forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (3) 1 2 [3]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, 2020-2022
internazionale
JZ4Ever!!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11904
წევრი No.: 7947
რეგისტრ.: 28-December 04

გამოგზავნილია: 6 Apr 2020, 09:16  #56108101      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Faulkner.
QUOTE
ვერ გაიგე შენ ეტყობა. აგერ ლინკიც დაიდო ფუნდამენტური ანალიზით. ეგ გზები მერე სხვა მანქანებით გაივსება. ათასობით ადამიანი ვისაც არ ყავს მანქანა, მაგ გზას ელოდება, იმიტო არ ყიდულობს.

biggrin.gif biggrin.gif

TramwayMan
კიდევ ერთხელ ვხსნი, რუკაც დავდე, თუ მოვინდომებთ და თანხას მოვიძიებთ, შესაძლებელია აეროპორტის ტრასის დაგრძლება მცხეთის ჯვრამდე. ეს იქნება მრავალზოლიანი ცალმხრივი ჩქაროსნული მაგისტრალი ყველანაირი შუქნიშნების და შეფერხებების გარეშე. ეს იქნება ქალაქის მთავარი სატრანსპორტო არტერია. ეს გზა თუ გაკეთდება, თბილისში საცობები აღარ იქნება, წინა პოსტში დავწერე, ვაკის ან სოლოლაკის ვიწრო ქუჩებში თუ იქნება სადღაც ეს არაფერია, იქ ვერაფერს ვერ იზავ, სულ იქნება საცობები.

სანაპიროც გაცალმხრივდება და წერეთლის გამზირიც.

მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა იქნება მდინარის მოძრაობის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით. წერეთლის გამზირიც გაცალმხრივდება და მოძრაობა იქნება დიდუბის მეტროდან დინამოს მიმართულებით.

საბურთალოზე 2 ადგილზე იქნება საჭირო გზაჯვარედინებზე ცვლილებების შეტანა. ცინცაძის ქუჩა აუცილებლად უნდა გაცალმხრივდეს სააკაძის მოედნიდან ასათიანამდე, ბახტრიონის ქუჩაც მოკლე მონაკვეთზე გაცალმხრივდება (ბიბლუსიდან პეკინამდე), ოღონდ ცინცაძის და პეკინის კვეთაზე ცინცაძის ქუჩა პეკინის ქვეშ უნდა გაძვრეს (ანუ შუქნიშნის გარეშე), ასევე უნივერსიტეტის ქუჩის და თამარაშვილის კვეთაზეც უნდა გაკეთდეს ის პანდუსები, რომელსაც ოცნება შეგვპირდა 2012-ის არჩევნებამდე. ამ შემთხვევაში ვახუშტის ხიდიდან სააკაძემდე, მერე სააკაძიდან პეკინამდე და შარტავაზეც რომ მუდმივად საცობებია ესეც აღარ იქნება.


რა თქმა უნდა არავინ არ არის წინააღმდეგი ჯანსაღი ცხოვრების წესის. რაც ამსტერდამში და სხვა ქალაქებში გვინახია, ველოსიპედი რომ არის მთავარი სატრანსპორტო საშუალება, ამას რა ჯობია, მაგრამ თბილისი მთაგორიანი ქალაქია, აქ ეს სამწუხაროდ შეუძლებელია. ელექტრო ველოსიპედებით თუ ავალთ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში ეს აღარ არის ვარჯიში.

ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ საცობებში, დრო კი იცი რა ძვირფასია.

This post has been edited by internazionale on 6 Apr 2020, 09:34


--------------------
ეგ კალჩოპოლიც ხო საკუთარი თავის გარდა ყველას დააბრალეს (youngstar)

ესენი რა ნამუსით საუბრობენ მსაჯებზე, მსაჯების გამო ვაფშე სერია ა-დან გააგდეს გუნდი (Biutiful)

იუვეს მუზეუმი ხო ცოდვის ბუნაგია, ჯალალ ედ დინს არ ექნებოდა სასახლეში იმდენი ნაძარცვი, რამდენიც იუვეს მუზეუმში ყრია (internazionale)
JSB14BSJ
==NSDAP==


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2864
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14

გამოგზავნილია: 6 Apr 2020, 09:31  #56108127      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Fabian
QUOTE
თბილისის ყველაზე დიდი უბანი კი ქალაქს ფაქტობრივად შარაგზით უკავშირდება.

