#61296550 · 29 May 2024, 08:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shoAbb 2.5 მლ ეკუთვნით სადღაც 9 თვემდე. ( ბავშვის წონას გააჩნია) 9-10 თვიდან უკვე წონის ნახევარი ეკუთვნით. ნუროფენის მიცემებს შორის 6 საათი უნდა იყოს აუცილებლად გასული. თუ შუალედში აუწია, პარაცეტამოლის ჯგუფის დამწევი (პანადოლო, ეფერალგანი) შეგიძლია ნუროფენის მიცემიდან 2 საათში. * * * აქვე გოგოებო, როცა სიცხე ძალიან მაღალია (ვირუსის დროს მაგალითად), ხშირად მხოლოდ მედიკამენტი ვერ ერევა და არ დაპანიკდეთ. გასწავლით მთავარ წესებს: 1. პირველ რიგში შეუმოწმეთ ბავშვს კიდურები, თუ გრილია, აუცილებლად ჩაუთბეთ, გრილ კიდურებზე სიცხის დამწევი ვერაფერს შვება.ჩაათბეთ თუნდაც თბილწყალ ჩასხმული ბოთლებით) 2. მას შემდეგ რაც ჩაათბობთ კიდურებს (როგორც ვთქვი სანამ ბავშვი გრილია დამწევს აზრი არააქვს, მაგ დროს ტემპერატურა მხოლოდ ზევით ადის), მოკლედ ამის მერე აიღეთ ტილო, დაასველეთ ოთახის ტემპერატურის წყალში ( ცივში არაა, არც ძმრიან-სპირტიანები არაა საჭირო) ხოდა ამ ტილოთი კარგად დაზილეთ ( აუცილებლად სახსრების ადგილებში, ხელების, ფეხების უკან, იღლიაში, კისერში) ამის მერე დამწევი მაშინვე იწყებს ზემოქმედებას. თუ ბავშვი ვერ სვამს სიცხის დამწევ სიროფს, გამოიყენეთ სანთელი (ეფერალგანის სანთელი მაგალითად)
არ დაპანიკდეთ❤️ სიცხე პანიკის მიზეზი არ არის.
ასევე 6 თვის ზემოთ ბავშვები გრიპზე აცერით. მეორე წელია ვაჩე ბაღში დადის ( ბაღი არის ვირუსების მთავარი ბუდე) მთელი წელი გავიდა, 2 კვირაში ამთავრებენ ბაღს და 1 ვირუსიც არ მოუტანია (მესამე წელია გრიპზე ვცრი) მოკლედ აცრა მართლა ეფექტურია. ამ პაჭა პუჭა ვირუსებს ისე მოერევა, ვერც გაიგებთ
This post has been edited by narkozeli on 29 May 2024, 08:39
--------------------
What Goes Around Comes Around : )
|