lesila90მასე ვარ ეკრამზე მეც. და მაგან მიშველა ახლა იაშვილში. კათეტერის ჩადგმაზე, ანალიზების აღებაზე, ჩავურთე რა სიმღერებიც მოსწონს და ეკრანზე ვაჩვენე თან. ისე მიაშტერდა, აკვირდებოდა, დაავიწყდა ექიმები და ნემსები.
მეორე ხღის საღამოს 6მდე დაგვტოვეს. დილიდან დადიოდა დერეფნებში, ეზოში სამჯერ ჩავიყვანე, რაღაცებს ვუყვებოდი, ველაპარაკებოდი, გავიქანცე მართლა, თან უძილო. ჩვენ გარდა არავინ დაბოდიალობდა დერეფანში ამისი ტოლი, ამდენს! უმეტესად ტელეფონი ეკავათ და ისხდნენ თავისთვის.
აი განა სამყარლ დაიქცეოდა, მეც მიმეცა და მჯდარიყო, მარა მგონია, დარწმუნებული ვარ, რომ ეზოში ყოფნა, ლაპარაკი, ადამიანებზე დაკვირვება, თუნდაც იმ დერეფნებში სიარული და რაღაცებზე შეხება უფრო მეტს მისცემს, ვიდრე ეკრანი. თან ასეა ამ ბავშვებში - "ამ ერთხელ" მივცემ, "აი, ამ ერთხელაც" და მესამედ შეიძლება თვითონ მოითხოვოს და ტოდლერი იტირებს კიდეც
![smile.gif](https://forum.ge/html/emoticons/smile.gif)
) 3 წლამდე ვფიქრობ შევძლებთ უეკრანოდ ყოფნას და 3 წლიდან რაღაც მინიმაულური დოზით.
მე ასე ვგრძნობ თავს მშვიდად. თუმცა მესმის, კარგად მესმის იმათიც, ცინც ზოგჯერ ეკრანს აძლევს. მით უმეტეს ერთზე მეტი ვისაც ჰყავს. რას ვიზამდი, არ ვიცი.
ახლა არდადეგები მაქვს. თითქმის სულ მარტო ვართ მთელი დღე. მოწებებულია, დამდევს, მკოცნის, ძაან საყვარელია <3 მეორე მხერივ, შევატყვე, როცა მარტოები ვართ, სულ ჩემთან უნდა, ნაბიჯს არ მადგმევინებს, სულ ფეხებთან ტრიალებს, ხან საჭმელს ძლივს ვაკეთევ, წკმუტუნებს, ვერ ვიგებ რა უნდა. ხან უბრალოდ ჩახუტება ყოფნის, ხან თამაში უნდა აუცილებლად ჩემთან ერთად.
თუ მარტო არ ვართ, მამამისია, ან ბებია-პაპები სტუმრად, ან ეზოში ვართ, იქ აღარ ვარ ფავოროტი :დდ შეუძლია თავისით იჯდეს, გაერთოს, სხვებს ეთამაშოს.
ალბათ ნორმალურია ეს. ხანდახან ჭკუიდან მდგამს! მარა აბსოლუტურად ვერავის დავაჯერებ ამას, იმიტომ რომ ყველგან არის უსათნოესი, უსაყვარლესი და უმოწესრიგებულესი ბავშვი. მე მაჩმორებს მოკლედ
![smile.gif](https://forum.ge/html/emoticons/smile.gif)
)
ეგეც თქვენი ტოდლერობა. წელიწად-ნახევარი კიდე უნდა გავუძლო ანუ
![smile.gif](https://forum.ge/html/emoticons/smile.gif)
))
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?