NatiaGullჭამით ნორმალურად ჭანს. აქვს პერიოდები რომ კლასტერულად იკვებაბა და აქვს პერიოდები როცა 2-2.5 საათში ერთხელ ჭამს. უკანა რძესაც ჩემი აზრით იღებს.
tako/barbiამასობაში კი შევეგუე ამის დაბალ წონას და აღარ მედარება იმდენად. თან 6 თვისთვის დაწრმუნებული ვარ გაორმაგებული ექნება და ვსო ❤️
adelineმეც მომწონს ბეგოიძე. საკმაოდ ყურადღებიანი პედიატრი ჩანს ❤️
ვაშლის წვენზე მითხრა, რომ მე თვითონ გამომეწურა და 2-2 წვეთით დამეწყო მიცემა.
შენ რაც ნახე, ჰიპის ვაშლის წვენი, ეს არის ხომ სავარაუდოდ?
https://shorturl.at/aLDG0 შემადგენლობაში ამას უწერია ვაშლის წვენის კონცენტრატი ნაკლები სიმჟავით და ც ვიტამინით. ც ვიტამინის დამატებაც მეფქირება ამ ასაკზე ბავშვისთვის. ალბათ ამიტომ მირჩია მე თვითონ გამომეწურა
shoAbbზელიონკაზე მაინც გაარკვიე. ადრე სადღაც გადავაწყდი რომ რეკომენდირებული აღარ არის და ამოსაღებიაო ხმარებიდანო.
lesila90ვფიქრობ 5 თვეზე წონის გასაკონტროლებლად წავიყვანო ამ ეტაპზე უბრალოდ და შესაბამისად ფაფების დაწყებაზე მოვიცადო. გამოვიწერ ამ დღეებში ჭურჭელსაც და სანამ ჩამოვა კი იქნება უკვე 5 თვის. ნელ-ნელა დავიწყებთ. ოღონდ ფაფებზე არ ვიცი მაინც რა, მემძიმება ბავშვისთვის ფაფებით დაწყება. ვფიქრობ ამჯერად რცხილაძესთან წავიყვანო და მისი აზრიც მოვისმინო.
მეც გენეტიკურად ყოველთვის ძალიან გამხდარი ვიყავი. დედაჩემი რომ უყურებს და უსმენს ახლა ჩემს წუწუნს კი დამცინის, ახლა გაიგებ რა დღეში მაგდებდიო და ა.შ. :დ
შენს თანამშრომელზე კიდევ, ზოგი მაინც როგორი უტაქტოა რა, რა უბედურებაა. რატომ უნდა უთხრა დედას, შენს შვილს კარგად არ აჭმევო