forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (166) « პირველი ... 164 165 [166]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართველი ხალხის წარმომავლობა, გენეტიკა, რასობრივი მახასიათებლები
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16223
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 15 Feb 2020, 13:19  #55844936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kakha.G
QUOTE
მოიცა აბა შენ ქართველობა დაკარგე? შენ არ დაწერე ქართველის ბუნებრივი პროფესიებია; საშაურმო სახაჭაპურო ტაქსისტი ფანდურისტი ჯეკპოტისტი ბაზარი.



ხო , მე შევიცვალე ერთი 10 წლის წინათ .
Меняться надо начинать с себя .


--------------------
Везде, где еще процветает невежество, грубость нравов и суеверие, где торговля хромает, земледелие влачит жалкое существование, а мистика могущественна, там встречаем мы и национальный костюм. 

Ницше
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7694
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 15 Feb 2020, 22:52  #55847050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
..................................
user posted image


--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
BRUTHA
hotz


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2508
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09

გამოგზავნილია: 17 Feb 2020, 03:52  #55851749      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
butkuj
QUOTE
და რედაქტორმა ენას ნაცვლად დიალექტიაო ?

მეგრული, თუ მასში ლაზურსაც/ჭანურსაც არ გულისხმობ, ცალკე აღებული არის სწორედ დიალექტი. მეგრულს და ლაზურს/ჭანურს ერთად უწოდებ ენა. ამ მხრივ აქ არაფერია შეცდომა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ასე დაწურულად თუ მივუდგებით, "სვანური"-ს ადგილი მანდ არ იყო.

ისე, ჩემი სუბიექტური აზრით, რასაც მეცნიერულად "ზანური" ან "კოლხური" ან "მეგრულ-ლაზური/მეგრულ-ჭანური" ენა ეწოდება, უნდა ერქვას (ერქვა კიდეც ტრადიციულად, ისტორიულად, ამჟამად ხალხურადაც) "მეგრული".
"ზანური" - ეს დაახლოებით ისეთია, ქართულ ენას "მესხური ენა" რომ ვუწოდოთ.
"კოლხური" - ქართულ ენას "იბერიული" რომ ვუწოდოთ.
"მეგრულ-ლაზური/მეგრულ-ჭანური" - ქართულს რომ "ქართულ-ტაიქური" ანაც "ქართულ-აჭარული" დავარქვათ.
სამივე ხელოვნური ან შეუსაბამოა. ერთადერთი სწორი სახელი ამ ენისთვის არის "მეგრული".
თუ მაინც და მაინც მეცნიერულ-ხელოვნურად გვინდა სახელების დანათვლა, რასაც ვიწრო გაგებით მეგრულს ეძახით, შეიძლება ეწოდოს "ოდიშური". ოდიშური და ლაზური/ჭანური, როგორც მეგრულის დიალექტები.

QUOTE
როდესაც ენა სამეგრელოში სტატუსს მიიღებს

QUOTE
მასზე აბრებზე დაწერ პურის გვერდით ქობალი

ხო, სამეგრელოში (და სააფსუე სამირზაყანშიც) მეგრულის სტატუსი ზუსტად აბრაზე "ქობალის" წასაწერად უნდათ. ))
აბრაზე "ქობალის" წარწერა არც ახლაა აკრძალული.

ჩვენს სინამდვილეში ქართულისგან მოწყვეტილად მეგრულის განხილვიდან, სამეგრელოში მისთვის ასე ცალკე ოფიციალური ენის სტატუსის მინიჭებიდან ცალკე ერობამდე ("მარგალ ნაცია"-მდე) და ტანკობანამდე ერთი ნაბიჯიც არაა. ეს რომ ასე შიეძლება მოხდეს, გონებახსნილ ადამიანში ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ეს ნაციოაბანა-ტანკობანა კიდევ ჩვენ ყველას და ყველაზე მეტად სწორედ სამეგრელოს დააზარალებს, არც ამაში უნდა ეპარებოდეს ვინმეს ეჭვი.
ვინც ამაში საფრთხეს ვერ ხედავს, გულუბრყვილოა.
ვინც ამაში საფრთხეს არ ხედავს, მტერია.
არის კიდევ კატეგორია, ჯერ რომ ვერ გაერკვევი, გულუბრყვილოა თუ მტერი.

ეს პრობლემა შიდაქართული, შინაურული რომ არაა, ცხადია.
საკუთრივ შიდაქართული რაცაა, ადვილად მოგვარდებოდა - ელემენტარული განათლებით, გათვითცნობიერებით. და ძალიან ბევრ გაუგებრობას და პრობლემასაც გადაჭრიდა.

