#61579229 · 2 Oct 2024, 00:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შანა ტოვა უ მეტუკა! მძიმედ შემოდის ახალი წელი შენთვის ისრაელ, მაგრამ არა უშავს, უარესებიც გინახავს და გაგიმარჯვებია. დაგლოცს და გაკურთხოს შენმა ღმერთმა, მტერი დაგიმარცხოს და მოყვარე გაგიხაროს.
"თქუა კაცმან მან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა, რომელმან ხილვაჲ ღმრთისა იხილა ძილსა შინა ზემხილვარითა თუალითა თჳსითა: ვითარ ეგე კეთილ არიან სახლნი შენნი, იაკობ, საყოფელნი, ისრაჱლ, ვითარცა მაღნარნი ბორობანნი და ვითარცა სამოთხენი მდინარესა ზედა და ვითარცა კარავნი, რომელ აღდგნა უფალმან და არა კაცმან და ვითარცა ნაძუნი წყლისკიდესა. გამოჴდეს კაცი ნათესავისაგან თჳსისა და ეუფლოს ნათესავთა მრავალთა და აღმაღლდეს გუგის მეფობაჲ და აღორძინდეს მეუფებაჲ მისი. ღმერთი უძღოდა მას ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მისი, შეჭამნეს ნათესავნი მტერთა მისთანი და სიპოხე მათი ტჳნითურთ გამოწოოს და ისრითა მისითა ესროდის მტერთა. ინაჴ-იდგა და განისუენა ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან. ვინ აღადგინოს იგი? მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ არიან, და მაწყევარნი შენნი წყეულ არიან." ამენ ვე ამენ!
დალოცოს და აკურთხოს უზენაესმა ადამის მოდგმა, საქართველო და ქართველი ერი, თითოეული ჩვენგანი. არ გაუმარჯვოს, შემუსროს და დაამხოს ღმერთმა საქართველოს და ქართველი ერის ყველა მტერი, მაჭირვებელი და მისთვის ავის მზრახველი, საქართველოს ყველა მოღალატე და გამყიდველი. ღმერთმა გაუმარჯვოს ყველა მართალ და ერისთვის მზრუნველ კაცს. ამენ ვე ამენ.
This post has been edited by masai11 on 2 Oct 2024, 00:30
--------------------
არ უღალატო საქართველოს! და ცოლს.
karma is a boss.
|