UTUFURS
დამეხსენი ჩრდილოელო!
ჯგუფი: Members
წერილები: 39178
წევრი No.: 24057
რეგისტრ.: 5-October 06
|
#28095882 · 31 Oct 2011, 16:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2013 წლის 16 თებერვალი.
ჩემს კამერაში ვწევარ ნესტიან ლოგინზე, გარეთ წვიმს, ცივა... ჭერიდანაც წვეთავს მონოტონურად... სიცივეს ვებრძვი ხელებს ვიორთქლებ, საბანს ვიფარებ... არ მშველის იძულებული ვარ წამოვჯდე.
ფანჯრიდან მოედანი ჩანს, რომლის ცენტრშიც საგანგებო ეშაფოტი აღუმართავთ.
ხვალ კარდუ უნდა ჩამოახრჩონ! სახალხოდ!
ფანჯარას ვშორდები და ჩემს კამერას ვათვალიერებ, აქ ოთხი "კოიკაა" - მე, 098 და ლარსი ვართ. ერთი "კოიკა" ცარიელია, იქ ლევანი-მ იწვა მაგრამ გუშინწინ დასახვრეტად გაიყვანეს.
ადრიანი დილაა, ამიტომ თანამოკამერეებს ჯერაც ძინავთ. ისევ ფიქრებს ვუბრუნდები.
ჩვენ სამს 25–25 წელი გვაქვს მისჯილი ქონების სრული კონფისკაციით. (აბა რა გვეგონა!?)
ნაჩქარევად ჩატარებულ სასამართლო პროცესზე განაჩენის გამოტანისას იხელმძღვანელეს შემდეგი პოსტულატებით:
ა) მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იყო აბსოლუტური დღემდე არარსებული და ისტორიისთვის არნახული ბოროტება. ბ) ამ ბოროტების მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმე ავტომატურად უდიდესი ბოროტებაა (არ აქვს მნიშნელობა გვერდიდან როგორ ჩანს, ყვავილის მორწყვაც, ტაძრის აშენებაც კი ბოროტებაა, ვინაიდან შენიღბული კეთილი საქმეც კი ამ ბოროტების პი–არს ემსახურებოდა მხოლოდ). გ) აქედან გამომდინარე ამ ბოროტების ნებისმიერი მსახური, „გამპრავებელი“, მხარდამჭერი, ნეიტრალი და არც ისე მინდომებით მლანძღველიც – უპირობო დამნაშავეა!
ოფიციალური მბრალდებლები „ვანიკო1978“ და „მერა“ საერთოდ მოითხოვდნენ ყველა იმ ადამიანის დახვრეტას ვინც 2007–2009 წლების საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობდა, ასევე სოციალური ქსელების ყველა ნეიტრალური იუზერის ჩამოხრჩობასაც (ამისთანა ბოროტებასთან არ ბრძოლაც კი დანაშაულია!), მაგრამ სულგრძელმა ჩომბებ და ლმობიერმა პრეკურსორმა ააღებინეს ხელი ასეთ განზრახვაზე. ასე მოგვისაჯეს 25–25 წელი.
098–ს გაეღვიძა, ჩამოხტა ზედა „კოიკიდან“, მაგიდაზე მიგდებული პატარა რადიო ჩართო... ხრინწიანი ხმა ახალ ამბებს ყვებოდა, მიუყურადა... – ვა! გაიგე ბარსაფანი და 7171 დაუხვრეტიათ! – კი მაგრამ, რატომ? – ნუ ეგენი ხომ კარდუს აკოპრებდნენ... – ჰო, მერე? – ხოდა ვინღა არჩევს ახლა შაყირობდნენ თუ მართლა გულით წერდნენ?
* * *
ამასობაში ლარსსაც ეღვიძება, ვზივართ სამივე და სევდიანად გავყურებთ შორეულ ღრუბლებს... წუთები გადის... კარები ჭრაჭუნით იღება და ჩვენი კამერის ზედამხედველი მახო999 შემოდის: „აბა ბიჭებო დროზე, სეირნობის დროა!“, სიმაღლის მიხედვით ვეწყობით და გავდივართ.
დერეფანში, სეირნობისას სხვა კამერათა ბინადარნი გვხვდებიან... ზოგეირთი ჩვენი ძველი ნაცნობია: აგერ ასევე 25–წლიანი მრგიზმო, დავითგურე, სონი2005 და სხვები... იქით ორზო და ბურზოც იბუზებიან (მათ 5–5 წელი აკმარეს ხელისუფლების არასაკმარისი გინებისთვის და ასევე იმისთვის რომ ტიმოკრატიის მოდერები იყვნენ)... რამდენიმე თანამებრძლს ვერ ვხედავ, ნუთუ ისევ გარეთ არიან?
