#61308821 · 3 Jun 2024, 11:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან მიკვირს, რომ ადამიანებს არ უკვირთ... ამქვეყნად მოვდივართ და სიცოცხლე გვახვედრებს მოსიყვარულე მშობლებს, მოსიყვარულე ადამიანებს; ზრუნვას გვახვედრებს, გვაძლევს შეგრძნებებს და ამ შეგრძნებებით აღქმადი დედამიწა გვხვდება საოცარი მრავალფეროვნებით. მწვანე მინდვრებით, მინდვრის ყვავილებით, მცენარეებით და მინდვრის ცხოველ-ფრინველით. დედამიწა გვაგებებს ტყეებს ტყის მცენარეული საფარით, ტყის უამრავი ბინადრით; სიცოცხლე გვაგებებს მწვერვალებს მყინვარებით, მთის ფრინველებს, მთის ლამაზ ცხოველებს; დედამიწა გვაგებებს მდინარეებს, ზღვებს, ოკეანეებს და მილიარდობით წყლის არსებებს. სიცოცხლე გვაგებებს სმენით აღქმად ჩიტების გალობას, წყლის ხმაურს, დედის ნანას და მუსიკის ჰანგებს. სიცოცხლე გვახვედრებს სიცოცხლეს... და მიკვირს, რომ ჩვენ არ გვიკვირს ეს ყოველივე. ნეტავ რატომ არ გვიკვირს? იმტომ ხომ არა, რომ ჩვენ ეს ყოველივე უკვე ბევრჯერ ვნახეთ? არაცნობიერი დეჟავიუ (კვლავგანცდა) გვატყუებს? მგონი ასე უნდა იყოს. ძალიან მიკვირს, რომ ადამიანებს არ უკვირთ... და ძალიან მიკვირს, რომ ადამიანებს უკვირთ სიცოცხლე „სიკვდილის“ შემდეგ. მათ არ უკვირთ, რომ ისინი ზემოთ ჩამოთვლილ, სიცოცხლის მიერ შემოგებებულ ზღაპარში მოხვდნენ. (ისინი წამითაც არ ფიქრდებიან იმაზე, რომ ზღაპარში ვცხოვრობთ, რომ ზღაპრულია ეს ყოველივე). ძალიან მიკვირს რატომ ვერ ჰყოფნით ადამიანებს ან იმის წარმოსახვა, ან გააზრება, რომ როდესაც გამოვეთხოვებით აქაურ სიცოცხლეს, მერე უკვე სიკვდილი შემოგვაგებებს თავის ზღაპრულ და სრულებით სხვაგვარ სიცოცხლეს. უკვე გარდასულ ახლობლებს, უკვე გარდასულ ადამიანთა იმქვეყნიურ არსებობას შემოგვაგებებს. ანგელოზებს შემოგვაგებებს, მთავარანგელოზებს... მილიარდობით უსხეულო არსებებს და არაამქვეყნიურ ზღაპრებს შემოგვაგებებს. ძალიან მიკვირს, რომ ადამიანებს არ უკვირთ აქაურობის ზღაპარი, რასაც „ასეც უნდა იყოს“ - ამგვარად აფასებენ. და ძალიან მიკვირს, რომ ადამიანებს უკვირთ სხვაგვარი ფორმის სიცოცხლე... ძალიან მიკვირს პირველი და ძალიან მიკვირს მეორე... მეგობრებო, მოდუნდით, იფიქრეთ, გაიკვირვეთ თქვენც!
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|