დაარსების თარიღი - 1905 წლის 14 მარტი
სტადიონი - 'სტემფორდ ბრიჯი' (42,055)
პრეზიდენტი - რომან აბრამოვიჩი
მთავარი მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი
კლუბის ტიტულები:
ინგლისის ჩემპიონი - 1955, 2005, 2006, 2010;
ასოციაციის თასი - 1970, 1997, 2000, 2007, 2009, 2010;
ლიგის თასი - 1965, 1998, 2005, 2007;
ქომუნითი შილდზი - 1955, 2000, 2005, 2009;
თასების მფლობელთა თასი - 1971, 1998;
ევროპის სუპერთასი - 1998.
2009/10 LEAGUE TITLE (86 ქულა)
2005/06 LEAGUE TITLE (91 ქულა)
2004/05 LEAGUE TITLE (95 ქულა)
1954/55 LEAGUE TITLE (52 ქულა)
2010 FA CUP (Chelsea 1, Portsmouth 0)
2009 FA CUP (Chelsea 2, Everton 1)
2007 FA CUP (Chelsea 1, Manchester United 0)
2000 FA CUP (Chelsea 1, Aston Villa 0)
1997 FA CUP (Chelsea 2, Middlesbrough 0)
1970 FA CUP (Chelsea 2, Leeds 1 (replay))
1998 CUP WINNERS' CUP (Chelsea 1, Stuttgart 0)
1971 CUP WINNERS' CUP (Chelsea 2, Real Madrid 1(replay))
1998 SUPER CUP (Chelsea 1, Real Madrid 0)
2007 LEAGUE CUP (Chelsea 2, Arsenal 1)
* * *
2005 LEAGUE CUP (Chelsea 3, Liverpool 2 (aet))
1998 LEAGUE CUP (Chelsea 2, Middlesbrough 0)
1965 LEAGUE CUP (Chelsea 3, Leicester 2)
2009 COMMUNITY SHIELD (Chelsea 2, Man Utd 2 (4-1 on pens))
2005 COMMUNITY SHIELD (Chelsea 2, Arsenal 1)
2000 CHARITY SHIELD (Chelsea 2, Man Utd 0)
1955 CHARITY SHIELD (Chelsea 3, Newcastle United 0)
სხვა:
Second Division Championship 1984, 1989.
Full Members' Cup 1986, 1990.
FA Youth Cup 1960, 1961, 2010
ჩელსის ისტორია
ჩელსი დაარსდა 1905 წლის 14 მარტს პაბში The Rising Sun, დღევანდელი ფულემ როუდის შესასვლელის პირდაპირ. დაარსებიდან მცირე ხანში გუნდი საფეხბურთი ლიგის წევრი გახდა. კლუბის ადრეული წლები ნაკლებად წარმატებული გამოდგა. ყველაზე ახლოს ჩელსი ტიტულთან 1915 წელს იყო, როდესაც ასოციაციის თასის ფინალში შეძლო თამაში შეფილდ იუნაიტედის წინააღმდეგ. ჩელსიმ წააგო პირველი ფინალი. კლუბს ჰქონდა რეპუტაცია გუნდისა, რომელიც ცნობილ, ვარსკვლავ ფეხბურთელებს იძენდა და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა, მიუხედავად ამისა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში მისი როლი ინგლისურ ფეხბურთში მცირე იყო. 1952 წელს ჩელსის მთავარ მწვრთნელად ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ყოფილი ცენტრ ფორვარდი ტედ დრეიკი დაინიშნა. დრეიკმა კლუბის მოდერნიზება განახორციელა. მან შეცვალა კლუბის პენსიონერის ემბლემა ახალი ლოგოთი, დანერგა ვარჯიშის ახალი სისტემები, გააუმჯობესა ჩელსის ახალგაზრდულ აკადემიაში არსებული მდგომარეობა. შედეგად გუნდმა შეძლო პირველი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. 1954-55 წლების სეზონში ჩელსიმ გაიმარჯვა ლიგის ჩემპიონატში და პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი. იმავე წელს ევროპის მმართველმა საფეხბურთო ორგანიზაციამ უეფამ ჩემპიონთა თასი დააარსა, მაგრამ საფეხბურთო ლიგის და საფეხბურთო ასოციაციის მხრიდან წინააღმდეგობის გამო ჩელსიმ უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე. 1960-იან წლებში ტომი დოჰერტის თავკაცობით ჩელსის ახალგაზრდა კოლექტივი რამდენიმეჯერ ახლოს იყო ტიტულის მოპოვებასთან სხვადასხვა ტურნირებში. 