უცბად მრგიზმო მიახლოვდება და სწრაფად ხელში რაღაცას მაჩეჩებს, ქარალდის ნაგლეჯია, საგულდაგულოდ ვმალავ სახელოში.
„მოეწყვეთ!“ ისმის ღრიალი... ეს ყვოლედღიური ჩამოვლაა, ციხის უფროსი მაკიაველი და მისი ადიუტანტი ტარასკონელი მედიდური მზერით გვათვალიერებენ...
საღამოს როცა ყველაფერი გარშემო სიმშვიდეს მისცემია, მღელვარებით ვშლი ქაღალდის ნაგლეჯს. იქ მხოლოდ ერთი წინადადება წერია: „17–ში კარდუს დასჯისას, ყველანი მზად იყავით.. „წმ“–ს სახელით იუდა“
მაშ, ხვალ....!
* * *
საღამოს კიდევ გავიგეთ ამბები:
ბევრი უძებნიათ ტომი და უზულა და ვერ მიუგნია ოხრანკას მათი კვალისთვის, ხოლო დიდოუ–ნანა ფოთის ჭაობებში იმალებაო თურმე...
ბუშე, სექსი–ბიცოლა, ჩივავა და სხვა „მიშისტი“ ქალები ძალით აღუკვეცავთ მონაზვნებად ორთუბანის დედათა მონასტერში. ნია–ანეტა და იაიამერი დაუნიშნავთ მათ მეთვალყურეებად,
ღამე ნერვიულ მოლოდინში გადის.
დილით ისევ წვიმს, სულ მთლად ატალახებულა მოედანი ეშაფოტის წინ. 7–საათზე მთელი ციხე შეჰყარეს ზედამხედვლებმა, გაერთ გავყავართ, კარდუს დასჯა უნდა გვაყურებინონ “ჭკუის სასწვალებლად“....
ხელბორკილები მაჯებს მტკენენ, კიბეები არ მთავრდება... გარეთ ცივა და წვიმს, ტანსაცნელი გაილუმპა, ერთმანეთს თვალებით ვეძებთ, ვპოულობთ, ოდნავ ვმშვიდდებით ვდაგავრთ და ველით...
აი ქალაქიდან მოვიდა დელეგაცია... მათ შორის უხერხულობისგან მთლად გაწითლებული ახალი მთავრობის სახალხო დამცველი ლაშა–ალო; ახალი ტელევიზიის „რეალური–ტი–ვის“ მთავარი რედაქტორი კინგ–დეპრესა, „ექსპერტი მიშიზმის საკითხებში“ ვოთერსი, თვით ტიმი რომელმაც თავის ფორუმი ახალი ხელისუფლების სამსახურში წარმატებით ჩააყენა და სხვანი კიდევ... ისინი ეშაფოტის მარჯვნივ გადახურულ ადგილას იკვაბენ თავიანთ ადგილებს.
ჩვენ პირდაპირ წინ ვდაგვართ, ღია ცის ქვეშ და გავწვიმს... (ამისთვის ვიდექით წვიმაში!?)
გამოყავთ კარდუ... მოდის დაღლილი, ბლანჟე წვიმისგან დასველებია... მაგრამ თველბი ისევ ისეთივე აქვს, ხუთი სმაილიკი ჭინკებივით უხტის და თითქოს დამცინავად მთელ სამყაროს ეუბნება „და მიანც იგი ბრუნავს!!!“
* * *
კარდუ ეშაფოტზე მიდგმულ ხის კიბეებზე მძიმე ნაბიჯებით ადის, ჯალათიც იქვეა, ხოლო ჰეროლდი „დეგა“ განაჩენს კიდევ ერთხელ მონოტონური ხმით კითხულობს... უსაშველოდ იწელება თითოეული წამი... დეგა კთხვას ამთავრებს და მოულოდნელად ჩამოწოლილ სიჩუმეში გრიგალივით შემოიჭრება შიდაწვის ძრავის ღმუილი, წამიც და რკინის ჭიშკარს წინიდან შეჯავშნული დიდი სატვირთო ავტომობილი ამტვრევს და პირდაპირ ეშაფოტისკენ იღებს გეზს, მას მეორე მოჰყვება და უკვე არეულ ბრბოში იჭრება, ისმის ჰაერში სროლის ხმებიც. გარშემო ყველაფერი ირევა, ვხედავ კარდუს ნაჩქარევად როგორ ჯდება ერთ-ერთი ავტომობილის კაბინაში, უანგარიშოდ სადღაც გავრბივარ... მარჯვნიდან ვგრძნობ მეორე სატვირთო მიახლოვდება მრგიზმო უკვე საბარგულზე მოკალათებულა და ხელს მიწვდის: „დროზე შეჩემა!“...
