არ მიყვარს თემების გახსნა,მაგრამ არ გახსენით ..ფილმი კიდე ცოტა ყურადღებას მაინც იმსახურებს
ირვინ უელშის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია.
ჟანრი:ტრაგიკომედია
მტავარ როლებში ჯეიმს მაკევოი და სხვანი
ფილმი მოგვითხრობს შოტლანდიელ პოლიციელზე,რომელმაც მკვლელობა უნდა გამოიძIოს,მაგრამ მას სექსის ,ნარკოტიკის და დაწინაურების მეტი არაფერი აინტერესებს...
წიგნი არ ვიცი,ვინც იცის ამბობს რომ ფილმისგან განსხვავდება,რა თქმა უნდა ფილმის ნახვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი წამეკიტხა
შეიძლება ფილმმა მებრძოლთა კლუბი გაგახსენოთ,მაგრამ იქ თუ მაინც აქცენტი სოციალურ წყობაზე და მის ერთგვარ გადაგვარებაზეა ,აქ ფილმი მთლიანად პიროვნებაზეა კონცენტრირებული ,მის დეგრადაციაზე ვერ ვიტყვი,უფრო პიროვნების ტრაგედიაზე,საშინელი მაკევოი ერთდროულად გეზიზღება და გეცოდება კიდევაც
როგორც სხვა თემაში დავწერე უამრავი ადამიანი მაკევოიში საკუთარ თავს თუ არა მის გაკრვეულ ნაწილს მაინც დაინახავს..საოცრად ზუსტად არის ფსიქოლოგიური ნიუანსები გატVალისწინებული,მაგრამ ერთია ეს გაიტვალისწინო როგორც სცენარისტმა,მაგრამ ის რაც მაკევოიმ შეასრულა უბრალოდ გენიალურია,საკულტო როლი შეასრულა კაცმა .
მოკლედ არ ვარ მე კარგი რეზენციების დამწერი
ვიტყვი უბრალოდ, ფილმი არ არის ცუდ ან კარგ ადამიანზე,ფილმი არის სატირა ადამიანის ცხოვრებაზე.
ესეც ლინკი სანახავად
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://www.imovies.ge/movies/40569
This post has been edited by daniel_kowalski on 12 Dec 2013, 22:27