტები სადაც ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი და მხოლოდ შავი თეთრით ვერ გადაწყვიტავ, ზუსტად ასეთი შემთხვევაა ჩვენი ევროპაზეც გასვლა.
- სანიოლის თავკაცობით გავედით ევროზე, მაგრამ სანიოლი კარგი მწვრთნელი არაა.
- ბევრი ახალგაზდა ფეხბურთელი გვყავს რომელიც უკვე იმსახურებს ძირითადში თამაშს, მაგრამ გამოძახებულიც არაა, თუმცა არ ერთა ლიგაზე ყოფილან არც შესარჩევში და ვერც ევროზე წაიყვანდა. აქაც არის ლოგიკის მარცვალი
- ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო როგორმე ევროზე გაძრომა, არ აქვს მნიშვნელობა რა შემადგენლობით რა შედეგით და ასე შემდეგ. ჰოდა აგერ ვართ შესაბამისი შედეგით.
- პრაგმატულობა, აკლია სამწვრთნელო შტაბსაც და ნაკრების ფეხბურთელებსაც, მამარდას გამოსვლას ეხება, კი ბატონო, ემოციური მუხტია მაგარი, მაგრამ არაპრაგმატული. ამას დროული შეცვლები ჯობია.
ჩვენს ბიჭებს რაც შეეხება იბრძოლეს, მართლა იბრძოლეს, მაგრად ვითამაშეთ და წავაგეთ თემაა. ოღონდ ის ადრე ვითამაშეთ და წავაგეთ არა.
ჩემი პირადი სუბიექტური აზრია რომ ეროპის მერე სანიოლი უნდა წავიდეს და ნაკრები გადახალისდეს.
This post has been edited by ელექტროხულიგანი on 19 Jun 2024, 12:49