მდაჰ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვნახე სამი სერია და ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი. ნუ მესამე სეზონის ფინალის ტოტალური ჩაჯმის მერე ვიცოდი რომ დეგრადაცია შეუქცევადი იქნებოდა. ნუ გარდა იმისა, რომ ამ სამ სერიაში არაფერი არ ხდება სიუჟეტურად საინტერესო, ამბავი წინ ვერ მიდის და რაღაც უაზრო და არაფრისმომცემი ხაზებია დამატებული: მაგალითად ფრენჩი რო ელჭიპიტი ჭინკაა, ჰიუის მამის ინსულტი და დრამები დედასთან, ეს ###ობა ფლეში და დიფი თავისი ტოქსიკური ურთიერთობით რვაფეხასთან. გარდა ამისა თითქოს სტილია შეცვლილი მონტაჟის და გადაღების :დ უფრო ძიშოვია და ბანძი რაღაცნაირად.
ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ ნუ წინა სეზონებში გიჟობები ხო ხდებოდა და მაგიტომაც გვიყვარდა ეს სერიალი. მარა ბალანსი მაინც ჰქონდათ დაცული. იყო გროტესკი, უტრირება, სიგიჟეები, მაგრამ თან იყო რეალურთან მიახლოებული თანამედროვე სამყარო, იყო ეგზისტენციალური საფრთხე, რომელსაც მაყურებლებიც ვგრძობდით, იყო რაღაც უმწეობის განცდაც, რომ ამათ რა უნდა უყო. მომენტებში სერიოზულდებოდა ძაან თხრობა და განიცდიდი პერსონაჟების ბედს. ახლა ბალანსი საერთოდ აღარ არსებობს, ბოლომდე სიგიჟეში, აბსურდში გადაეშვნენ. სერიოზულად ვეღარ იღებ იმას, რასაც ხედავ. არანაირი დაძაბულება და სასპენსი აღარაა. კლოუნადაა ჩვეილებრივი.
This post has been edited by ხუედიოსი on 13 Jun 2024, 23:56