რამდენიმე მოსახვევი როგორ გავიარეთ არ მახსოვს, ამაოდ მოგვსდევდა პოლკოვნიკ შაქრო2-ის რაზმი, გავასწარით, ჩვენიანთა დიდი ნაწილიც ამ ორი სატვირთოს საბარგულებით გამოვიყვანეთ სამშვიდობოს, გავცდით თბილისს და თავი მივეცით ტყეს. ვიარეთ დაუსრულებლად მიხვეულ-მოხვეული გზებით. უკვე საღამოვდებოდა, ავტომობილი პატარა მინდორზე შეჩერდა. დავქვეითდით და მე ახლაღა დავინახე ვინ იჯდნენ ჩვენი მხსნელი სატვირთოების საჭესთან - უზულა და დიზაინა.
ლაპარაკობდა უზულა, აღელვებით ნაწყვეტ-ნაწყვეტ: ჩვენ ახლა 2-3 კაციან ჯგუფებად ვიშლებით და სხვადასხვა მხარეს, სხვადასხვა ადგილას გარკვეული დროით „ფსკერზე“ უნდა გავიყუჩოთო, თითო ჯგუფს თითო გამყოლს გატანთ და ისინი დაგაბინავებენო.
სულ მალე პატარა მიკროავტობუსით გამყოლებიც მოვდნენ, მათ შორის ნაფსტერა და მადეირა, ჯი-თი და დ-ცაბო. მე, მრგიზმო და დავითურგე მადეირასთან მოვხვდით ჯგუფში. უკვე ფეხით გავაგრძელეთ გზა სიბნელეში ტყე-ტყე, ფანარის ანთებისაც გვეშინოდა, მაგრამ მაინც შეუპოვრად მივიწევდით წინ. ასე დაგვათენდა 18 თებერვალი, დილით ოდნავ მზემ გამოანათა.
სადღაც გარეუბანში კერძო სახლს მივადექით, მადეირა კარებთან მივიდა და ხუთჯერ დააკაკუნა. კარგი გაიღო და სრულიად მოულოდნელად ნაცნობი სახე დავინახე - ტანკე!
შეშის ღუმელი მუხლებს მითბობს... ჩაის ვსვამ... ტანკეს ვეკითხები:
- შენ რუსეთუმე არ იყავი კაცო? ჩვენ რატომ გვეხმარები? ამათთან რატომ არ ხარ? - ამათ? ამათ წესიერად რუსეთუმეობაც კი არ შეუძლიათ!
ვიღიმები.
* * *
მეხუთე ნაწილი
მეტი იმ დღეს ნიშნადობლივი არაფერი ხდება, ერთია მხოლოდ, საინფორმაციო გამოშვებებში რპორტაჟი–რეპორტაჟზე მიდის სახელმწიფო დამნაშავეთა თავხედური გაქცევის შესახებ. ჩვენზე ძებნაა გამოცხადებული.
მეორე დილით 19–ში ხარონი და კაქტუსი მოვიდნენ, ჩვენთვის ახალი, ყალბი დოკუმენტაცია მოიტანეს. ახლა უკვე შეგვიძლია ქუჩაში გასვლა.
თბილისი!
ამ რამდენიმე თვის განმავლობაში რაც საკანში გავატარე, ქალაქში ბევრი რამ შეცვლილა და ბევრი რამ ჩემდა გასაკვირად სულაც არა. პატრული ისევ დადის, ოღონდ ჯეოსელის მაგივრად ბილაინის ემბლემებით ნომრის ადგილას, ყვითელი ავტობუსებიც. ძალიან მოსახერხებელი იყო რუსთაველზე გასეირნება სამარშრუტო ტაქსით...
