წინა თემები:
თბილისის ავტობუსებითბილისის ავტობუსები - II ნაწილითბილისის ავტობუსები - III ნაწილი,თბილისის ავტობუსები - IV ნაწილითბილისის ავტობუსები - V ნაწილითბილისის ავტობუსები - VI ნაწილითბილისის ავტობუსები - VII ნაწილითბილისის ავტობუსები - VIII ნაწილითბილისის ავტობუსები - IX ნაწილითბილისის ავტობუსები - X ნაწილითბილისის ავტობუსები - XI ნაწილითბილისის ავტობუსები - XII ნაწილითბილისის ავტობუსები - XIII ნაწილითბილისის ავტობუსები - XIV ნაწილიინფორმაცია:
ოფიციალური ვებ-გვერდი
http://transfer.ttc.com.ge/?setLng=kaსასარგებლო ბმულები:
ავტობუსები რეალურ დროში (online), ტაბლოს მონაცემები, მარშრუტების სია, მგზავრობის დაგეგმვა და ა.შ.
http://transfer.ttc.com.ge/?setLng=kaსამგზავრო ტარიფი, ფასდაკლებები და შეღავათებით მოსარგებლე კატეგორიები
http://transfer.ttc.com.ge/?setLng=kaჯარიმის გადახდა ინტერნეტით
http://transfer.ttc.com.ge/?setLng=kaცნობები:
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ავტობუსი დაემატა 1933 წელს, რომელიც საწყის ეტაპზე, დღეში ხაზზე მხოლოდ 5 ავტობუსი მოძრაობდა და მისი სიგრძე დაახლოებით 10 კილომეტრი იყო. ავტობუსების რაოდენობა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა თავის პიკს მიაღწია 80 წლებში.
90იან წლებში იწყება ავტობუსების ქსელის დეგრადაცია, და ფაქტიურად მისი მთლიანად გაუქმება, რამდენიმე ხაზის გამოკლებით.
თბილისის ავტობუსების სისტემის განახლება (თავიდან გაკეთება) 2004 წლიდან დაიწყო როდესაც პირველი ჰოლანდიური DAF-ის მეორადი მოხმარების ავტობუსების პარტია ჩამოვიდა. 2005 წელს პირველი მცირე რაოდენობა უკრაინული Bogdan A092 ჩამოვიდა. 2006 წელს ჰოლანდიური ავტობუსების მეორე პარტია მიიღო მერიამ.


2007 მერიამ გამოაცხადა ტენდერი 510 ახალი ავტობუსის შეძენაზე (360 პატარა 150 დიდი). ტენდერში კორპორაცია ბოგდანმა გაიმარჯვა და თბილისის მერიას 360 Bogdan A092 და 150 Bogdan A144.5 მიაწოდა.

2010 წელს თბილსში 6 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ DAF-ების ერა დასრულდა. უმრავლესობა ჩამოიწერა ნაწილი თავდაცვის სამინისტროს გადასცეს.
მანამდეც ჩამოიწერა გარკვეული რაოდენობა, ზოგი დაიწვა ზოგს ავარია მოუვიდა და ა.შ. ასევე მოხდა მაშრუტების დიდი ნაწილის შემოკლება. 30მდე მარშრუტი გაუქმდა.
2011 წლის სიახლე არის გაჩერებებზე ტაბლოების დამონტაჟება. პირველ ეტაპზე თბილისში ასეთი 450 ტაბლო დამონტაჟდა.
