forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (41) « პირველი ... 39 40 [41]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვვარჯიშობთ ყველა - Vol. 5, შემართება დამანახეთ, მიზანსწრაფულობა
nor-test



*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1542
წევრი No.: 248295
რეგისტრ.: 29-January 19

გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 08:55  #56070787      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
გირჩევთ ბოლომდე ნახოთ და სხვა ვიდეოებიც დაუთვალიეროთ. ფანტაზია და მარჯვე ხელები ამაზეა ნათქვამი.





Nikalas
QUOTE
არმგონია ტურნიკით და აზიდვებით მიგეღო ეს შედეგი.
საკუთარი სხეულის წონით უფრო სერიოზული შედეგების მიღწევაც შეიძლება. ტურნიკზე ჩვეულებრივი მიზიდვები თუ ადვილი გახდა, აქცენტი ცალ ხელზე გადაგვაქვს. მანდ რამდენიმე პროგრესიაა, საფეხურები სირთულის მიხედვით, რომელთა მწვერვალი ბოლოს ცალი ხელით მიზიდვაა. აი თუ ვინმე ცალი ხელით (მარჯვენათიც და მარცხენათიც) ოცჯერ მაინც იწევა გადაბმულად, მერე შეუძლია თქვას რომ მსუბუქი დატვირთვაა და წონები სჭირდება იგივე თემაა აზიდვებზეც (ჰორიზონტალურზეც და თავდაყირაზეც) და კალისთენიკის სხვა ვარჯიშებზე.

კარგ ტანზე და ჯანზე ყოფნა საკუთარი წონითაც შესაძლებელია, საჭიროა მხოლოდ პროგრესიების და ვარიაციების ცოდნა, დატვირთვა სწორად რომ შევარჩიოთ და ყველა კუნთი ჩავრთოთ. მე პირადად როგორც გარე დატვირთვის, ისე საკუთარ წონის გამოყენებას ვამჯობინებ (თუ რატომ, იხ. მეშვიდე აბზაცი).
მაინც რის მიხედვით ირჩევს ხალხი გარე დატვირთვას ან საკუთარ სხეულთან მუშაობას? ან დარბაზში, პარკსა და სახლში ვარჯიშს შორის როგორ კეთდება არჩევანი? საინტერესო თემაა.

ზოგჯერ მიზეზი უბრალოდ არჩევნის არქონაა. ზოგი დარბაზში დადის იმიტომ, რომ სხვა გზას არ იცნობს ან არ აღიარებს იმავე მიზნის მისაღწევად. ზოგი სახლში ან პარკში იმიტომ ვარჯიშობს, რომ დარბაზის ფული არ აქვს. აქაც დაყოფაა - ზოგი სახლში შტნაგებით და ჰანტელებით ვარჯიშობს, ვიღაც კი წონებსაც ვერ ყიდულობს, არც ამ ტიპივით ხელმარჯვე ფანტაზიორია, ამიტომ საკუთარი სხეულიღა რჩება.
აქ გასაგებია ყველაფერი. საინტერესო ის შემთხვევაა, როცა კაცს არჩევანი აქვს.

ადამიანთა ერთ კატეგორიას დარბაზი მოტივაციას აძლევს. სპორტული გარემოცვა, სათანადო ატმოსფერო, სხვისი ვარჯიშის და შედეგების ყურება, გადახდილი ფულიც დამატებითი მოტივაციაა... ან უბრალოდ ხალხში ყოფნა ევასება რა. ასეთი ტიპები პარკში ტურნიკებზეც ერთად დადიან, ერთად ვარჯიშობენ, ეჯიბრებიან ერთმანეთს, გამოცდილებას ზიარებენ.

არიან მარტოხელები, აქაც სხვადასხვა მიზეზით. ზოგს ხალხმრავლობა არ უყვარს, ზოგს უტყდება ხალხში ვარჯიში, ზოგს ყურადღება ეფანტება. მე მაგალითად ტურნიკებზეც კი ისეთ საათებში ვცდილობდი სიარულს, როცა კაცი არ ჭაჭანებდა. ორი მიზეზით: ჯერ ერთი, დამწყები რომ ხარ და სხვების ფონზე სუსუტი ჩანხარ, უსიამოვნო შეგრძნებაა; მეორეც, არის ნაკლებად ცნობილი ვარჯიშები, რომლის კეთების დროსაც გაოცებულ-გაღიმებულ მზერებს აირტყამ (ან მოგეჩვენება) და შეიძლება იუთუბზეც გამოგაჭენონ, ნახეთ რას შვება ეს ფრიკიო smile.gif გასაგებია რომ ეს კომპლექსებია და უნდა გეკიდოს, მაგრამ ყველა ვერ იკიდებს ადვილად.