1964-65 წლების სეზონში გუნდი სამ ფრონტზე იბრძოდა ჩემპიონობისთვის. საბოოლოო ჯამში ჩელსიმ მხოლოდ ლიგის თასის მოგება მოახერხა, ასოციაციის თასზე და ჩემპიონატში დათმო ბრძოლები. 1970 წელს ჩელსი ასოციაციის თასს დაეუფლა, დაამარცხა რა ფინალში ლიდს იუნაიტედი 2-1. მომდევნო წელს გუნდმა ისტორიაში პირველად შეძლო ევროტურნირის მოგება. 1970-71 წლების სეზონში ჩელსიმ თასების მფლობელთა თასის ფინალში მადრიდის რეალი დაამარცხა ათენში. გვიანი 70-იანი წლები და 80-იანების დასაწყისი ჩელსის ისტორიაში მეტისმეტად ტურბულენტური აღმოჩნდა. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის პირობებში სტემფორდ ბრიჯის რეკონსტრუქციის ამბიციური გეგმის განხორციელებამ კლუბის ფინანსური სტაბილურობა შეარყია. ხელმძღვანელობას წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუხდა და შედეგად ჩელსი უძლიერესთა რიგებიდან გავარდა. გუნდს დეკადის მანძილზე გულშემატკივართა ხულიგნური ქცევების გადაუჭრელი პრობლემაც ჰქონდა. 1982 წელს ჩელსის კრიზისმა პიკს მიაღწია. კლუბი ნომინალურ თანხად £1 კენ ბეითსმა შეიძინა. ამასთან სტემფორდ ბრიჯის ფრიჰოლდი უძრავი ქონების დეველოპერებზე გასხვისდა. შედეგები უარესდებოდა. 1983 წელს ჩელსი გადარჩა მესამე დივიზიონში გავარდნას. 1983-84 სეზონში კლუბმა მოახერხა მეორე დივიზიონის მოგება და უძლიერესთან რიგებში აღზევდა, თუმცა მცირე ხნით. 1988 წელს გუნდი კიდევ ერთხელ დაქვეითდა. ამჯერად მხოლოდ ერთი სეზონით. დიდი ბრძოლის შემდეგ 1992 წელს ბეითსმა, მას შემდეგ რაც დეველოპერები გაკოტრდნენ ფრიჰოლდის კლუბთან გაერთიანება მოახერხა. პრემიერლიგის პირველ სეზონებში ჩელსის გამოსვლა არადამაჯერებელი იყო. მიუხედავად ამისა 1994 წელს გუნდმა ასოციაციის თასის ფინალში შეძლო თამაში. ჩელსის ისტორიაში ახალი ეპოქა 1996 წელს დადგა, როდესაც მოთამაშე მწვრთნელად რუუდ გულიტი დაინიშნა. გუნდში რამდენიმე მსოფლიო დონის ფეხბურთელი ჩაირიცხა. შედეგად ჩელსიმ 1997 წელს ასოციაცისს თასის მოგება მოახერხა და გუნდმა ინგლისის წამყვან კლუბებში დაიბრუნა ადგილი. გულიტი ჯანლუკა ვიალიმ შეცვალა, რომელმაც ჩელსი 1998 წელს თასების თასზე წარმატებამდე მიიყვანა. ამას გარდა იტალიელის მეთაურობით გუნდმა ლიგის თასი, ევროპის სუპერ თასი და 2000 წელს ასოციაციის თასი მოიგო. ვიალი მცირე ხანში დათხოვნილ იქნა და მის ადგილას ასევე იტალიელი კლუდიო რანიერი დაინიშნა, რომლის აქტივშიც 2002 წლის ასოციაციის თასის ფინალი და 2002-03 სეზონში გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა გახდა. 2003 წლის ივნისში ჩელსი რუსმა მილიარდელმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა იყიდა £140 მილიონად. ეს იყო იმ დროისათვის ინგლისურ ფეხბურთში უდიდესი გარიგება. £100 მილიონზე მეტი დახარჯა ახალმა მფლობელმა პირველივე სეზონში ტრანსფერებში, თუმცა რანიერი უძლური აღმოჩნდა ტიტულის მოპოვებაში და იტალიელი 2004 წელს ჟოზე მაურინიოთი ჩაანაცვლეს. პორტუგალიელის მეცადინეობით ჩელსი გახდა მეხუთე ინგლისური კლუბი, რომელმაც ზედიზედ შეძლო პრემიერლიგის მოგება 2004-05 და 2005-06 სეზონებში. გარდა ამისა მაურინიომ გუნდს მოაგებინა ასოციაციის თასი 2007 წელს და ლიგის თასები 2005 და 2007 წლებში. 