#60860476 · 24 Nov 2023, 22:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა. სეგმენტი - ვინ უნდა იყოს შენი მომხმარებელი - გამვლელი? ადგილმდებარეობა - რამდენად მოძრავი და ცოცხალია (თუ არაა- მაშინ გატანაზე უნდა იყო ორიენტირებული, რაც არ ვიცი, რას შვება დღეს)? ახლოს სკოლა/უნივერსიტეტი/ოფისები თუ იქნება, ძალიან დიდი პლუსია. თავად საცხობი მხოლოდ "მისაწოდებელი" ფანჯრით? თუ მომცრო მაგიდა/სკამებით და ყავით - ჩამოსაჯდომად? მცხობელი/კონდიტერი - ფაქტობრივად პირველი და სტრატეგიული საზრუნავია, ნებისმიერი პროფილის შემთხვევაში. პროდუქტი - რა უნდა იყოს? ე.წ. მძიმე ნამცხვრები/ტორტები? თუ არა - მენიუ რა არის - რამდენად საინტერესო იქნება ვთქვათ, უცებ ლანჩისთვის, ან სახლში წასაყოლებლად? კონკურენტები - არ ღირს დაუფასებლობა. თუ შორიახლოს უკვე გამოცდილი და მოხოდილი საკონდიტროა - ძალიან ძნელი იქნება მოძლიერება. ფინანსები - მნიშვნელოვანია, რამდენიმე თვე მაინც იარსებოს საოპერაციო რესურსმა (იჯარა, საბრუნავი, ხელფასი), სანამ მეტნაკლებად დასტაბილურდება. არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ თუნდაც 2-3 თვეში ისეთ მოგებაზე გავა, რომ თავის შენახვას და ინვესტიციის გასტუმრებას დაიწყებს.
უცებ ეს კითხვები მომაგონდა. თუ პასუხები და ჩამოყალიბებული პოზიციები არსებობს - ძალიან ბევრს ნიშნავს - რისკების დასადგენად და წინასწარი შეფასებისთვის.
--------------------
არს კაცი ჭური თვითმოძრავი სულისა ხელმწიფე!
ღვთის შეწევნით ჩვენ მონიჭებული გვაქვს სიტყვის,სინდისის თავისუფლება : მაგრამ ჩვენ გვაქვს აგრეთვე გონიერება,რომელიც გვკარნახობს, რომ უმჯობესია ნაკლებად გამოვიყენოთ ისინი
ყველაფერი მაინც კარგად იქნება!
|