აი „ოლვეის ულტრას“ ხიდი დაკეტილი დამხვდა, დანგრევას უპირებენო ხმები დადის ხალხში. კვლავ ამაყად დგას ორივე სასხლე ორივე მთაზე! კვლავ მოიღრუბლა, ვიწრო ქუჩას მივყუვები, კედლებზე პლაკატებია გაკრული კარდუს სურათებით ქვეშ აწერია „იძებნება“, კიდევ სხვა პლაკატებიცაა უსურათო, მხოლოდ შავი სილუეტი, ამ პლაკატების ტექსტი იწყება სიტყვებით „იძებენება ვინმე იუდა...“
აი ფორუმგეს ოფისიც, შენობის წინ შადრევანია, სკულპტურული კომპოზიცია გამოსახავს ფრაკნენშტეინს და იკო–90–ს, რომელთაც პირებიდან წყლის ნაკადი გადმოსდით. თვითონ ოფისი რატომღაც დაკეტილია.
კაფეში შევდივარ ყავას ვუკვეთავ, ხალხი კანტი–კუნტადაა, მუშები ფანჯრებზე გისოსებს ამონტაჟებენ. ტელევიზორში რეპორტაჟია სამების ტაძრიდან სადაც კათოლიკოს–პატრიარქი იობი მრევლს ლოცავს. შემდეგი პეპორტაჟი მოსკოვიდანაა – კადრში ვხედავ დიმპიტაურიძეს და ანათორელს, ოღოდ ხმა არ ისმის და ვერც ვხვდები ეს ორნი იქ რას აკეტებენ. მომდევნო რეპორტაჟიდან ირკვევა რომ შაქრო2 თანამდებობიდან გაუნთავისუფლებიათ „ჩავარდნილი სპეცოპერაციის“ გამო.
ყავა იგვიანებს... როგორც იქნა...
საღამოვდება, არა დენი კვლავ არის... ალბათ გაზიც...
ტანკეს კონსპირაციულ ბინაში დაბრუნება არ მინდა, ქუჩებში ხეტიალი მირჩევნია, ხალხი ცოტაა...
მიწევს დაბრუნება, ბინასთან დაქოქილი მანქანით მხვდება უზულა. „საბჭოში მივდივართ“... მიხვეულ–მოხვეულ გზას მარტყოფის მონასტერში მივყვარათ. ტაძარს გვერდს ვუვლით და ბერების კელიებში შევდივართ, ქვევით მარანია, ერთ–ერთ ქვევრში კიბეა ჩადგმული, ჩავდივართ საიდუმლო ოთახებში. ყველაზე დიდ მათგანში ბუხრის წინ იუდა, ბაუდოლინო, გერონტი და კარდუ წამომჯდარან, ლეპტოპლზე სკაიპის კონფერენციაა ჩართული და იქ მიხეილ რძეს ვხედავ საზღვარგარეთიდან ჩართულს. ოთხაში კიდევ ბევრი ჩვენიანია, ნიკოლს ცხელი ყავა შემოაქვს და ჭიქებს გვირიგებს.
* * *
მეექვსე ნაწილი
- ხედავ? სანამ ჩვენ ვიჯექით ამათ მშვენიერი მუშა სისტემა აუწყვიათ - ვეუბნები კარდუს. - მართალი ხარ, აბა სხვაგვარად როგორ? - კარდუს მაგივრად მპასუხობს იუდა - მაგრამ ხალხი გვაკლია! ზოგი დახვრიტეს, ბევრი ისევ ციხეებშია, კიდევ უფრო ბევრი ემიგრაციაში... ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში შიშია დასადგურებული. ამ თვეების განმავლობაში ჩვენი ერთადერთი წარმატებული ოპერაცია თქვენი დახსნა იყო, სხვა თითქმის ვერაფერი მოვახერხეთ. - ეგ ცუდია. - თავს ვუქნევ. - ახლა - საუბარში ბაუ ჩაერთო - ვცდილობთ კონტაქტები დავამყაროთ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ. - ვინ გვყავს უკვე ხაზზე? - იკითხა კარდუმ. - აგერ მიხეილ რძე გერმანიაში, მეგრე ბელგიაში, ასიდი ისრაელში, ბენჟამენ ღლონტი მოსკოვში, პალერმოელი აშშ-ში და ბოცმანი კანადაში. - საქართველო? - ვკითხულობ მე. - რეალურად სისტემა ჯერჯერობით თბილისს და მის შემოგარენს მოიცავს მხოლოდ, ჩვენიანები ბევრგან არიან, მაგრამ კონტაქტი ჭირს. ახალი ხელისუფლების აეშაგები ყველგან დაძრწიან. სოციალურ ქსელებზეც კი ისეთი კონტროლი დაამყარეს.. როგორ გითხრა აი თვითიონ რომ ვანოს აბრალებდნენ, აი ისეთი. მოკლედ ახლა ვაპირებთ ჩვენი ორგანიზაციის ფილიალებს შექმნას და მუდმივი კონტაქტის დარეგულირებას საქართველოს მასშტაბით, მაგრამ მანამდე - და იუდა სავარძელის საზურგეს მიეყრდნო - ჩვენი ქალები უნდა დავისხნათ.
