რა დროშით გადიხარ, მეკობრეების შავი დროშა თუ დაგჭირდეს მოგვწერე.
კოდექსი არ დაგავიწყდეს, ნადავლის გაყოფაში დაგეხმარებათ.
ეს კოდექსი მართლა მაგარი რამე ყოფილა:
კოდექსის შესახებ ცნობები მე-17 საუკუნის პირველი ნახევრიდან ჩნდება.
კოდექსი მეკობრეებს ერთგვარად თანასწორუფლებიანებს ხდიდა, ისინი უბრალო ქურდებთან და ყაჩაღებთან შედარებით ელიტას წარმოადგენდნენ. ეს იყო რეაქცია იმ უსამართლობაზე, რაც ბევრ მეზღვაურს გადაუტანია სავაჭრო ხომალდზე მატროსად ან სამხედრო ხომალდზე სამსახურისას. ისტორიკოსი პოლ გილბერტი წერს: "ფრანგულ და ამერიკულ რევოლუციებამდე დაახლოებით ასი წლით ადრე, ექსპერიმენტი ელიტარული დემოკრატია ასობით მეკობრულ ხომალდზე დამყარდა".
სამართლიანობა და თანაბარუფლებიანობა მეკობრეთა დევიზი იყო. ხომალდზე ყველა თავის წილს დამსახურების მიხედვით იღებდა. კოდექსის დარღვევა ზოგჯერ სიკვდილითაც ისჯებოდა.
პ.ს. წარმატებები
This post has been edited by datvi1990 on 10 Jun 2024, 02:17