ყველა ავტობუსი აღჭურვილია GPS სისტემებით, რომელიც მათ ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. ინფორმაცია გადაეცემა სერვერს, რომელიც ამუშავებს მას და იმის მიხედვით როგორია მარშრუტი საშუალო მოძრაობის სიჩქარის გათვალისწინებით, ითვლის დროს, როცა ავტობუსი გაჩერებას მიაღწევს
დროის განსაზღვრა ხდება ავტობუსის მიერ გადაცემული ინფორმაცის მიხედვით–სად იმყოფება იმ მომენტში და რამდენი მანძილი დარჩა გასავლელი. დავუშვათ, მოცემული ინფორმაციით ავტობუსი ერთ–ერთ გაჩერებაზე უნდა მივიდეს 15 წუთში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალაქში 90–წამიანი შუქნიშნები გვაქვს, რომელიც ადვილი შესაძლებელია დაკეტილი დახვდეს ავტობუსს, ის უკვე ვეღარ შეძლებს ზუსტად 15 წუთში დანიშნულების ადგილზე მისვლას. თუმცა ჩვენი გამოცდილებით ავტობუსის მოძრაობის საშუალო სიჩქარე ზოგადად ემთხვევა ნაკადის საშუალო სიჩქარეს და ძალიან დიდი ცდომილება, რაც ადამიანების სერიოზულ უკმაყოფილებს გამოიწვევდა, ჯერჯერობით არ მიგვიღია.
რაც შეეხება ხარვეზებს, ეს უფრო ადრე იყო, როცა საცდელი 20 ტაბლო გავუშვით. ბევრი რამის შეცვლა და გათვალისწინება მოგვიწია, რასაც მანამდე საჭიროდ არ ვთვლიდით. მაგალითად, ავტობუსი საწყისი პუნქტიდან გასვლას აგვიანებს, შესაბამისად შუალედურ გაჩერებაზე მისვლის დრო იცვლება; ან ქალაქში საცობია, რაც მოძრაობას აფერხებს. ამგვარი შემთხვევებისთვის საჭირო გახდა ალგორითმების შექმნა, რომელიც მსგავსი სიტუაციებიდან გამოსავალს იძლევა.
2012 წელს დაინერგა SMS სერვისი, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს გაიგონ მარშრუტის მოსვლის ფაქტიური დრო ნებისმიერ გაჩერებაზე (მათ შორის სადაც ტაბლო არ არის დამონტაჟებული). სერვისი კომფორტულია იმ კუთხითაც, რომ გაჩერების ნომრის ცოდნის შემთხვევაში, მოსვლის დროის გაგება შეიძლება გაჩერებაზე მისვლამდეც, სახლიდან გაუსვლელად.
ასევე შეიქმნა სატრანსპორტო აპლიკაციია მობილური ტელეფონებისთვის, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას
მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომლის მიღებაც შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდიდან:
მგზავრობის დაგეგმვა, ავტობუსი რეალურ დროში, ინფორმაცია გაჩერებების შესახებ, მარშრუტების მოსვლის დრო
რეალურ დროში, განრიგები და ა.შ.
ასევე მოხდა თბილისის ავტობუსის მარშრუტების, გაჩერებების და განრიგების ინფორმაციის ინტეგრაცია
Google-ს სისტემაში (Google Transit), რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მგზავრობის დაგეგმვა, მარშუტების და
გაჩერებების შესახებ ინფორმაციის მიღება Google-ს რუკაზე (Google Map).
2013 წლის შემოდგომაზე, თბილისის მერიამ დედაქალაქში ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ ტენდერის შედეგები გააუქმეს. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებმა ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური დოკუმენტაცია და გამოეთიშნენ. საპასუხოდ მათ გაასაჩივრეს შედეგები. საბოლოოდ მერიამ, საკრებულოს ზეწოლით გააუქმა ტენდერი.
2015 წელს EBRD-მა გამოაცხადა ახალი ტენდერი 143 ავტობუსის შესაძენად: 12 მეტრიანი, 100% დაბალ იატაკიანი, ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავით. ტენდერი დასრულდა 2016 წელს და გაიმარჯვა MAN Truck & Bus AG. 2017 წელს MAN Truck & Bus AG თბილისს აჩუქა კიდევ ერთი ავტობუსი. შესაბამისად მანის ავტობუსების რაოდენობა შეადგენს 144.