აღნიშვნის ღირსია ფაქტი, რომ ელკესიის წიარში აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა აღმოჩნდა მიმდინარე მოვლენებზე. ერთის მხრივ ეკლესია აქტიურად პროპაგანდირებდა ახალი ხელისუფლების სასარგებლოდ, წყევლიდა „ვისაც საჭირო იყო“ და სადამსჯელო ფუნქციებიც აიღო თავის თავზე. – მეორე მხრივ კი აგერ ჩვენ მოგვცა კონსპირაციული თავშესაფარი.
ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს, ვსვამთ ყავას, ვათვალიერებთ პრესას და ვარჩევთ მიმდინარე მოვლენებს. რა ვითარება გვაქვს დღეს 2013 წლის 19 თებერვლის საღამოს: ახალი ხელისუფლება რომელიც არღაცებული ხალხის ყიჟინის ფონზე მოვიდა ქვეყნის საჭესთან სულ რაღაც რამდენიმე თვეს ითვლის, ცვლილება იყო სწრაფი და მტკივნეული მცირე სისხლით. იყო დიდი მასიური გამოსვლები საქართველოს მასშტაბით, იყო პროვოკაციები... შემდეგ პროვოკატორთა მოწოდებების ფონზე ხალხმა იხუვლა და სახელისუფლებო შენობების დაკავება დაიწყო, ვიღაც იდიოტებს ვიღაც-ვიღაცეები შემოაკვდათ, ჩაერთო სპეცრაზმი... ამას მოჰყვა მასობრივი არეულობა. სამ დღეში საქართველოს ინტელიგენციის მოზრდილმა ნაწილმა და საპატრიარქომ გაავრცელეს ერთობლივი მიმართვა მსოფლიო საზოგადოებისადმი „დაეხსნათ საქართველო სისხლიანი ტირანიისგან“... ეს კეთილი საქმე რუსეთმა ითავა.
თითქმის არავის მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, თბილისამდე მოსვლა არც დასჭირადათ, ხელისუფლებამ ბრძოლა წაგებულად ჩათვალა და ემიგრაციას მისცა თავი. რუსებმაც დელიკატურად „არაღიარებული რესპუბლიკების“ საზღვრებს უკან დაიხიეს და საქართველო ახალ ხელისუფლებას უბოძეს.
პირველი რაც ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა ეს იყო დაპატიმრება ყველა იმ ძველი ხელისუფლების წევრის, აქტიური მომხრის თუ თანამგრძნობისა - რომლებიც არეულობების დროს ლინჩის წესით გასამართლებას გადაურჩნენ ან საზღვარგარეთ ვერ გაასწრეს. მეორე „ღონისძიებად“ ახალმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ ცეცხლის გაუხსნელობის შესახებ ხელშეკრულებას და ამის შემდგომ ერთ კვირაში საქართველო ნეიტრალურ ქვეყნად გამოაცხადა!
ასე დაიწყო რუსეთთან ურთიერთობების „დალაგების“ ხანგრძლივი პროცესი. დასავლეთი გაისუსა და პირზეღიმილგადაფენილი სიმშვიდისაკენ მოუწოდებდა რეგიონს.
საქართველოში კი უნცაურ უხერხულობის შეგრძნებას დაესადგურებინა. ჯერჯერობით...
ფიქრებიდან გამოვდივარ, დროა ყველა თავის საცხოვრისს (მუდმივსა თუ დროებითს) დაუბრუნდეს, ვდგები და ოთახიდან გავდივარ, გზად დერეფანში ნიკოლი მეჩეხება და თვალს მარიდებს, არ ვიმჩნევ და „ქვევრიდან“ ამოვდივარ, უკვე გვიანი ღამეა.
გაგრძელება იქნება.
This post has been edited by NAPSTER on 4 Nov 2011, 10:03
--------------------
კაცი პატივსა შინა იყო და არა გულხმა-ყო, ბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და ემსგავსა მათ. (ფსალმუნი 48.20.)
|