ამაში რას გულისხმობ?


--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით
მზე ხარ გაბრწყინვებული
--
ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
internazionale
JZ4Ever!!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11904
წევრი No.: 7947
რეგისტრ.: 28-December 04

გამოგზავნილია: 6 Apr 2020, 09:44  #56108154      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვერ ვეშვები იმ თემას რაზეც დიდი ხანია ვოცნებობ. რა თქმა უნდა ყველაფერი ფინანსებია და ის თუ რა შეგიძლია.
დაახლოებით 16 კილომეტრიან მაგისტრალზე მაქვს საუბარი, ანუ აეროპორტის ტრასის ბოლოდან ავჭალის ბოლომდე. რიკოთის ურთულესი რელიეფის მონაკვეთი, სადაც დაახლოებით 40 კილომეტრამდე სულ გვირაბებით და ხიდებით კეთდება, კი იცით ეს რა ძვირიც ჯდება, 800 მილიონი დოლარი ჯდება და ეს გზა დაახლოებით იმის მესამედია ხო? გასაგებია რომ მესამედი არ დაჯდება, ის კი არა შეიძლება იგივე თანხაც დაჯდეს, რადგან ჯერ რკინიგზაა ასაღები, მერე პლიუს ამ მაგისტრალის მიერთება შემაერთებელ ქუჩებზე, გარშემო ყველაფერი გადასაკეთებელი იქნება. მაგრამ რიკოთზე ძვირი მაინც არ დაჯდება ჩემი აზრით.

This post has been edited by internazionale on 6 Apr 2020, 10:10
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17956
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 6 Apr 2020, 15:47  #56109470      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
internazionale
QUOTE
ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ საცობებში, დრო კი იცი რა ძვირფასია.

გეთანხმები ამიტომ "ფსევდოესქპეტრულ" დასკვნებს ნუ აფრქვევ რაც არ იცი იმაზე, დრო სხვა რამეს მოახმარე. biggrin.gif


QUOTE
კიდევ ერთხელ ვხსნი, რუკაც დავდე, თუ მოვინდომებთ და თანხას მოვიძიებთ, შესაძლებელია აეროპორტის ტრასის დაგრძლება მცხეთის ჯვრამდე. ეს იქნება მრავალზოლიანი ცალმხრივი ჩქაროსნული მაგისტრალი ყველანაირი შუქნიშნების და შეფერხებების გარეშე. ეს იქნება ქალაქის მთავარი სატრანსპორტო არტერია. ეს გზა თუ გაკეთდება, თბილისში საცობები აღარ იქნება, წინა პოსტში დავწერე, ვაკის ან სოლოლაკის ვიწრო ქუჩებში თუ იქნება სადღაც ეს არაფერია, იქ ვერაფერს ვერ იზავ, სულ იქნება საცობები.
სანაპიროც გაცალმხრივდება და წერეთლის გამზირიც.
მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა იქნება მდინარის მოძრაობის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით. წერეთლის გამზირიც გაცალმხრივდება და მოძრაობა იქნება დიდუბის მეტროდან დინამოს მიმართულებით.
საბურთლოზე 2 ადგილზე იქნება საჭირო გზაჯვარედინებზე ცვლილებების შეტანა. ცინცაძის ქუჩა აუცილებლად უნდა გაცალმხრივდეს სააკაძის მოედნიდან ასათიანამდე, ბახტრიონის ქუჩაც მოკლე მონაკვეთზე გაცალმხრივდება (ბიბლუსიდან პეკინამდე), ოღონდ ცინცაძის და პეკინის კვეთაზე ცინცაძის ქუჩა პეკინის ქვეშ უნდა გაძვრეს (ანუ შუქნიშნის გარეშე), ასევე უნივერსიტეტის ქუჩის და თამარაშვილის კვეთაზეც უნდა გაკეთდეს ის პანდუსები, რომელსაც ოცნება შეგვპირდა 2012-ის არჩევნებამდე. ამ შემთხვევაში ვახუშტის ხიდიდან სააკაძემდე, მერე სააკაძიდან პეკინამდე და შარტავაზეც რომ მუდმივად საცობებია ესეც აღარ იქნება.