2016 წლის 26 მაისს სტამბულის მერიამ თბილისს საჩუქრად გადასცა 5 ცალი მეორადი მერსედეს კონექტოს მარკის ავტობუსი. თავდაპირველად მოძრაობდნენ ღამის 137 მაშრუტზე, შემდეგ გადავიდნენ 85 მაშრუტზე. აღნიშნული ავტობუსები 2018 წლის აპრილიდან საბოლოოდ ამოიღეს ექსპლუატაციიდან.

2017 წელს გაიხსნა ახალი ავტობაზა დიდ დიღომში, სადაც გადავიდა მე-2 ავტობაზა ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიიდან. ავტობაზა გათვლილია 377 ავტობუსზე:
http://ttc.com.ge2018 წელს თბილისის ბიუჯეტის სახსრებით შედგა ტენდერი 90 ცალი, 10 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად. გაიმარჯვა შპს "თეგეტა თრაქ ენდ ბასი", რომელიც წარმოადგენს MAN Truck & Bus AG ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. ავტობუსის მოდელი MAN A47 Lion city M.
ამ ეტაპზე თბილისის საავტობუსე ავტოპარკში 234 MANის მარკის ავტობუსია
2018 წლის ნოემბერში გამცხადდა ტენდერი 220 8 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად, რომელშიც გაიმარჯვა შპს "ჯითი მოტორსმა", რომელმაც შემოიყვანა Isuzu Novo city life.
2019 წელს ტენდერი გამოცხადდა 126 ერთეულ 12 მეტრიან ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსზე. გაიმარჯვა კომპანია ,,თეგეტა მოტორსმა'' რომელსაც წარმოდგენილი ჰყავდა BMC Procity CNG. მოგვიანებით აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა დამატებით 100 ავტობუსის შემოყვანაზე. საერთო ჯამში თბილისის ავტოპარკში სულ 226 ერთეული ბიემსის მარკის ავტობუსია
2020 წლის ნოემბერში დიდი ბოგდანები სრულიად იქნა ამოღებული ექსპლუატაციიდან.
2021 წელს გამოცხადდა ტენდერი 180 ერთეულ 8 მეტრიან ავტობუსზე, სადაც კვლავ გაიმარჯვა ჯითი გრუპმა. დღეისათვის ავტოპარკში 400 ერთეული ISUZU NOVOCITI LIFE-ის მარკის ავტობუსია.
ამავე წლის სექტემბერში პატარა ბოგდანები სრულად ჩანაცვლდა. ამით დასრულდა თბილისში ყვითელი ავტობუსების ეპოქა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროცედურები 200 ერთეულ 18 მეტრიან გაზზე მომუშავე ავტობუსის ტენდერის გამოსაცხადებლად, რომელიც EBRDის დახმარებით მოხდება.
დღეის მდგომარეობით ავტობუსებს ემსახურება 3 ავტობაზა
N1 პოლიციის ქუჩა (აფრიკა)
N2 დიდი დიღომი IV მ/რ
N3 წყალსადენის ქ.
N2 2021 წლის მაისის მდგომარეობით
2020 წლის 24 ოქტომბრიდან დაიწყო ახალი სამარშრუტო ქსელის ამოქმედება, რომელიც ფრანგული კომპანია ''სისტრას'' დახმარებით შემუშავდა:

N301 ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი-გორგასლის ქ.-რუსთაველის გამზ.- ჭავაჭავაძის გამზ- თამარაშვილის ქ-ქავთარაძის ქ.-პოლიტკოვსაკაიას ქ.
N319 მ/ს „ვარკეთილი“- ვაზისუბნის დასახლება- მახათას მთა- ხუდადოვის ქ.- სადგურის მოედანი.
