#61348324 · 19 Jun 2024, 12:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტაივანში ჩატარდა 4-7 ივნისს ჩატარდა COMPUTETX 2024 სადაც კომპანიებმა წარადგინეს 4 ახალი ჩიპსეტი. ამ პრეზენტაციიდან შეგვიძლია დავასაკვნათ რომ წელს და მომავალ წელს დიდი ამბები მოხდება ლეპტოპებში. Qualcomm-მა გამოაგორა თავისი ARM არქიტექტურაზე გაკეთებული Snapdragon X Elite ჩიპსეტი რომელიც გვპირდება ისეთივე წარმადობას, მუშაობის ხანგრძლივობას (გვირდებიან რომ დაახ. 18 საათი იმუშავებენ ლეპტოპები ავტონომიურ რეჟიმში), სიგრილეს როგორც Apple-ის M ჩიპსეტები. მაგრამ აქვს სულ მცირე ერთი სერიოზული პრობლემა, ვინდოუსზე X86 პროტოკოლზე შექმნილ პროგრამებს Microsoft Prism ემულიატორით გაუშვებს რაც არ არის 100% სანდო.
Snapdragon X Elite უკვე ბაზარზეა და კომპიუტერების მწარმოებელი კომპანიებმა უკვე გამოუშვეს ან სულ მალე გამოუშვებენ ამ CPU-იან ლეპტოპებს. Lenovo, Acer, Asus, HP, DELL, Samsung, Microsoft წარადგინეს ლეპტოპები ამ Qualcomm ჩიპით.
Intel-მა იგრძნო სუნთქა მის ზურგს უკან და გადაწყვიტა ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო. x86 არქიტექტურა მგონი ბოლომდე გამოწურა და შექმნა Lunar Lake ჩიპსეტი. რომელიც Intel-ისთვის არც მეტი არც ნაკლები რევოლუციურია, თავად განსაჯერ RAM იქნება პირდაპირ CPU-ზე როგორც ეს Apple-ს აქვს, ჩიპებს გააკეთებს არა In House არამედ TSMC ქარხანაში როგორც ამას აკეთებს Apple. ჩიპი იქნება 3nm. Lunar Lake არ იქნება ყველაზე ძლიერი მაგრამ იქნება ეფექტური და ბატარეა უფრო დიდხანს იმუშავებს. ჩიპი გამოვა წელს, მესამე კვარტალში. ლეპტოპები ალბათ წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში.
AMD-მაც წარადგინა თავისი ახალი CPU. AMD Ryzen AI 9 HX 370, რომელიც ასევე x86 არქიტექტურაზეა. ის იქნება ყველაზე სწრაფი, თუმცა ასევე ყველაზე ცხელიც და ბატარიის ყველაზე სწრაფად ამომწურავიც.
GPU-ს რაც შეეხება აქ ან Lunar Lake აჯობებს ან Ryzen. X Elite აქ ყველაზე ნელია.
ასე რომ გინდათ გეიმერული ან გრაფიკული დიზაინისათვის ლეპტოპი? მაშინ AMD Ryzen AI 9 HX 370. გინდათ სანდო Windows ლეპტოპი ყოველდღიური მოხმარებისათვის? Intel Lunar Lake. გინდათ რისკი გაწიოთ? Qualcomm Snapdragon X Elite. Apple-ის მომხმარებელი ხართ? M4
ასე რომ თუ ლეპტოპის ყიდვას ფიქრობთ გირჩევთ წლის ბოლომდე ან 2025 წლის მეორე კვარტლამდე მოიცადოთ რომ მორალურად მოძველებული კომპიტერი არ შეგრჩეთ ხელში.
This post has been edited by 4L3X on 19 Jun 2024, 12:16
--------------------
Слава Україні, Героям слава!!! Слава нації. Смерть ворогам!!!
|