anibani18ვაიმე, შენ რო ამ დღეში ხარ დღემდე, მახსენდება ხოლმე და არ ვიცი, მართლა როგორ უძლებ. ძალიან გაეწელათ გოგოებს აშკარად განშორების შფოთები
ახლა არდადეგებზე სკოლის დაღლა მოგაკლდება, ეგეც შეღავათია.
takoo1შენ და თაკო,მეორე სამშვილიანი გმირი დედები, საერთოდ არ ვიცი,ვინ ხართ <3
აუ, ცხვირის პირსინგი ძალიან მინდა, მაგრამ მოვლა მგონია რთული და მეზარება. ბალიშზე შეიძლება მოგძვრეს ღამეო, დაგიჩირქდესო, ესო ისო, დამაშინეს და ვერ ვრისკავ.
ტატუ ერთი მაქვს პაწაწინა და სიამოვნებით დავიმატებ კიდევ, როცა მოვიცლი მაგაზე საფიქრალად, რა მინდა რო დავიხატო :დდ არ მომბეზრებია საერთოდ. ისეთ ადგილასაა, რომ იშვიათად ვხედავ.
narkozeliდღეს სამსახურშიც ჩამოვარდა საუბარი და მკითხეს, მეორეს ხო აპირებო. მეთქი ახლა არას ვამბობ და არ ვიცი სამომავლოდ თუ გადამიტრიალდება გონება, არ გამოვრიცხავ-მეთქი. ყველა მიმტკიცებდა, როგორი აუცილებელია მეორე. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ სანამ ძალიან არ მომინდება, ამ ნაბიჯს არ გადავდგამ. ამიტომ უბრალოდ ვუღიმოდი
)
თუ გავაჩენ, ვიცი, ბევრად მარტივად მივუდგები ბევრ საკითხს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარტივი იქნება..მით უმეტეს სამსახურშიც რო ბავშვები მყავს და მაცლიან ძალას თინეიჯერები :დდ
ეკრანზე ვახერხებ ისევ, რომ არ აქვს. სახლში ტვ არ გვაქვს, არ ვუყურებთ მე და ჩემი ქმარი. მუსიკას თუ ვურთავ, ისე ვდებ ტელეფონს, რომ ვერ ხედავდეს. მინდა 3 წლამდე არ ჰქონდეს ეკრანი, მაქსიმალურად რასაც მოვახერხებ. დაიწყოს საუბარი ჯერ, ალაპარაკდეს კარგად. თუმცა არც სამი წლის მერე ვაპირებ მივაჯაჭვო. ალბათ რაღაცა ანიმაციას დღეში ერთ ცალს ეეთად ვნახავთ ხოლმე, თან ვილაპარაკებთ და ა.შ.
ისე, რომ მიეჩვია, არც გამოხატავს ინტერესს. ტელეფონს თუ დაინახავს, ცალკე დევს, მოაქვს და მაძლევს. დედაჩემთან ტვ-ს არ ითხოვს ჩართეო.
ცხოვრების სტილზეცაა რა. მარტო ვართ, სანამ მოვა მამამისი და მე არ მჭირდება ტელევიზორი. ეზოში ჩამყავს, ესა ისა. გადის დრო. რამეს თუ ვაკეთებ, ზის ახლოში და თამაშობს ან ველაპარაკები. მამამისი რომ მოდის, მალევე იძინებს და მერე უფრო თავისუფლად ვსქროლავთ ან ვუყურებთ რამეს (ნუ ეს იშვიათად, ისე დაღლილი ვართ :დ)
მთელი დრო უკავია მოკლედ სამსახურს და ბავშვს. :დდ მარა აბა რა ვუყო? სხვანაირად ახლა არ გამომდის.
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?