ikaika_11სამწუხაროდ ჯერჯერობით არაფერი. მანქანა ამ პერიოდის განმავლობაში ფარეხშია. რამდენიმე კილოგრამი მტვერი ადევს.
თუმცა ნაწილები შევიძინე.
6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი რომლის დაყენებას ვაპირებ ( 5 იან კოლოფის სეთაფს შევინახავ)
წინა M ორიგინალი ბამპერი (რომელიც თითქმის შეუძლებელია ჩვენ კონტინენტზე იშოვნო )
ვიზუალიდან ყველაზე თვალში მოსახვედრი ახალი ბაჩიებია. 10ჯ რკ ები დადგება უკანს. ჩემზე დიდი ფანატი მემგონი რკ ს არ ყავს ) 8 კომპლექტამდე მაქ :დ
მცირე გადაკეთებებს ვაპირებ სავალ ნაწილში ამაზე მოგვიანებით.
მოკლედ ბევრი წვრილმანია შეძენილი და თავის დროს ელოდება )
რაც შეეხება მიზეზებს. საკუთარი ავტოსერვისის მშენებლობა დავიწყე. ძალიან ბევრი წელია ამ სფეროში ვარ ბევრი დადებითი და უარყოფითი ნიუანსი ვიცი ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება შევეჭიდო ამ თემას.
სერვისი ამ წლის ბოლომდე გაიხსნება ( ნაწილობრივ გავხსნით ზაფხულში (სამღებროებს და თუნუქს)
საკმაოდ სერიოზული ავტოსერვისია ჩაფიქრებული და იმედია სრულად განვახორციელებ.
დიდი ალბათობით ზ3 ი უკვე ახალ ავტოსერვისში დასრულდება დროის უქონლობის გამო.
This post has been edited by Formula_M on 7 Feb 2023, 23:01