დედააა აქამდე სად იყავი როგორ ვერავინ მოიფიქრა ვაიმეეეეეე ხალხო არიქააა biggrin.gif biggrin.gif
GreenWestHam
ჩაქუჩი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12263
წევრი No.: 101795
რეგისტრ.: 7-October 09

გამოგზავნილია: 6 Apr 2020, 16:37  #56109688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვაიმე ვაიმე biggrin.gif
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას რომ ერჩით, გავიგეთ, მაგრამ შუა ქალაქში ავტობანის მოთხოვნა ნამეტანია

internazionale
ტყუილად ხარჯავ დროს და ენერგიას მეგობარო.
უტოპიურია ეგ შენი გეგმა და დაახლოებით 50 წლით არის აცდენილი ქალაქგეგმარების პრინციპებს.
Faulkner
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5212
წევრი No.: 93990
რეგისტრ.: 19-June 09

გამოგზავნილია: 6 Apr 2020, 17:08  #56109850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
GreenWestHam
QUOTE
უტოპიურია ეგ შენი გეგმა და დაახლოებით 50 წლით არის აცდენილი ქალაქგეგმარების პრინციპებს

მართალია, 4 კმ გზაზე 19 სვეტაფორი, ეგაა ქალაქგეგმარების მომავალი biggrin.gif
Kublicha
ip conflict


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 34623
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 6 Apr 2020, 17:13  #56109881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Faulkner
სვეტაფორი არა, შუქნიშანი ქვია მაგას.


--------------------
Boul ma sene, boul ma guiss madi re nga fokni mane
Khamouma li neka thi sama souf ak thi guinaw
Beugouma kouma khol oaldine yaw li neka si yaw
mo ne si man, li ne si mane moye dilene diapale
Fabian
წოლხვრელის აჩრდილი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19330
წევრი No.: 115438
რეგისტრ.: 11-May 10

გამოგზავნილია: 6 Apr 2020, 17:56  #56110101      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
JSB14BSJ
QUOTE
ამაში რას გულისხმობ?

გლდანს თავისი შეშელიძის ქუჩით :|

internazionale
QUOTE
ვერ ვეშვები იმ თემას რაზეც დიდი ხანია ვოცნებობ. რა თქმა უნდა ყველაფერი ფინანსებია და ის თუ რა შეგიძლია.
დაახლოებით 16 კილომეტრიან მაგისტრალზე მაქვს საუბარი, ანუ აეროპორტის ტრასის ბოლოდან ავჭალის ბოლომდე. რიკოთის ურთულესი რელიეფის მონაკვეთი, სადაც დაახლოებით 40 კილომეტრამდე სულ გვირაბებით და ხიდებით კეთდება, კი იცით ეს რა ძვირიც ჯდება, 800 მილიონი დოლარი ჯდება და ეს გზა დაახლოებით იმის მესამედია ხო? გასაგებია რომ მესამედი არ დაჯდება, ის კი არა შეიძლება იგივე თანხაც დაჯდეს, რადგან ჯერ რკინიგზაა ასაღები, მერე პლიუს ამ მაგისტრალის მიერთება შემაერთებელ ქუჩებზე, გარშემო ყველაფერი გადასაკეთებელი იქნება. მაგრამ რიკოთზე ძვირი მაინც არ დაჯდება ჩემი აზრით.

