forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 2019 წლის მუსიკალური ფესტივალები, ევროპის მასშტაბით (საერთო თემა)
madridman
PseudoGodKiller


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4844
წევრი No.: 65750
რეგისტრ.: 26-June 08

გამოგზავნილია: 28 Mar 2019, 10:35  #54430227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აუ, დოქტორ მიუზიქზე წავიდოდი დიდი სიამოვნებით რა

მაგარი ღადაობა ფესტი იქნება biggrin.gif პაროვ სტელარი კინგ ქრიმსონი და ბეჰემოტი ერთად :დ

ესეც წინა წლის რამოდენიმე Aftermovie ზემოთჩამოთვლილი ფესტების:










ეს კი ნოვა როკი და ლეგენდარული ჰელფესტი სადაც წინა წელს გახლდით პირადად yes.gif





This post has been edited by madridman on 28 Mar 2019, 10:42


--------------------
Oh dismal mourning...
I open my weary eyes once again
TetGiorgsson
et nihil humanum


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10388
წევრი No.: 126462
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 27 May 2019, 13:48  #54720117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ვინმეს თუ უნდა ვაქენის 2 ბილეთი გაიჩითა

ისე კაი თემაა ბევრ ბენდს გადააწყდები კარვებში
madridman
PseudoGodKiller


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4844
წევრი No.: 65750
რეგისტრ.: 26-June 08

გამოგზავნილია: 27 May 2019, 17:24  #54721338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
TetGiorgsson

user posted image
ამაზე მივდივარ მაგ დროს ტრანსილვანიაში თორე ვაკენზე მაგარზე რაზე უნდა წახვიდე წელს.

უბრალოდ წელს არაფერი განსაკუთრებული ლაინაფი არააქვთ მარა სიტუეიშენი ძალიან მაგარი იქნება

This post has been edited by madridman on 27 May 2019, 17:27
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18287
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 28 May 2019, 09:25  #54723820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როკ ოფი გამოაცოცხლა სტამბულმა
წლევანდლეი ჰედლაინერი ოპესია, ასევე იქნება ენზიფერუმი და კიდე 3-4 პატარა ბენდი.


--------------------
http://forum.ge/?f=76&showtopic=34443108&st=0
madridman
PseudoGodKiller


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4844
წევრი No.: 65750
რეგისტრ.: 26-June 08

გამოგზავნილია: 22 Jan 2020, 14:06  #55743562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ 2019 მშვენიერი წელი გამოვიდა
ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით ვიყავით გრასპოპზე ბელგიაში, არტმანიაზე და როკშტადზე რუმინეთში და ბრუტალ ასაულტზე ჩეხეთში.

ბარემ აქვე მივაბათ 2020 წლის ფესტივალებიც (არამხოლოდ მძიმე მუსიკაში).

პირველ რიგში მძიმე მუსიკის (შედარებით მეინსთრიმი) მასშტაბით ევროპის უდიდესი ფესტივალების 2020-ის ლაინაფებს გადავხედოთ

1. Hellfest 2020
საფრანგეთის უდიდესი ფესტი მძიმე მუსიკაში. ფესტივალის აბონიმენტის (3 დღიანი) ღირებულება 200 ევრო იყო და ბილეთების დადებიდან რამოდენიმე საათში სრულად გაიყიდა (ლაინაფის გამოცხადებამდე). ესეც ლაინაფი:

user posted image

2. Wacken 2020
გერმანიის უდიდესი ფესტი მძიმე მუსიკაში. რომელიც ასევე სოლდაუთია. (აბონიმენტის ფასი იყო 250 ევრო).
user posted image

3. Graspop Metal Meeting 2020
ბელგიის უდიდესი ფესტი მძიმე მუსიკაში. რომლის ბილეთებიც დარჩენილია და 250 ევრო ღირს (4 დღიანი).
user posted image

4. Sweden Rock 2020
შვედეთის უდიდესი როკ ფესტი. რომლის 4 დღიანი აბონიმენტი დაახლოებით 250 ევრო ღირს და რომლის ბილეთებიც ასევე დარჩენილია.
user posted image

5. Resurrection Fest 2020
ამ ფესტმა თავისი არსებობის მანძილზე პირველად მოახერხა და უკვე გაყიდა ყველა აბონიმენტი. აბონიმენტის ფასი იყო 160 ევრო (დაახლოებით). ეს გახლავთ ესპანეთის ერთერთი მთავარი ფესტი მძიმე მუსიკაში.
user posted image

6. Barcelona Rock Fest 2020
ესპანეთის უმთავრესმა როკ ფესტმა კი შემდეგნაირი ლაინაფი შემოგვთავაზა. ფესტივალი ღირს 190 ევრო და ამ დონის ლაინაფისთვის (კიდევ ბევრი დაემატება) საკმაოდ კარგი ფასია.
user posted image

7. Mystic Festival 2020
საკმაოდ საინტერესო ფესტი და შეიძლება ითქვას პოლონეთის გამორჩეული ფესტი მძიმე მუსიკაში. ფესტივალი საკმაოდ იაფია 150 ევროც არ ჯდება და ლაინაფი საკმაოზე მეტად მომხიბვლელი.

user posted image


8. Nova Rock 2020
ავსტრიის მთავარი როკ ფესტივალი სტანდარტულად შერეულ ლაინაფს გვთავაზობს. ფესტივალზე შეგიძლიათ მოისმინოთ ჰევი/ფაუერ/მელოდიქ დეს მეტალიდან და მეტალქორიდან დაწყებული ალტერნატივ როკ/ინდით გაგრძელებული და ავსტრიული ჰიპ-ჰოპებითა და ელექტრონული მუსიკით დამთავრებული ყველაფერი. თუმცა დომინანტი მაინც ცოტა მძიმე მუსიკაა (მეინსტრიმ ჰედლაინერებით). ფესტივალის ფასი ამჟამად 195 ევროა. თუმცა იყო დრო (სანამ ლაინაფს გამოაცხადებდნენ მთლიანობაში) 150 ევროც ღირდა.
user posted image

9. Rock Am Ring 2020/Rock Im Park 2020
გერმანიის მთავარი მეინსტრიმ როკ ფესტიც ნოვა როკის მსგავსად ძალზედ შერეულ და უფრო მეინსტრიმ ლაინაფს გვთავაზობს. აბონიმენტის ფასი აქაც 195 ევროა. თუმცა რამოდენიმე თვის წინ ბევრად იაფად შეგეძლოთ შეძენა.
user posted image

10. Exit Festival 2020
სერბეთის მთავარი ფესტივალია და შეიძლება ითქვას აღმოსავლეთ ევროპის ერთერთი მთავარიც. ყველაზე შერეული ფესტია სტანდარტულად. სადაც შეხვდებით პოპ მუსიკოსებს, ელექტრონული მუსიკის შემსრულებლებს და აქვე როგორც ხედავთ სეპულტურაც კი არის და მთელი რიგი მეტალქორ ბენდები. ჯერჯერობით ლაინაფის პირველი ფაზა დევს.

user posted image


ანდეგრაუნდ და სპეციფიკურ (თავის მხრივ უნიკალურ ფესტებზე) ცოტა მოგვიანებით დავწერ.

ვინ რა ფესტზე აპირებთ 2020-ში?
თუ რომელიმე ფესტთან დაკავშირებული დეტალები გაინტერესებს შემიძლია დაგაკვალიანოთ. ძალიან ბევრ მათგანზე ნამყოფი ვარ yes.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0163 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]