N321 დიდი დიღმის IVმ/რ-მირიან მეფის ქ.-აშშ-ს საელჩო-წყალსადენის ქ.-მ/ს სარაჯიშვილი
N330 ,,სადგური „ველი’’- ბ. ჭიჭინაძის ქ.-გუმათჰესის ქ.-ლ. რაზიკაშვილის ქ.-გ. ლორთქიფანიძის ქ-მ/ს ისანი. უკუმიმართულებით, ავტობუსი გადაადგილდება მეტროსადგურ „ისნიდან" ცაცა ამირეჯიბის ქუჩისა და ამავე ქუჩის III შესახვევის გადაკვეთამდე.
N332 სადგურის მოედანი-პეკინის გამზ-ცინცაძის ქ.-ყაზბეგის გამზ.ნუცუბიძის IV მ/რ.
N339 გლდანის VII-VIII მ/რ-ვეკუას ქ.-გლდანის პარკი-მ/ს ახმეტელი-ხიზანიშვილის ქ.-გლდანის პარკი-გლდანის VII-VIII მ/რ.
N334 დელისი-წყნეთი
N345 ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსი - კ. აფხაზის ქუჩა - რუსთაველის გამზირი - ი. ჭავჭავაძის გამზირი - ბაგები
N346 ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი მე-19 კორპუსიდან - ვარკეთილის მიმართულებით, „ჰუალინგის“ დასახლებამდე.
N363 თხინვალა-მ/ს დელისი-თსუ მაღლივი კორპუსი
N377 თბილისის ზღვის პლაზა- ვაზისუბნის IIIმ/რ-დავითაიას ქ.-პეტეფის ქ.-მ/ს ვარკეთილი.
N383 ბარათაშვილი-ზემო ვაკე-ქავთარაძე
N387 საბურთალო-ვაკე-საბურთალო (წრიული)
რამდენიმე მარშრუტს ნომერი შეეცვალა, კერძოდ:
44 გახდა 344
19-343
85-385
2021 წლის 21 მარტიდან მარშრუტების ნომრები შეიცვალა:
„N1 შეიცვალა და გახდა N361; N2 შეცვალა - N305-მა; N3 ჩაანაცვლა - N313-მა; N4 გახდა - N324; N6 გახდა - N326; N7 გახდა - N367; N9 გახდა - N307; N10 გახდა - N380; N11 გახდა - N381; N12 გახდა - N312; N14 გახდა - N314; N15 გახდა - N315; N17 გახდა - N317; N18 გახდა - N318; N20 გახდა - N320; N21 გახდა - N311; N22 გახდა - N322; N23 გახდა - N323; N24 გახდა - N304; N25 გახდა - N325; N27 გახდა - N327; N28 გახდა - N328; N29 გახდა - N329; N30 გახდა - N376; N31 გახდა - N331; N32 გახდა - N335; N33 გახდა - N308; N34 გახდა - N354; N36 გახდა - N336; N37 გახდა - N337; N38 გახდა - N338; N39 გახდა - N309; N40 გახდა - N340; N41 გახდა - N341; N42 გახდა - N342; N43 გახდა - N393; N45 გახდა - N355; N45-2 გახდა N365, N46 გახდა - N306; N47 გახდა - N347; N49 გახდა - N349; N50 გახდა - N350, N51 გახდა-N351; N52 გახდა - N352; N53 გახდა - N353; N54 გახდა - N302; N56 გახდა - N356; N58 გახდა - N358; N59 გახდა - N359; N60 გახდა - N360; N62 გახდა - N362; N68 გახდა - N368; N70 გახდა - N370; N71 გახდა - N371; N72 გახდა - N372; N73 გახდა - N373; N75 გახდა - N375; N78 გახდა - N378; N79 გახდა - N379; N84 გახდა - N384; N86 გახდა - N386; N87 გახდა - N397; N88 გახდა - N388; N89 გახდა - N389; N90 გახდა - N390; N91 გახდა - N391; N92 გახდა - N392; N94 გახდა - N394; N95 გახდა - N395; N99 გახდა - N398; N103 გახდა - N374; N106 გახდა N316; N108 გახდა - N348; N112 გახდა - N382; N121 გახდა - N357; N124 გახდა - N364; N150 გახდა - N310.
