კაი ხანია აღარ შემომიხედია აქ, რა ხდება ამერიკაში.
ჩვენთან მესამე ტალღა მოდის, ჩაიკეტება ისევ ყველაფერი და გავასწრო უნდა.
მაისის დასაწყისში 3000 ლარად არის ბილეთი თურქიშით ორივე გზა, თბილისი-სტამბული-სანფრანცისკო/სანფრანცისკო-სტამბული-თბილისი.
იანვარში მარტო წასვლა 2700 დამიჯდა ყატარით და თებერვალში წამოსვლა 2800...
შევადარებ აბა ყატარის და თურქიშის სერვისს, თურქიშით არ მიფრენია...
ვისაც გიფრენიათ, ალკ. სასმელი ულიმიტოა მანდაც?

13 საათი ფხიზელმა ჩემმა მტერმა იფრინა

ხო და კიდე ერთი რაღაც - წელს 18 იანვარს ჩავედი და 18 ივლისამდე ჩამირტყეს შტამპი ვიზაზე.
ეხლა უკანა ბილეთს 17 ივლისს ვიღებ და ამ შესვლაზე არ იქნება ისე, რომ უფრო ნაკლები დროით ჩამირტყან ხო?
წამოსვლა მაგ დღეს მაწყობს.
ყოფილხართ ვინმე ისე რომ 6 თვიანი ჩაგირტყეს, უფრო მალე დაბრუნდით უკან და ამ ექვსი თვის გასვლამდე ჩახვედით ისევ შტატებში?
იგივე თარიღს გიტოვებენ, 6 თვეს აკლებენ იქ გატარებულ დროს და იმდენი ხნით გირტყამენ თუ ახლიდან 6 თვეს...
Mens sana in corpore sano...