თუ დარბაზი ან ტურნიკები ზედ სახლთან/სამსახურთან/სასწავლებელთან არ გაქვს, დროის დაზოგვის ფაქტორიც მოქმედებს იმაზე, შინ ივარჯიშო თუ სხვაგან.

ახლა თვითონ დატვირთვის ტიპების არჩევაზე ვისაუბრებ. ამაზე არავისგან მსმენია, არადა სერიოზული ფსიქოლოგია დგას ამის უკან. საკუთარი თავის მართვაზე და მარტო გარე წინაღობის დაძლევაზე ორიენტირებული ტიპები არიან. და არჩევანიც მერე მოქმედებს, თუ რა მიმართულებით განვითარდები პიროვნულად. ტანის დაყენება და ჯანზე მოსვლა ცალკე კალისთენკითაც შეიძლება და მარტო გარე დატვირთვებითაც, მაგრამ ზემოხსენებული ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვამჯობინებ ორივენაირ დატვირთვებს - ფსიქიკის უფრო მრავალმხრივი განვითარება. მეორე მიზეზი ისაა, რომ ორივე ტიპის უნარები თუ გაქვს, ძალიან გამოსადეგია ჩხუბშიც, შრომაშიც, ლაშქრობაშიც, სექსშიც და ა. შ.

დაწყება ალბათ საკუთარი წონით ჯობია უმეტესობისთვის. როცა უკვე სერიოზულ ფორმას აკრეფ, მერე შეგიძლია უზარმაზარ წონებსაც შეეჭიდო ან იზოლაციას მიმართო ამა თუ იმ კუნთზე და კუნთოვან ბოჭკოთა კონაზე მიზნობრივი აქცენტის გასაკეთებლად.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


QUOTE
მე 175 სმ ვარ, 92 კგ.
კაი ტანკი ყოფილხარ up.gif
ნუ დიდგორი მაინც smile.gif


--------------------
https://ibb.co/z6cT800
https://soundcloud.com/zarnasho/iq4tuzuzcjpq
http://68.media.tumblr.com/b7606b0358572152e90f4ead3c52dbde/tumblr_nmv4d0wlHm1r3qv9to1_500.gif
Equanimity
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 140
წევრი No.: 238806
რეგისტრ.: 10-December 17

გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 10:51  #56070990      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვახ ჩემი ღია სპორტული მაღაზია ვერ ვნახე რა ეს მიტანის სერვიზიც ვერ დავამუღამე biggrin.gif
Nikalas
Performance


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4933
წევრი No.: 105955
რეგისტრ.: 26-November 09

გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 11:35  #56071108      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nor-test
QUOTE
საკუთარი სხეულის წონით უფრო სერიოზული შედეგების მიღწევაც შეიძლება

სხეულის წონას გააჩნია. 60-70 კილო ტიპისთვის ტურნიკი და აზიდვები საკმარისი არ იქნება რომ შესამჩნევად დაიკუნთოს, ჩემი აზრით. ჩემი ერთი მიზიდვა ძელზე (92კგ ვარ) და 65კგიანი ადამიანის მიზიდვა ერთი და იგივე არაა.

QUOTE
ადამიანთა ერთ კატეგორიას დარბაზი მოტივაციას აძლევს. სპორტული გარემოცვა, სათანადო ატმოსფერო, სხვისი ვარჯიშის და შედეგების ყურება, გადახდილი ფულიც დამატებითი მოტივაციაა... ან უბრალოდ ხალხში ყოფნა ევასება რა. ასეთი ტიპები პარკში ტურნიკებზეც ერთად დადიან, ერთად ვარჯიშობენ, ეჯიბრებიან ერთმანეთს, გამოცდილებას ზიარებენ.

გეთანხმები yes.gif


QUOTE
არიან მარტოხელები, აქაც სხვადასხვა მიზეზით. ზოგს ხალხმრავლობა არ უყვარს, ზოგს უტყდება ხალხში ვარჯიში, ზოგს ყურადღება ეფანტება. მე მაგალითად ტურნიკებზეც კი ისეთ საათებში ვცდილობდი სიარულს, როცა კაცი არ ჭაჭანებდა. ორი მიზეზით: ჯერ ერთი, დამწყები რომ ხარ და სხვების ფონზე სუსუტი ჩანხარ, უსიამოვნო შეგრძნებაა; მეორეც, არის ნაკლებად ცნობილი ვარჯიშები, რომლის კეთების დროსაც გაოცებულ-გაღიმებულ მზერებს აირტყამ (ან მოგეჩვენება) და შეიძლება იუთუბზეც გამოგაჭენონ, ნახეთ რას შვება ეს ფრიკიო  გასაგებია რომ ეს კომპლექსებია და უნდა გეკიდოს, მაგრამ ყველა ვერ იკიდებს ადვილად.