QUOTE
მეგრული ენის პოპულარიზაციის ერთადერთი გზაა

მეგრულს პოპულარიზაცია არ სჭირდება. მეგრულს სჭირდება გადარჩენა.
მეგრული არაა "ჩეჩილი ყველი" და "დამბალხაჭო", "იმედის დილაში" წაუსიუჟეტო და აპოპულარულო. კიდევ უარესი, რაც "ჩემი ცოლის დაქალებით" (და ზოგადად, მსგავსი რამეებით) ხდება - მეგრულის გაპაპმპულება.
არც მაფასკირების თარგმნით და "ბჟაშ ჩხორია" გაზეთების გამოცემით ეშველება მეგრულს. არავინ წაიკითხავს, რაც არ უნდა 24 საათი ატრიალო. არ არის საჭირო და აუცილებელი. ზედმეტია, ძალიან უაზროდ ზედმეტი. თან, ზოგადად, ასეთი რამეები ისედაც ძალიან ვიწრო წრეზე თვალისწინდება ყოველთვის და ყველგან.

მეგრელები ვართ ქართველები, გვაქვს და ვიყენებთ ერთადერთ მშობლიურ სამწერლობო/სამწიგნობრო მეტყველებას - ეროვნულ ენას - ქართულს. ბოლო-ბოლო, დოკუმენტურად რაცაა დამოწმებული, 10 საუკუნეზე კარგად მეტია. ამას გარდა, ვიყენებთ ასევე ამავე ენასთან ერთად ერთი წიაღიდან მიღებულს - მეგრულს. საკუთრივ სამეგრელოში არასდროს ყოფილა სურვილი, შემთხვევა, ერთი მეორით ჩაგვენაცვლებინა და რომელიმეზე უარი გვეთქვა. თუმცა დღეს მეგრულის გაქრობის საფრთხე ნამდვილად არის. ეს საფრთხე არ გამოუწვევია ქართულს და, სხვა რომ არაფერი, ქართულის სტატუსის რამენაირი დაკნინებით, შეცვლით და ა.შ. (იქნება ეს ოფიციალურად თუ არაოფიციალურად) არ უნდა მოხდეს ამ საფრთხესთან დაპირისპირება.
თავის მხრივ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რითაც დავიწყე ეს აბზაცი, ქართული სახელმწიფო ვალდებულია, გაუფრთხილდეს მეგრულს/ლაზურთან ერთად (იგულისხმეთ სვანურიც და ასევე დღეს საკუთრივ ქართულის დიალექტებად მიჩნეული ერთეულებიც). დღეს არსებული ვითარებით, ამის ერთადერთ გზად მესახება სამეგრელოს (და აფხაზეთის დაბრუნების შემდეგ, იქაც, ყველა რაიონში) სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის ფარგლებშივე მეგრულის (სვანეთში სვანურის) სწავლების დამატება. პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ამასთან, ცხადი სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ რაჭაში რაჭული, თუშეთში თუშური ან გურიაში გურული შეიძლება, სიტყვაზე 5-12 კლასებისთვის იყოს და არასაგამოცდო, სამეგრელოსა(/აფხაზეთსა/საქართველოს ლაზურ ნაწილსა) და სვანეთის სკოლებში მეგრული(||ლაზური) და სვანური უნდა იყოს 1-12 კლასისთვის და სავალდებულო საგამოცდო (ქართულის გამოცდის ფარგლებშივე). შედეგად სამეგრელოსა(აფხაზეთსა) და სვანეთში ყველა ბავშვი უბრალოდ ვალდებული იქნება, იცოდეს მეგრული და სვანური.
ამით რეალურად, ყოველგვარი პოპულიზმისა თუ ქარტიობანას გარეშე, მიიღწევა, ჩემი აზრით, ერთადერთი, რაც საჭიროა - ამ ქართული/ქართველთა ენობრივი ერთეულების დღემდე მოღწეული სახით მყარად და გარანტირებულად გადარჩენა და გამოყენება.
აი, მერე კი გემრიელად წააწერე, ბუტკუჯ, "ქობალი"-ც და "ჸვალი"-ც.
არავითარი სტატუსი და რეგიონულობანა არ სჭირდება მეგრულის გარანტირებულად სიცოცხლეს.
ხოლო ვინმეს თუ ეცოტავება სამეგრელო-აფხაზეთში მყარად დაცული მეგრული, სვანეთში სვანური (და ასევე, ვთქვათ, ხევსურეთში ხევსურული) და ზუგდიდში მაინც და მაინც "კაკა ჟვანიაშ ჯოხონობაშ სახენწფო უნვერციტეტ" და მესტიაშიც რამე იგივე უნდა, ეგ სხვანაირად განსახილველი საკითხია.

This post has been edited by BRUTHA on 17 Feb 2020, 03:55


--------------------
ჰე, ღმერთო ერთო

hazerik badituzte zilhoak eta zeruko hegastonek, gizonaren semeak ez du ordean non etzan burua!
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16223
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 17 Feb 2020, 13:30  #55852689      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BRUTHA


მოკლედ big brother watching you ?
სამწუხაროა .
ისე წერ ვითომ ვინმე გკარნახობს რა უნდა დაწერო.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (166) « პირველი ... 164 165 [166]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0619 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]