ახლანდელი მდგომარეობით:
Isuzu Novociti Life:101,102,107,312,316,318,319,322,324,327,328,329,330,331,333,336,340,341,342,347,348,349,352,353,354,355,358,359,360,362,363,364,365,367,368,374,375,376,377,378,380,382,383,384,387,389,390,391,392,398.(50 ხაზი)
Man A47 Lion's City M NL293 10,5: 320,325,334,346,350,356,361,371,393. (9 ხაზი)
Man A21 Lion's City NL313 CNG:302,304,310,311,314,315,323,351,370,381,388,394,395. (13 ხაზი)
BMC Procity CNG:301,305,306,307,308,309,313,317,321,326,332,335,337,338,339,343,344,345,357,372,373,379,385,386,397(25 ხაზი)
15 აპრილიდან დაემატება 7 ახალი ხაზი:
N298 ავტობუსი - უზრუნველყოფს მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ ქავთარაძის ქუჩის გავლით, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების კავშირს, ასევე, მგზავრების მომსახურებას სადგურის მოედნის მიმართულებით;
N299 ავტობუსი - უზრუნველყოფს მგზავრების მომსახურებას მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმის მასივის მიმართულებით (ლუბლიანას ქუჩისკენ);
N300 ავტობუსი - დავით აღმაშენებლის გამზირიდან საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილდება.
N303 ავტობუსი - მგზავრებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ილია სუხიშვილისა და სესილია თაყაიშვილის ქუჩების გავლით მოემსახურება;
N366 ავტობუსი - სრულად ჩაანაცვლებს N420 მიკროავტობუსს და უზრუნველყოფს გიორგი აბაშვილის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების მომსახურებას (მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“);
N396 ავტობუსი - ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს - N408. იგი მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, უზრუნველყოფს აეროპორტის, ალექსეევკის დასახლებებისა და მასთან ერთად, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების გადაყვანას;
N399 ავტობუსი - ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N537-ს და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „ლილო მოლის“ მიმართულებით იმოძრავებს;
ავტობუსების - N373 და N379 მარშრუტებზე მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შემცირდება მოცდის ინტერვალი
2022 წლის 1 თებერვლიდან შეიცვალა გადახდის სისტემა, შემოვიდა სააბონიმენტო სისტემა, კერძოდ წარმოდგენილია სხვადსხვა პაკეტი:
• ულიმიტო 90 წუთიანი ბარათი - ფასი იქნება 1 ლარი;
• ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - ფასი იქნება 3 ლარი;
• ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - ფასი იქნება 20 ლარი;
• ულიმიტო 1-თვიანი ბარათი - ფასი იქნება 40 ლარი;
• ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - ფასი იქნება 100 ლარი;
• ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - ფასი იქნება 150 ლარი;
• ულიმიტო 1-წლიანი ბარათი - ფასი იქნება 250 ლარი.
იმ სოციალური ჯგუფებისთვის, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება.
• უფასო - დედაქალაქში რეგისტრირებული: უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები; სამხედრო ძალების ვეტერანები; სკოლის მოსწავლეები; შსს-ს უბნის ინსპექტორები;
• 10 თეთრი - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები;
• 20 თეთრი - დედაქალაქში განლაგებული ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები; სკოლისა და ბაღების თანამშრომლები; 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; პენსიონერები; საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები; უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები; მანდატურები; სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკები.
დამატებითი მონაცემები თბილისის ავტობუსის შესახებ:
ავტობუსების მაშრუტები 1986 წლის მდგომარეობით, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ პოსტში:
თბილისის ავტობუსები - VIII ნაწილიინფორმაცია ავტობუსების შესახებ 90ანი წლებიდან 2000ანების დასაწყისამდე:
თბილისის ავტობუსები - XI ნაწილი This post has been edited by MANMUS on 10 Apr 2022, 13:39