აქაც გეთანხმები. შენ პარკების მარტოხელა ხარ, მე დარბაზების biggrin.gif
თუმცა ბოლო დროს გავიცანი ხალხი ჩემ დარბაზში და რჩევებსაც კი მეკითხებიან ხოლმე.

QUOTE
ახლა თვითონ დატვირთვის ტიპების არჩევაზე ვისაუბრებ. ამაზე არავისგან მსმენია, არადა სერიოზული ფსიქოლოგია დგას ამის უკან. საკუთარი თავის მართვაზე და მარტო გარე წინაღობის დაძლევაზე ორიენტირებული ტიპები არიან. და არჩევანიც მერე მოქმედებს, თუ რა მიმართულებით განვითარდები პიროვნულად. ტანის დაყენება და ჯანზე მოსვლა ცალკე კალისთენკითაც შეიძლება და მარტო გარე დატვირთვებითაც, მაგრამ ზემოხსენებული ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვამჯობინებ ორივენაირ დატვირთვებს - ფსიქიკის უფრო მრავალმხრივი განვითარება. მეორე მიზეზი ისაა, რომ ორივე ტიპის უნარები თუ გაქვს, ძალიან გამოსადეგია ჩხუბშიც, შრომაშიც, ლაშქრობაშიც, სექსშიც და ა. შ.

ასეა, მხოლოდ წონებზე ვარჯიში საკმარისი არაა. ფუნქციონალური ვარჯიშებიც უნდა დაუმატო, უმალ იგრძნობ რომ ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურად თითქოს უფრო სრულყოფილი ტიპი ხარ.

QUOTE
დაწყება ალბათ საკუთარი წონით ჯობია უმეტესობისთვის

yes.gif მე ტურნიკით და აზიდვებით დავიწყე ვარჯიში

QUOTE
კაი ტანკი ყოფილხარ

BMI კალკულატორმა განა ჭარბწონიანი (Overweight) დამიწერა, იმენა Obese გავიჩითე. ობისი არის ანუ საკუთარ აღელვებულ პენისს რო ვეღარ ხედავ ის დონე biggrin.gif
ნუ ამ დონეზე არა მარა ცოტა დასაკლები მაქვს წონა. მარა მსუქანი ნამდვილად არ ვარ.


AVN
QUOTE
175 ზე 92 კილო როგორ ხარ

დიდი მხრები და ზუზუები მაქ biggrin.gif







--------------------
ცხოვრებას ფერი არ ჰქონია მხოლოდ ნარინჯის

nor-test



*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1542
წევრი No.: 248295
რეგისტრ.: 29-January 19

გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 12:27  #56071255      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
Nikalas
QUOTE
ჩემი ერთი მიზიდვა ძელზე (92კგ ვარ) და 65კგიანი ადამიანის მიზიდვა ერთი და იგივე არაა.
ეგ რა თქმა უნდა, მძიმესთვის უფრო ძნელია.
ცალი ხელით რომ აიწიიოს, მისთვისაც კაი დატვირთვაა. ალბათ ცალი ხელით ვერც აიწევა თავიდან, ნელ-ნელა უნდა სცადოს სხვადასხვა ვაარიანტი, რომლებშიც უფრო და უფრო მეტი აქცენტი მიდის ერთ ხელზე. თან ტურნიკზე კაი მშრალი მასა მოდის ხოლმე. ორგანიზმი რაღაცნაირად ხვდება რომ ზედმეტი წონა ხელს შეუშლის და ბევრ ცხიმს აღარ კრეფს კუნთთან ერთად. ნუ პრაქტიკა ასე აჩვენებს, თუმცა ცოტა ზღაპრად შეიძლება კაცს მოეჩვენოს. წონებზე პირიქითაა - რაც უფრო დიდი საქონელი ხარ, თუნდაც კაი ბლომად ქონით, უფრო მეტს წევ.

