სალამი ყველას,
საინტერესო პერიოდი დამიდგა და ვეძებ სამსახუროს, გარკვეულ დროს ფორუმზეც ვატარებ და აქაც ვცდი, რატომაც არა?
გამოცდილება:
- 2010 წლიდან ვარ აიტი გაყიდვებში, სხვდასხვა კომპანიებში მიმუშავია (დეტალები პირადში), რამოდენიმე საინტერესო კადრი მყავს აღზრდილი ამჟამად იგივე სფეროში კარგ პოზიციებზე მუშაობენ.
- მაქვს სახელმწიფო ტენდერბში გამოცდილება, პროექტის დაგეგმვიდან დაწყებული, (ტექ. დავალების შედგენა, სპეციფიკაციების შედგენა, ფასის მოკვლევა, ყველა ნაბიჯი)
- ხელშეკრულების გაფორმებით დამთავრებული (მათ შორის გასაჩივრებაც, დავებში მონაწილეობა და მსგავსი)
- მაქვს კონტაქტები ყველა არსებულ ლოკალურ დისტრიბუტორთან, კარგი ურთიერთობით, კარგი რეპუტაციით.
- მაქვს გამოციდლება დისტრიბუციის ,,დაქოქვაში'' უცხოურ ვენდორებთან შეთანხმებით და გაყიდვებში მიღწეული დადებითი შედეგებით.
- მაქვს ნამუშევარი აიტი საპორტად, სხვადასხვა ტიპის უსაფრთხოების ტექნიკის მონტაჟში, შავი სამუშაოც შემისრულებია საჭიროების შემთხვევაში.
- სხვდასხვა წლებში HPE გამოცდები გაყიდვების სპეცილაისტის კუთხით ჩაბარებული (პარტნიორობაზე ითხოვენ, ყოფილა მომენტი სხვისთვისაც ჩამიბარებია) ჯამში ალბათ 20-მდე გამოცდა, ყველა არ მახსოვს თუმცა მოძიება შემიძლია.
- მაქვს გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელად (დაახლოებით 12 ადამიანი დაქვემდებარებაში).
- მაქვს საინტერესო პროექტები განხორციელებული BBC-ის სქართველოს წარმომადგენლობასთან, Salini Impergilo (სვანეთში), რამოდენიმე სახელმწიფო ორგანიზაციასთან ( ახალი ტექნიკის დანერგვა ან მოცულობითი პროექტი)
გამოცდილების მოკლე აღწერა: ზევით აღნიშნული გაყიდვებისა და შესყიდვების გარდა, ალბათ ავღნიშნავ რომ აიტი საპორტად მაქვს ნამუშევარი, მქონია კადრების აღზრდის ეტაპიც (სწავლების კურსი), ონლაინ გაყიდვების ვებ-გვერდებზე ნამუშევარი (დაწყებული მოკაპებით თუ როგორი უნდა იყოს, დასრულებული კონტენტის განთავსებით), ასევე საინტერესო გამოცდილებად ვთვლი უცხოელ ვენდორებთან კონტაქტის მეშვეობით დისტრიბუციის დაწყებასა და ერთ-ერთი კომპანიისთვის b2b პორტალის შექმნას.
რას ვეძებ: ისევ მსგავს სფეროში სამუშაოს, შეიძლება შესყიდვებშიც, გაყიდვებშიც, კორპორატიულ სეგმენტში, კერძო სექტორში, ტენდეებზე, ვებ-გვერდზე, აიტი საპორტიც ალბათ, მოკლედ ღია ვარ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის, სიახლეები მომწონს.
რაც შეეხება ჩემი ზემოთ ჩამოთვლიი სიტყვების დადასტურებას, შემიძლია გამოვითხოვო სარეკომენდაციო წერილები, განხორციელებული პროექტების არაკომერციული სახის დოკუმენტაციის წარმოდგენა. ერთი სიტყვით იმაზე მეტი არ დამიწერია რაც გამიკეთებია, ყველაფერი არც მახსენდება.
მნიშვნელოვანი დეტალი: რამოდენიმეჯერ მქონდა მცდელობა საკუთარი კომპანიის შექმნის, ერთი უსაფრთხოების სისტემები, მე-2 ონლაინ გაყიდვები, მე-3 კიბერუსაფრთხოება (ბრენდმაუერი, ანტივირუსები, მაიკროსოფტის სხვდასხვა პროდუქცია და ა.შ.). სამივე შემთხვევაში მარტო არ ვყოფილვარ პარტნიორობის კუთხით და არ გამოსვლის ლომის წვლილიც აქედან მოდის. თუმცა აქედან სამივე აგრძელებს ფუნქციონირებას.
ბევრი ტექსტია ვიცი, უფრო მოკლედ არ გამომივიდა
ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ როგორც კომენტარად ასევე პირადში მომწეროთ, ღია ვარ საჯარო განხილვისთვისაც
მადლობა