#61335587 · 14 Jun 2024, 15:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმისთვის რომ პასუხი გაეცეს კითხვას, საჭიროა ფორმულის ცოდნა. მაგალითად: ვთქვათ ვმუშაობთ 1 ფერით და ავიღეთ 1 წერტილი და მივეცით მას ეს ფერი. ფორმულიდან გამომდინარე ყველა წერტილი უნდა შეიღებოს ამ ფერით ოღონდ მისი ინტენსივობა იქნება დამოკიდებული მანძილზე ამ წერტილიდან. მაგრამ აქ შეიძლება დინამიური წონასწორობა დაიღვეს, რადგან ახალმა გაფერადებულმა წერტილებმა ფორმულის მიხედვით ერთმანეთზე იმოქმედონ და სტაციონარული მდგომარეობა დაიღღვევა მანამ, სანამ ყველა წერტილის ფერის ინტენსიობა არ გათანაბრდება. ამ შემთხვევაში საწყის სურათს ვერ აღვადგენთ რადგან თუ ყველა წერტილი გათანაბრდა, საწყისი წერტილი შესაძლოა ნებისმიერი ყოფილიყო. მაგრამ არის მეორე ვარიანტი: ფორმულა მოქმედებს ერჯერადად, ანუ, ის წერილები რომლებიც არ იყო გაფერადებული საწყის მომენტში და მიიღეს ფერი, აღარ უნაწილებენ ფერს სხვა წერტილებს, ანუ უკუკავშირი არ მყარდება და ყველა წერილს აქვს ის ფერი რაც საწყის მომენტში მიიღო, ანუ სხვა სიტყვებით ფორმულა წყვეტს მუშაობას ფერების პირველადი გადანაწილების მერე. ამ შემთხვევაში შეიძლება საწყისი სურათის აღდგენა რადგან საწყის მომენტში ფერმიცემულ წერტილებს ექნებათ ფერის ინტენსიობის მაქსიმუმი. ანუ, პროგრამა ელემენტარულად მონახავს იმ წერტილებს რომლებსაც აქვს ფერის ინტენსიობის მაქსიმუმი, ხოლო დანარჩენს წერტილებს წაუშლის ფერს და დაგრჩება ის წერტილები რომლების საწყის მომენტში შეიყვანე
This post has been edited by armagedonidze on 14 Jun 2024, 15:32
|