QUOTE
შენ პარკების მარტოხელა ხარ, მე დარბაზების
კაი ხანია აღარ ვყოფილვარ პარკში. სახლში მაქვს ტურნიკი. ამას წინ კინაღამ მარილზე გავედი, თვეების მერე გამოვჯანმრთელდი და ახლა დღითიდღე ვაუმჯობესებ ფორმას.
ახლოს კიკვიძე იყო და რატომღაც მოუთხრიათ მთელი სავარჯიშო მოედანი, არადა ბევრი კარგი რამე იყო. რეკონსტრუქცია მიდის და ერთი უკეთესები არ დაუდგამთ დროზე, კალაძე უნდა მივიყვანო და ჩაფსმული კატასავით ცხვირი დავადებინო იმ ადგილზე biggrin.gif
AVN
nutt up or shut up


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6891
წევრი No.: 147739
რეგისტრ.: 28-April 12

გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 13:07  #56071419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Nikalas @ 30 Mar 2020, 11:35 )
AVN
QUOTE
175 ზე 92 კილო როგორ ხარ

დიდი მხრები და ზუზუები მაქ biggrin.gif

ხო , მაგრამ ბევრია ეგ წონა მაგ სიმაღლისთვის ბოდიბლდინგისთვის დაბალი ხარ , ისე ყოველდღიურობაში მოქნილობას სისწრაფე/სისხარტეს ძაან შეგიზღუდავს დაუბრუნდი ისევ 80იანებს ნიკალას
kurozu84
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2626
წევრი No.: 231372
რეგისტრ.: 25-April 17

  გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 15:21  #56072074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თქვენი რჩევა მჭირდება კუნთმაგარცი და ტანწერწეტცი)

ესეიგი ვარ 135 კილო მინდა რომ დავიკლო ხოდა რაიმე კარგ
დიეტას ხომ ვერ მირჩევდით+ცოტას ვივარჯიშებდი

ინტერნეტში სულ სუსტის სქესი დიეტებია
მამაკაცებისთვის არ წერია ნორმალურად არაფერი
რა სექსისტირები არიან facepalm.gif

ერთი ეს სტატია ვნახე მხოლოდ

https://mkurnali.ge/rchevebi45/4180-mamakac...seburebebi.html

down1.gif


--------------------

MOST WANTED

AVN
nutt up or shut up


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6891
წევრი No.: 147739
რეგისტრ.: 28-April 12

გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 17:35  #56072861      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kurozu84
ნახშირწყლების დეფიციტია 12 საათი შიმშილი ძილს დაამთხვიე და გაგიადვილდება (კუჭისთვის ცუდია) სირბილს ვერ შეძლებ მაგ წონით ალბათ სიარული ცადე 5-6 KM
შენ თავზე ექპერიმენტები თუ არ ჩაატარე და შენ თავზე მორგებული დიეტა თუ ვერ შეიმუშავე ვერცერთი უნივერსალური დიეტა დიდ შედეგს ვერ მოგცემს
sanfol
უბატონო ქართველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11576
წევრი No.: 143756
რეგისტრ.: 29-February 12

გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 17:46  #56072964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kurozu84
ამოიღე საკვები რაციონიდან


--------------------
გესმით ალბათ სტად დე ფრანსზე რა სიჩუმეა © silkttv-ის კომენტატორი

კაი 800 თუ არა ხო შეიძლებოდა 50 ლარით მაინც მოემატებინათ პენსია? © გასო

საბავშვო მოედანზე ვიცელქეთ მე და ჩემმა დაქალებმა © cosmia
kurozu84
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2626
წევრი No.: 231372
რეგისტრ.: 25-April 17

გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 19:00  #56073576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
AVN
გაიხარე ძმა

ხო წონა დიდი მაქ მაგიტომ რამე უნდა მოვიფიქრო
სირბილზე მეც მითხრეს დაიზიანებო ფეხებსო
QUOTE
ცადე 5-6 KM

მშვენიერია ვიძუნძულებ ან ვივლი ხო საერთოდ

ტკბილს ვიღებ რაციონიდან
ჩაიში 5-6 ხანდახან 7 კოვზას ვუკეთებდი 2 ზე ჩამოვედი
აპასნია მაგარიbiggrin.gif

QUOTE
შენ თავზე ექპერიმენტები თუ არ ჩაატარე და შენ თავზე მორგებული დიეტა თუ ვერ შეიმუშავე ვერცერთი უნივერსალური დიეტა დიდ შედეგს ვერ მოგცემს