ერთ დროს მეც შენსავით ვფიქრობდი და რკინიგზის ადგილას ავტობანის მშენებლობის იდეა მიპყრობდა, მარა მერე მივხვდი რომ დიდი სისულელე იქნება მანდ ავტობანის ტიპის გზის გაყვანა. ნუ ჯერ ერთი რკინიგზა ბევრად, ბევრად მნიშვნელოვანი სტრუქტურაა ვიდრე ნებისმიერი საქალაქო მნიშვნელობის გზა და მისი ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს სრულიად. ანუ მოგვიწევს ჯერ რკინიგზაზე ზრუნვა - ან ნორმალური შემოვლითი მშენებლობა დაახლოებით ქსნიდან გაჩიანამდე, ან დიდუბიდან ნავთლუღამდე ღრმად მიწისქვეშ მოთავსება. ორივე ვარიანტი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მერე მალაკნებიდან პეტრეპავლეს სასაფლაომდე რკინიგზის ხაზი გადის ხან მიწაყრილზე, ხან ღრმულებში, ორივე მხრიდან მჭიდროდ დასახლებული. ხვდები რამხელა ფინანსურ რესურს მოითხოვს მოსახლეობის განსახლება და დერეფნის გაფართოვება. აგერ ფონიჭალაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გაყვანა ვერ ხერხდება ორი კორპუსის გამო. მერე გინდ რკინიგზა იყოს და გინდ ავტობანი, ზემო უბნები მაინც მოწყვეტილი რჩება. ყველაზე კარგი ვარიანტი არის ინდუსტრიული ზონის და სარკინიგზო მეურნეობის მოშორება და აგლომერაციის ფარგლებში რკინიგზა როგორც საქალაქო ტრანსპორტის გამოყენება...

TramwayMan
QUOTE
გეთანხმები ამიტომ "ფსევდოესქპეტრულ" დასკვნებს ნუ აფრქვევ რაც არ იცი იმაზე, დრო სხვა რამეს მოახმარე.

QUOTE
დედააა აქამდე სად იყავი როგორ ვერავინ მოიფიქრა ვაიმეეეეეე ხალხო არიქააა

Warning:
მოეშვი კარგ იუზერებთან ამპარტავნობას! რამეთუ სწორედ ამპარტავნობა შობს „მე"-ს თაყვანისცემის სხვა ფორმებს, როგორიცაა: თავისმოყვარება, თავმოთნეობა, ცუდმედიდობა, მზვაობრობა, თავმომწონეობა, თვითნებობა, ეგოიზმი, ქედმაღლობა, თავისმართლება, საკუთარი თავის სიბრალული, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და მრავალი სხვა... boli.gif 


Kublicha
QUOTE
სვეტაფორი არა, შუქნიშანი ქვია მაგას.

lol.gif lol.gif lol.gif

მოგეშალა ნერვები ხო biggrin.gif
polaris
Die ideale spur


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6638
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06

გამოგზავნილია: 6 Apr 2020, 19:21  #56110490      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Fabian
QUOTE
თავმოთნეობა, ცუდმედიდობა, მზვაობრობა


ცრემლი მომადგა, ვიღას ახსოვს ჩვენს გლობალისტურ ეპოქაში ქართული ენა, ღმერთმა უმრავლოს ამ ქვეყანას შენნაირი ქართველები!

წავალ, დავგუგლ... გუგლსა შინა გამოწვლილვით შევიმეცნებ ამა სიტყუათა.


--------------------
Real SAABs don't leak. They just mark their territory.
internazionale
JZ4Ever!!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11904
წევრი No.: 7947
რეგისტრ.: 28-December 04

გამოგზავნილია: 6 Apr 2020, 23:17  #56111700      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
TramwayMan
QUOTE
გეთანხმები ამიტომ "ფსევდოესქპეტრულ" დასკვნებს ნუ აფრქვევ რაც არ იცი იმაზე, დრო სხვა რამეს მოახმარე.

შენ საქმეს მიხედე, მე დროს რაზე დავხარჯავ და აქ რას დავწერ შენ არავინ არ გეკითხება.

QUOTE
დედააა აქამდე სად იყავი როგორ ვერავინ მოიფიქრა ვაიმეეეეეე ხალხო არიქააა 

ქალი თუ ხარ გეთქვა აქამდე, ცოტა მეტი რიდით მოგმართავდი. ნიკიდან გამომდინარე რატომღაც ვიფიქრე ბიჭია მეთქი. მაგრამ ნიკი TramwayMan? Man? ვეღარ გავიგე რა, დავიბენი.

* * *
GreenWestHam
QUOTE
უტოპიურია ეგ შენი გეგმა და დაახლოებით 50 წლით არის აცდენილი ქალაქგეგმარების პრინციპებს.

უტოპია არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე რომ არარეალურია ამას რათ უნდა კამათი. ჩემი ოცნებაა მეთქი დავწერე კიდეც ზემოთ.

This post has been edited by internazionale on 6 Apr 2020, 23:22
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 2 [3]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0253 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]