ვისაც ეს კანონი ჯერაც არ წაგიკითხავთ, აგერ ბმული და გაეცანით:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4234420?publication=0ჯერ ეს ერთი, მიტომ არის რუსული ეს კანონი, რომ ტყუილია მისი ავტორების განცხადება, თითქოს არასამთავროებო ორგანიზაციების მიერ მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობა აინტერესებს საზოგადოებას და სახელმწიფოს.
ქვეყანაში 2018 წლის 26 ივნისიდან მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დამტკიცების შესახებ ბრაძანება ბრძანება №ნ-9ა,
თუ ვინმეს გაინტერესებს აგერ ბმული და ნახეთ რა რეგულაციაა:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4234420?publication=0ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სრულად შეუძლია დაინტერესებულ პირს მიიღოს ინფორმაცია თუ რომელს არასამთავრობო ორგანიზაციას რა თანხა აქვს მიღებული და როგორ გამოყენა.
ბოლო-ბოლო ამ ბრძანებაში შეიძლება დამატების გაკეთება „უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის“ თუ რამე ინფორმაცი დააკლდება ხელისუფლებას.
რუსულია იმიტომ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, საკანონმდებლო დონეზე, აწებებს სტატუსს, იარლიყს, რომელიც იმთავითვე უარყოფითი შინაარსითაა დატვირთული.
ანუ, კანონის მიზანია გარკვეული სტატუსის/იარლიყის მიწებება მისთვის არასასურველი სუბიექტებისთვის, რის შემდეგაც იქნება სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ზემოაღნიშნული სტატუსის მქონე პირებს დაუწესებს რეპრესიულ შეზღუდვები (როგორც ეს მოხდა რუსეთში და ბელორუსიაში)
ამ რუსული კანონის მე-8 მუხლის მიხედვით,
არსებობს უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციაში შევარდეს, ჩაატაროს გამოძიება და გადაწყვიტოს, რომ ეს პირის არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, მერე მიმართოს იუსტიციის სამინისტროს და ძალით, ორგანიზაციის/სუბიექტის ნების საწინააღმდეგო დაარეგისტრიროს იგი ამ სტატუსით რეესტრში.
კონკრეტული პირის/სუბიექტის მიმართ გამკვლევის საფუძვლებიც ისეთია, როგოც რუსეთში - „დანოსი“, უმფროსის მითითება - ანუ რეალური მიზეზი არაა საჭირო.
ანუ რეესტრი, რომელსაც ამ კანონის საფუძველზე შექმნის იუსტიციის სამინისტრო იქნება იგივე რაც სტალინის დროს „ხალხის მტრების სია“.
როცა ამ ეტაპს მორჩებიან, მერე დაიწყება „ხალხის მტრებზე“ ნადირობა.