ხო რავი ვნახოთ რა გამომივა
თუ არადა დიეტოლოგთან მივალ

QUOTE
ამოიღე საკვები რაციონიდან

lol.gif
ეგრე ხომ დავიბრიდები user.gif

ესეიგი დღეს პირველად ვჭამე 13:00 ზე სადღაც
ნუ ვჭამე რა ჩაი დავლიე და ერთი ნაჭერი პური facepalm.gif
შემდეგ 4 ზე 2 მოხარშული კვერცხი
ეხლა ვფიქრობ საღამოს მსუბუქად რა მივირთვა

ჯიგრები ხართ 2kiss.gif
nor-test



*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1542
წევრი No.: 248295
რეგისტრ.: 29-January 19

გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 20:12  #56074183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
kurozu84
ძალიან ბევრის უცებ მოკლება არ გინდა. ჯერ ერთი შეიძლება რამდენიმე დღეში აიწყვიტო, მეორეც კიდევ სწრაფი კლება არაა კარგი და შედეგიც ხანმოკლეა.


AVN
QUOTE
სირბილს ვერ შეძლებ მაგ წონით ალბათ
შეიძლება შეძლოს, მაგრამ კარგ შემთხვევაში მუხლები და კოჭები დაუზიანდება, ცუდში - გული და ხერხემალი.
GIGABYTE77
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 500
წევრი No.: 132661
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 31 Mar 2020, 15:11  #56078300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
AVN
QUOTE

შენ თავზე ექპერიმენტები თუ არ ჩაატარე და შენ თავზე მორგებული დიეტა თუ ვერ შეიმუშავე ვერცერთი უნივერსალური დიეტა დიდ შედეგს ვერ მოგცემს

+1
nor-test



*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1542
წევრი No.: 248295
რეგისტრ.: 29-January 19

გამოგზავნილია: 1 Apr 2020, 11:45  #56082660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
შენიშვნა: როცა გამოღებულ კარზე იწევით, კარს ქვეშ რამე ამოუდეთ ხოლმე (მაგ. წიგნი). ასე არც დაიხრება და არც ჩამოტყდება.


nor-test



*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1542
წევრი No.: 248295
რეგისტრ.: 29-January 19

გამოგზავნილია: 2 Apr 2020, 08:39  #56088016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ვისაც შინ ჰანტელები გაქვთ




მიმაგრებული სურათი
____________.png
Equanimity
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 140
წევრი No.: 238806
რეგისტრ.: 10-December 17

გამოგზავნილია: 2 Apr 2020, 13:12  #56088865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს დავიწყე მოშნად ვარჯიში დანამატების მაღაზიაც ვიპოვე ბახტრიონზეა კარფურთან
Luka251
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2892
წევრი No.: 215525
რეგისტრ.: 10-March 16

გამოგზავნილია: 2 Apr 2020, 17:30  #56090377      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პიანისტი

კი ასწორებს მაგრად აზიდვები. 2 წელია ინტენსიურად არ მივარჯიშია, ადრე მაგრად ვუბერავდი ძირითადად შტანგა, პროსტა შემკრა მაგრად პროსტა ცოტა რო ჩავდგები ფორმაში ისევ უნდა დავუბრუნდე, ატაცი, ჟიმი, ტიაგა და ასე შემდეგ. მერე ავარიაში მოვყევი რეაბილიტაცია ტუდა სუდა და წამოვიდა ღიპიც biggrin.gif. ახლა შედარებით მეტი დრო მაქვს და ისევ უნდა ჩავდგე ნელნელა ფორმაში. დაიმონდი მაგარია და შედეგსაც კარგს იძლევა.

აი მოკლე ბიცეფს ვერ ვიტან გეგონება ნახევარი მოჭრესო biggrin.gif

GIGABYTE77

https://www.youtube.com/watch?v=9cfN_mSzsOM ამაზე ვამბობ.
* * *
ისე ვინც მასაზე ვარჯიშობთ დღეში რამდენჯერ ჭამთ? ანუ ვისაც მომატება გინდათ ხაართ ეგეთი ვინმე? biggrin.gif

https://www.youtube.com/watch?v=vbq820VqGcA აი ლევანას აქვს მაგარი ბიცეპსი. ვიცი ეხალ ზოგს არ მოეწონება მაგრად მაინც biggrin.gif


This post has been edited by Luka251 on 2 Apr 2020, 17:50


--------------------
ღლეზე არა მკიდია!?

აბა მკითხეთ.

Пока есть лохи, дела не будут плохи.


პოლიტიკა უსათაუროდან უნდა იმართებოდეს
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (41) « პირველი ... 39 40 [41]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0407 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]