2007 წლის სექტემბერში მაურინიოს ადგილას აბრამოვიჩმა აბრაამ გრანტი დანიშნა, რომელმაც ჩელსის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა შეძლო. შეხვედრა გუნდმა დათმო მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის შემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში. 2008 წლის ზაფხულში ჩელსის მთავარ მწვრთნელად ბრაზილიელი ლუის ფელიპე სკოლარი იქნა მიწვეული. სკოლარიმ მხოლოდ 7 თვე გაატარა ლონდონში და მიუღებელი შედებისათვის გაათავისუფლეს. აბრამოვიჩმა დროებით გუნდი რუსეთის ნაკრების მოქმედ მწვრთნელს გუუს ჰიდინკს ჩააბარა. 2008-09 წლების სეზონზე ჩელსიმ დრამატულად დათმო ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონასთან. მოიგო ასოცოაციის თასი. ფინალში, ევერტონის 2-1 დამარცხებიდან ორ დღეში ჩელსიმ მთავარ მწვრთნელად მილანის ყოფილი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი დანიშნა. პირველივე სეზონში იტალიელმა მწვრთნელმა გუნდს პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოაგებინა. 1963 წლის შემდეგ ჩელსი პირველი გუნდი გახდა რომელმაც 100 ზე მეტი გოლის გატანა შეძლო ჩემპიონატში.
მიმდინარე შემადგენლობა
1. პეტრ ჩეხი | მეკარე | ჩეხეთი | 20.05.1982 | 197
2. ბრანისლავ ივანოვოჩი | მცველი | სერბეთი | 22.02.1984 | 188
3. ეშლი კოული | მცველი| ინგლისი | 20.12.1980 | 172
4. დავიდ ლუისი | მცველი | ბრაზილია | 22.04.1987 | 188
5. მაიკლ ესიენი | ნახევარმცველი | განა | 03.12.1982 | 178
7. რამირესი | ნახევარმცველი | ბრაზილია | 24.03.1987 | 180
8. ფრენკ ლამპარდი | ნახევარმცველი | ინგლისი | 20.06.1978 | 183
9. ფერნანდო ტორესი | თავდამსხმელი | ესპანეთი | 20.03.1984 | 186
10. იოსი ბენაიუნი | ნახევარმცველი | ისრაელი | 05.05.1980 | 173
11. დიდიე დროგბა | თავდამსხმელი | კოტ დივუარი | 11.03.1978 | 188
12. მიკელ ჯონ ობი | ნახევარმცველი | ნიგერია | 22.04.1987 | 188
15. ფლორან მალუდა | ნახევარმცველი | საფრანგეთი | 13.06.1980 | 180
17. ჟოზე ბოსინგვა | მცველი | პორტუგალია | 24.08.1982 | 183
18. იური ჟირკოვი | ნახევარმცველი | რუსეთი | 20.08.1983 | 180
19. პაულო ფერეირა | მცველი | პორტუგალია | 18.01.1979 | 183
21. სალომონ კალუ | თავდამსხმელი | კოტ დივუარი | 05.08.1985 | 186
22. როს ტერნბული | მეკარე | ინგლისი | 04.01.1985 | 196
26. ჯონ ტერი | მცველი | ინგლისი | 07.12.1980 | 187
33. ალექსი | მცველი | ბრაზილია | 17.06.1982 | 189
39. ნიკოლა ანელკა | თავდამსხმელი | საფრანგეთი | 14.03.1979 | 185
40. ენრიკე ილარიო | მეკარე | პორტუგალია | 21.10.1975 | 189
43. ჯეფრი ბრუმა | მცველი | ჰოლანდია | 13.11.1991 | 186
45. ფაბიო ბორინი | თავდამსხმელი | იტალია | 29.03.1991 | 180
46. ჯოშ მაკიკრენი | ნახევარმცველი | ინგლისი | 01.03.1993 | 178
* * *
TOP 10
SIDCFC 244
Norm 132
Bridgeman 78
Salaka 67
LA_NY 67
CHELSEAFAN 63
ლივერმენ 58
lasha1997 57
ratomac aRa 57
Adza 52